Home სხვადასხვა დაიჯესტი მსოფლიოს გამომცდელი და აუდიტორი

მსოფლიოს გამომცდელი და აუდიტორი

კვდება ლიბერალიზმი, ევროპული სოლიდარობა... და მერე?

მსოფლიოს გამომცდელი და აუდიტორი

საინფორმაციო სივრცე გადავსებულია კორონავირუსზე ინფორმაციებით. ზოგჯერ გეჩვენება, თითქოს სხვა თემა არ არსებობს. ბევრ ვებგვერდზე ნახავთ სპეციალურ ფანჯარას მონაცემებით, რომლებშიც რეგულარულად იცვლებაინფიცირებულთა რაოდენობა”, “გარდაცვლილები”, “გამოჯანმრთელებულები”. მაგრამ შეიძლება, სხვა მრიცხველიც გაჩნდეს, რომელშიც იქნება მონაცემებიზოგადსაკაცობრიოფასეულობების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ფართოდ გავრცელებული ილუზიების გამო ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე.

გასაგებია, რომ კვდება ლიბერალიზმი, საერთაშორისო თავისუფლებები, ევროპული სოლიდარობა… თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასმა ჯერ ნაადრევია. ცხადია მხოლოდ ერთი რამ: ვირუსმა მოკლა ასიათასობით ადამიანი და დაარტყა მილიარდების ცხოვრების წესს.

გადავადებულია მსოფლიო სპორტის უდიდესი ზეიმი _ ოლიმპიადა-2020 და ეს თითქმის ვერავინ შენიშნა. ჩაიშალა ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატოს ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება Defender Europe-2020, რომლის სცენარის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 37 ათას სამხედრო მოსამსახურეს “რუსეთის შეჭრისგან უნდა დაეცვა ევროპა”, ამერიკელებს კი ოკეანისგაღმიდან უნდა გადმოესროლათ თავიანთი სამხედრო კონტინგენტი… და აი აღარ ტარდება ეს სწავლება. ამის მიუხედავად, ალიანსის წარმომადგენლები ჩვეულებას არ ღალატობენ და არც თბილ სავარძლებთან გამოთხოვება სურთ. ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა განცხადებით და რუსეთი ევროპული სოლიდარობისა დატრანსატლანტიკური ფასეულობებისადმი რწმენისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა. სტოლტენბერგი, როგორც ჩანს, სწრაფად ცვალებად ვითარებას ჩამორჩა (მუდმივად საქმის კურსში ყოფნა იოლი არ არის!). “ტრანსატლანტიკურ ფასეულობებს ბზარი გაუჩნდა და ეს ბზარი ფართოვდება.

აი Pan Americana-ს (“ამერიკული სამყარო”) დაკრძალვაც ახლოვდება, მაგრამ ამ “ამერიკულ სამყაროს” საფლავი გაუთხარეს არა რუსმა ჰაკერებმა, არამედ ეს გააკეთა ლონდონურმა The Times-მა ბოლო თვეებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე შეტევით, როცა მას საარჩევნო ბრძოლა ჰქონდა გამართული ჯო ბაიდენთან:

მომენტი მოითხოვს თავისუფალი სამყაროს ლიდერს, მაგრამ ის არ არის. დონალდ ტრამპს არ აქვს უნარი, ადეკვატურად უპასუხოს საშინაო გამოწვევებსაც კი, ლაპარაკი აღარ არის საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელობაზე. ეს მას საერთოდ არ აინტერესებს. ტრამპი განასახიერებს ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განმტკიცდა. მეორე მსოფლიო და თვით ცივი ომიც კი ისტორიის სიღრმეში ნელნელა იძირება და ამერიკელები დაიღალნენ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებებით. მსოფლიო ლიდერის როლი ღირს ფული, დრო, ძალები და ამერიკელთა სიცოცხლე, თუმცა ამერიკელებს ეჩვენებათ, რომ ამ როლს მათთვის არც პური არსობისა მოაქვს და არც უსაფრთხოება. უფრო პირიქით”.

და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კიევის ცენტრში, რომელიც 2014 წლის 20 თებერვალს მოაწყვეს “უცნობმა სნაიპერებმა”, ასევე უნაყოფოა.

კორონავირუსს უფრო საიმედოუვიზო მიმოსვლის უფლებააღმოაჩნდა, ვიდრე უკრაინელ გასტერბაიტერებს, რომლებიც უცერემონიოდ გამოყარეს გერმანიიდან და პოლონეთიდან. მათ არაერთი ღამე გაათიეს საზღვრებზე, რომლებიც თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით უცებ გაჩნდა ევროკავშირში.

როგორც ჩანს, კორონავირუსი დღეს მსოფლიო გამომცდელისა და აუდიტორიის როლს თამაშობს. ვირუსი ავლენს, ვინ ცხოვრობდა მდიდრულად, ოღონდ არა შემოსავლების მიხედვით. აი ისააკ ნიუტონისა და ფრენსის ბეკონის სამშობლოში _ ბრიტანეთში, წვავენ 5G-ის ქსელის ანძებს. აქ პარალელი შეიძლება გავავლოთ ჯორდანო ბრუნოსა და ჩინური “ჰუავეის” დირექტორს შორის, რომელმაც თქვა: “დაწვა (ანძის) არ ნიშნავს, უარყოფას”.

არც ისე დიდი ხნის წინათ “თავისუფალი სამყაროს” ლიდერები ამბობდნენ: ყირიმი 2014 წელს _ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფო საზღვრის პირველი დარღვევაა, მაგრამ ყველას “დაავიწყდა” სახელმწიფო საზღვრის დარღვევა 1999 წელს სერბეთში. დიახ, ბევრი რამ იცვლება და ბევრი რამ გადასახედია. მაგრამ, თუკი კორონავირუსის გავრცელებაზე დასავლური სამყაროს პასუხი იქნება მოწოდება “დაწვი ჩინური G5-ის ანძები”, განა ეს არ არის გაბატონებული სისტემის ევოლუციის დაღმა სვლის მაჩვენებელი? ზემოაღნიშნული ლონდონური The Times-ი თავის დასკვნის ასე აყალიბებს: “მომენტი მოითხოვს თავისუფალი სამყაროს ლიდერს, რომელიც არ არის: როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენი ამოცანა იქნება, სხვა ქვეყნებთან ერთად შევქმნათ საერთაშორისო სტრუქტურები, რომლებიც ნაკლებად დამოკიდებულნი იქნებიან აშშ-ზე. თუ ამას არ გავაკეთებთ, არის რისკი, რომ ბოლო მოეღება არა მხოლოდ Pax Americana-ს, არამედ მსოფლიოს”.

ლონდონმა სიგნალი მისცა. ეს დოლის ბრაგუნი (“მომენტი მოითხოვს თავისუფალი სამყაროს ლიდერს”…) მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და შეეხება არამხოლოდ არჩევნებს აშშ-ში, მათი “თავისუფალი სამყარო” თავიანთი ფასეულობებით, რომლებსაც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებად ასაღებენ, არის სამყარო, რომელშიც ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის, მაგალითად, რუსეთი, ადგილი არ ექნება. “მომენტი” კი მართლაც მოითხოვს… მოითხოვს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პრეცედენტი არ ექნება.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here