Home რუბრიკები პოლიტიკა «ნაცმოს» ტელედივერსანტები

«ნაცმოს» ტელედივერსანტები

ჩერგოლეიშვილი, ბენდუქიძე და „თავისუფლების ინსტიტუტი“ საინფორმაციო ომს იწყებენ!

 

თუ ირაკლი ჩიქოვანს კიდევ დიდხანს აპარპაშებენ საზოგადოებრივი სიკეთის _ საინფორმაციო ველის «რეგულირების» სფეროში, «ქართულ ოცნებას» და ბიძინა ივანიშვილს ისევე გამოაცლიან ხელისუფლებას, როგორც «ობიექტივს» და ირმა ინაშვილს წაართვეს 35- არხის ლიცენზია 8 წლის წინ.

რეკორდულ ვადაში, 3 დღეში, არჩევნებიდან მეთორმეტე დღეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანია «საქართველოს» ლიცენზიის გადაცემა «სამოქალაქო განათლების ფონდისთვის» სათანადოდ არავის შეუფასებია. სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ საზოგადოებას სხვა, «უფრო მნიშვნელოვანი» საკითხები აღმოაჩნდა. ახალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე შეუდგა მუშაობას და ახლა კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდებიან იმ საკითხით, თუ როგორ ემზადება საინფორმაციო ომისთვის «თავისუფლების ინსტიტუტი», რა სიყალბეები და კანონდარღვევები დგას მედიური გადაჯგუფებების უკან.


უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე, რომელიც «სულაც არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული», 1 ოქტომბრის არჩევნების კრახის შემდეგ ახალ ამპლუაში მოევლინა საზოგადოებას. მან ჯერ წვრილად გააანალიზა საკუთარი ფავორიტის მარცხი და განაცხადა, რომ სააკაშვილი სულაც არ არის მისი სათაყვანებელი პრეზიდენტი, ის მისი მეგობარია, შემდეგ ჩერგოლეიშვილმა პოპულიზმის მავნებლობაზეც ილაპარაკა და კომპეტენტურად ბრძანა: «პირველ რიგში, მისი («ნაცმოძრაობის». _ თ. დ.) დამარცხება გამოიწვია დაღლამ, ხელისუფლებაში რვაწლიანმა ყოფნამ; მეორე, რაშიც ვთვლი, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» შეეშალა, ესაა კომუნიკაცია. კარგად ვერ ხდებოდა იმ რეფორმების არსის ახსნა მოსახლეობისთვის, რომელთაც ხელისუფლება ახორციელებდა. მაშინ, როცა მიხვდა, რომ მოსახლეობამ შეიძლება კარგად ვერ გაიგო რაღაც რეფორმის არსი, მათი საარჩევნო კამპანია სხვა პარტიებთან მიმართებაში პოპულიზმში დეგენერირდა.

 პოპულიზმი არ აღმოჩნდა მომგებიანი, რადგან მარტო ამით ვერ შეინარჩუნებ მხარდამჭერს, მითუმეტეს მაშინ, როცა მეორე მხარეს დგას დიდი რაოდენობით ფული».

ფულის, განსაკუთრებით დიდი ფულის ფასი ჩერგოლეიშვილს, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რადგან არჩევნების შემდეგ სულ რაღაც ერთ კვირაში სწორედ ფულის ტომარასთან ერთად გადაწყვიტა ახალი მედიაპროექტისთვის მოეკიდა ხელი, რათა, მისივე გამოთქმისა არ იყოს, «კარგად აუხსნას მოსახლეობას «ნაციონალური» რეფორმების არსი». 30 ოქტომბერს მან საზოგადოებას სიხარულით ამცნო, რომ ჟურნალი «ტაბულა» ყოველკვირეულიდან ყოველთვიურ ფორმატზე გადადის, რადგან ახლა იგი უკვე ტელეკომპანიას ქმნის. ჩერგოლეიშვილს კარგად ესმის, რომ შუბი (თანაც ამხელა) ხალთაში მაინც არ დაიმალება და საზოგადოებას თავად ეუბნება, რომ მის ტელევიზიას კახა ბენდუქიძე დააფინანსებს.

თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმის თაობაზე, რომ მისი «სამოქალაქო განათლების ფონდი» უპირობოდ როდი მიიღებს თანხებს ბენდუქიძისგან. 9 ოქტომბერი ერთობ დაძაბული დღე გამოდგა ჩერგოლეიშვილისთვის: გარდა იმისა, რომ ტელეკომპანია «საქართველოს» ერთადერთი მფლობელი იაგო ჩოჩელი და გენერალური დირექტორი თამარ სტეფანიშვილი «დაიყოლია» სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე, იმავე დღეს იმსჯელა ერთბაშად 14 მოხალისის წერილობით მიმართვაზე, მიეღო ისინი ფონდის წევრებად. მათგან ცამეტმა საკუთარი ფეხით ინება ნოტარიუსთან მიბრძანება, ხოლო ბენდუქიძეს ნოტარიუსი იქით ეახლა _ «თავისუფალ უნივერსიტეტში». ვინ არის სინამდვილეში მთელ ამ სასწრაფო გადაფორმებაში პირველი პირი, აქედანაც ჩანს, ხოლო დანარჩენი 13 მოხალისის ვინაობა ასეთია:

1. გიორგი ნოდია

2. გიგა ზედანია

3. ბაადურ მალაზონია

4. ლევან რამიშვილი

5. ალექსი მაჭავარიანი

6. ბექა მინდიაშვილი

7. დავით პაიჭაძე

8. გიორგი ფრუიძე

9. ნინო გოგიბერიძე

10. დავით კოვზირიძე

11. ირაკლი საღინაძე

12. ქეთევან დევდარიანი

13. გიორგი ლიფონავა.

იმავე 9 ოქტომბერს თამარ ჩერგოლეიშვილი მინდობილობას უფორმებს ახალ წევრს _ გიორგი ფრუიძეს და უფლებამოსილებას ანიჭებს, მისი წარმომადგენელი იყოს ნებისმიერ ორგანიზაციას და დაწესებულებაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ბანკში. გიორგი ფრუიძე უფლებამოსილია, მართოს და განკარგოს ფონდის ანგარიშები შეუზღუდავად, აწარმოოს ყველა სახის საბანკო ოპერაცია, კერძოდ: შეიტანოს, გადარიცხოს, გამოიტანოს თანხა, მოახდინოს კონვერტაცია, მიიღოს ამონაწერები ანგარიშებიდან, განახორციელოს მასზე კანონით ნებადართული ყველა მოქმედება, გახსნას საზოგადოების სახელით ახალი ანგარიშები მართვისა და განკარგვის უფლებით, საჭიროების შემთხვევაში კი დახუროს ისინი.

ერთი სიტყვით, ფინანსურ მხარეს მთლიანად ფრუიძე აკონტროლებს. იქნებ თამარ ჩერგოლეიშვილი ტექნიკურ მხარეს აგვარებს? სულაც არა. ინტერვიუში იგი თავად აცხადებს: «ეხლა გავრბივარ დუდუ კურდღელიასთან, რომელიც ტექნიკურ ნაწილში კარგად ერკვევა. სხვა საკითხებზე კონსულტაციებს სხვა გამოცდილი ადამიანებისგან ვიღებ. მაგალითად, გუშინწინ მქონდა შეხვედრა ნიკა ტაბატაძესთან. მე ხომ ეს საქმე არ მიკეთებია არასდროს და ისეთ ადამიანებს უნდა ვკითხო, ვისაც ჩემზე უკეთ ესმით და გამოცდილები არიან».

ახალი წევრების სია ცხადყოფს, რომ ჩერგოლეიშვილს არც «იდეურ ხელმძღვანელობას» ანდობენ ერთპიროვნულად. აქაც ისეთი ხალხია, რომელთაც «უკეთ ესმით და გამოცდილები არიან». ამდენად, ჩერგოლეიშვილი მხოლოდ ფასადია, მის უკან კი კარგად ცნობილი პერსონები დგანან. თუმცა იგი ამას ასე ხსნის: «ტელევიზია, ბუნებრივია, დაეფუძნება გარკვეულ იდეოლოგიას, ფონდის წევრები ძირითადად ვეფუძნებით საერთო ღირებულებებს, პირველ რიგში ეს არის ინდივიდუალური თავისუფლება, სეკულარული სახელმწიფო, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ურწმუნო ადამიანების სახელმწიფოს, ეს ნიშნავს იმას, რომ რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თავისუფალი ბაზარი არის საუკეთესო გზა ეკონომიკური წარმატების მისაღწევად და .. თუმცა თვითონ ფონდის წევრთა შორისაც არის აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებზე. იდეოლოგია გარკვეულწილად შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენილი არ იქნება განსხვავებული აზრი. პირიქით, ტელევიზიაში იქნება ფართო სპექტრი მოსაზრებებისა წარმოდგენილი».

როგორ იტანს ეს ჯგუფი განსხვავებულ აზრს, ყველასთვის ცნობილია, თუმცა ერთი იდეოლოგიის ადამიანებს განსხვავება იმაში თუ ექნებათ, კვირაში ერთხელ თუ ორჯერ უნდა შეუტიოს სახელმწიფოსგან გამიჯნულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს, ცხადია, პლურალიზმად ვერ ჩაითვლება. სხვაფრივ, ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების იდეოლოგია რომ სწორედ ის არის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა 1 ოქტომბერს უთხრა უარი, ესეც დღესავით ნათელია.

«სამოქალაქო განათლების ფონდის» 9 ოქტომბერს შეტანილი განცხადება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეკორდულ, 3 დღის ვადაში განიხილა და 12 ოქტომბერს სხდომაზე ლიცენზია გადასცა. გადაწყვეტილების წინააღმდეგ კომისიის მხოლოდ ერთი წევრი _ აკაკი სიხარულიძე წავიდა. პრესაში ითქვა, რომ «სამოქალაქო განათლების ფონდს» ტელეკომპანია «საქართველოს» კუთვნილი კერძო მაუწყებლობის #21, #91 და #99 ლიცენზიები გადაეცა, მაშინ, როცა კომისიის გადაწყვეტილებაში ერთ საერთო ლიცენზიაზეა საუბარი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სიყალბე, რომელიც ამ ბედკრულ სიხშირესა და სამაუწყებლო ლიცენზიას ახლავს, აგერ უკვე 9 წელია. თავად ჩერგოლეიშვილი ამ სიყალბეებზე კარგად რომ არის ინფორმირებული, მისი ერთ-ერთი კომენტარიდან ჩანს: «ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი მყიდველი. თუ «საქართველო» არღვევდა პირობებს, მას უნდა მიეღო გაფრთხილება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო ეჩივლა ან თვითონ კომისიას შეეძლო მიეღო ზომები. ჩვენ ვერ დაგვემუქრება ის, რომ «საქართველო» ოდესღაც არღვევდა ლიცენზიის პირობებს, ჩვენ პირობებს არ დავარღვევთ».

პატრონების არაერთხელ «ნებაყოფლობით» გამოცვლის შემდეგ ტელეკომპანია «საქართველოს» 100%-იანი წილის მფლობელი ასევე «პოლიტიკასთან არანაირად დაკავშირებული» ბიზნესმენი იაგო ჩოჩელი გახდა, რომელიც ამავე დროს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის, ძმა არის. ტელეკომპანია «საქართველო» მაუწყებლობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, სენაკში, საჩხერეში, ასევე გადის სატელიტზე. სწორედ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი «თავისუფლების ინსტიტუტისთვის», რადგან ამ უპირატესობის გარეშე ისინი იმავე პრობლემის წინაშე დადგებოდნენ, როგორიც არჩევნებამდე «მაესტროს» და «მე-9 არხს» ჰქონდათ.

«საქართველო» გახსნის დღიდან თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროსთან. იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო, ტელეკომპანია «საქართველოსა» და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულ სამხედრო და ისტორიულ გადაცემებს ეთმობოდა.

დავით კეზერაშვილმა არჩევნების შემდეგვე იყიდა ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ისა და «მზის» წილები, რომლებიც ორიოდე დღეში იმავე ფასად გაყიდა. ასე იქმნება მითები «კეთილსინდისიერი მყიდველების» შესახებ.

თუმცა დავუბრუნდეთ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომლის მიმართაც ინტერესი არ ცხრება. 35-ე დეციმეტრული სიხშირის ხელიდან ხელში გადასვლის მრავალჯერ მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას კითხვით (როგორც თავად მოითხოვეს, ელექტრონული ფოსტით გავაგზავნეთ შეკითხვა) _ როგორ აღმოჩნდა 35-ე დეციმეტრული სიხშირე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადის, ამჟამად თამარ ჩერგოლეიშვილის საკუთრებაში? ჩვენთვის ცნობილია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი თავად არც ერთი პარტიის  და არც მთავრობის წევრი არ გახლავთ, მაგრამ ის არის ბატონ გიგა ბოკერიას მეუღლე, რომელიც ჯერ ისევ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად რჩება.

გადიოდა კვირები, მაგრამ მარეგულირებელი კომისია პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. ბოლოს ჩვენი შეუპოვრობა, როგორც ჩანს, ძალზედ მომაბეზრებელი აღმოჩნდა. მარეგულირებელი კომისია იძულებული გახდა, პასუხი გაეცა ჩვენს კითხვაზე.

ხატია ყურაშვილი, მარეგულირებელი კომისიის PRმენეჯერი:

_ კანონში წერია, რომ სამაუწყებლო სიხშირის გადაცემის, ანუ გაყიდვის შემთხვევაში, მყიდველმა და გამყიდველმა უნდა მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მისგან მიიღონ წინასწარი თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ დამაბრკოლებელი გარემოებები არ წარმოიქმნება, მაშინ კომისიას უფლება აქვს, დაუკმაყოფილოს მსურველს აღნიშნული მოთხოვნა.

_ ქალბატონო ხატია, ჩერგოლეიშვილის შემთხვევაში დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არსებობდა?

_ «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე. ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული იურიდიული პირი, იურიდიული პირი, რომელიც წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორში რეგისტრირებული ზონაში. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ექვსი ძირითადი მოთხოვნა და მათ თამარ ჩერგოლეიშვილი სავსებით აკმაყოფილებს. ამგვარად, ჩერგოლეიშვილი იურიდიული პირი არ გახლავთ. მოქალაქე ჩერგოლეიშვილს უფლება ჰქონდა, მოემართა და კომისიას უფლება ჰქონდა, დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა.

_ ის ფაქტი, რომ ქალბატონი თამარი გიგა ბოკერიას მეუღლეა, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, არ ითვლება დამაბრკოლებელ ფაქტორად?

_ არა, ანალოგიურ მაგალითს მოგახსენებთ, ბატონი პრემიერის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, ასევე ფლობს ტელეკომპანიას და ეს ფაქტი არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. სხვა საქმეა, მოგვწონს თუ არა ჩვენ ეს კანონი. ამჯერად კი ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ და ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ.

_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 9 ოქტომბერს ჩერგოლეიშვილის წარმომადგენელმა _ გიორგი ფრუიძემ  და «TV საქართველოს» წარმომადგენელმა მოგმართათ ლიცენზიის გადაცემის საკითხზე. ვინ არის გიორგი ფრუიძე?

_ ბატონი გიორგი «სამოქალაქო განათლების ფონდის» დირექტორი გახლავთ, რომლის ერთ-ერთი წევრი თამარ ჩერგოლეიშვილიც არის.

_ რას გვეტყვით იმ ფაქტზე, რომ მათი თხოვნა დაუყოვნებლივ იქნა დაკმაყოფილებული მაშინ, როდესაც სხვა ნებისმიერ კერძო პირს ან ორგანიზაციას ამისთვის რამდენიმე თვე უხდება ლოდინი. ვიდრე მათ თხოვნას განიხილავთ ხოლმე, საკმაო დრო გადის და პასუხიც ხშირად უარყოფითია, რატომ?

_ ადმინისტრაციულ წარმოებას აქვს თავისი ვადები, წერილის შემოტანიდან ერთი თვის ვადაში პირმა, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, უნდა მიიღოს პასუხი. განსახილველად თუ ბევრი წერილია შემოსული, ასეთ შემთხვევაში პასუხი დროში შეიძლება გაიწელოს კიდეც. თუ არ არის ბევრი წერილი, მაშინ ორგანიზაცია ან კერძო პირი პასუხს დაუყოვნებლივ იღებს.

_ როგორც წესი, თქვენი პასუხები ყოველთვის უარყოფითია, ჩორგოლეიშვილის შემთხვევას  როგორ ახსნით?

_ მაშინ დამისახელეთ თუნდაც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც კომისიამ ლიცენზიის გაცემაზე უარი უთხრა კომპანიას, რომელსაც კანონით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით ეკუთვნოდა აღნიშნული ლიცენზია, ხოლო კომისიამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

რა მოთხოვნებს, ვის და როგორ უკმაყოფილებს კომისია, ამაზე ყველაზე უკეთ გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ახალი ფარული აუდიოჩანაწერი მეტყველებს. ამ ჩანაწერში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი «კავკასუს ონლაინის» იურისტებს ესაუბრება. ირკვევა, რომ «კავკასუსი» საკაბელო ტელევიზიის არხებს «პირატულად» ავრცელებს, ჩიქოვანი კი საქმის კურსშია და მათ მფარველობს. ჩანაწერში ასევე ჩანს, თუ როგორ სთავაზობს იგი «კავკასუსს» კანონის დარღვევის სხვადასხვა გზას და საუბრობს იმაზეც, რომ რაკი «მაგთისატს» ამერიკელი დამფუძნებელი ჰყავს, ის ამ საკითხში ვეღარ დაეხმარება «კავკასუსს», თუმცა შეუძლია, რაღაც დოკუმენტები საქმეში უკანა რიცხვით ჩადოს. გთავაზობთ ჩანაწერის სრულ ვერსიას (სტილი დაცულია):

ირაკლი ჩიქოვანი:

«მიუხედავად ჩემი მრავალგზის გაფრთხილებისა, თქვენ მაინც არ შეისმინეთ ჩემი. გაქვთ სერიოზული პრობლემა, რომელზეც ჩვენ უკვე გითხარით. ვერანაირად ვერ გიშველით. 10-11 თვე აყალბებდით. ახლა რომ ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულებები მაქვს და არ მოგცემთ, ბავშვობა ხომ არაა?! რა უნდა გავაკეთო? მოგვადგება, ჩვენ ხო დაგვირხევს მაგარს და მოითხოვს ამ არხების გათიშვას და ვერაფერს ვერ ვიზამ. რას აპირებთ, ხალხნო? რა გავაკეთო, აღარ ვიცი. რამე ხელშეკრულება არ გაქვთ? გადავადებაც ძაან დროებითია. რამდენჯერ გითხარით, ეს თემა აუცილებლად დაიწყეთ. გითხარით, რომ «მაგთი» ამას თავს არ დაანებებს. «სილქნეტი» გავაჩერეთ, ვთხოვეთ. გგონიათ, არ იცის, რა ხდება «სილქნეტმა»? «მაგთის» ვერ გავაჩერებთ.

– 104 არხიდან 59 ხელშეკრულება არაა წარმოდგენილი, ანუ ნახევარზე მეტი.

– როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არაა კომისიის პრობლემა. ესაა ბიზნესის პრობლემა. კომისია აქამდე ჩუმად იყო, ახლა ვერ იქნება. «მაგთიმ» ძალიან კარგად იცის, თქვენ რა გაქვთ. შეიძლება ზუსტად ყველაფერი არ იცის, მაგრამ საკმაოდ ბევრი რამე იცის. დაიწყებს მეთოდურად მოთხოვნებს და სანქცირებებს. სასამართლოშიც ვერ დაგეხმარებით და ვერც ვერავინ დაგეხმარებათ, რადგან მეორე პირი მოვა ამერიკელი, დაჯდება და მოისმენს. დამთავრებულია ყველაფერი. რამხელა ჯარიმებზე აგიყვანთ, იცი? ოფშორიც რო ვიჩალიჩოთ, მოასწრებ მერე ხელშეკრულებების გადატანას? დავუშვათ, მოვიტანეთ რაღაც ოფშორით და ძველი რიცხვით ჩავდეთ, მერე თუ ვერ მოასწარი? იშვიათი შემთვევაა, როცა არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ახლა არის ისეთი სიტუაცია, როდესაც არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო.

ერთი ვიცი, რომ ამ კაცს ბევრი რამე აქვს გაკეთებული. ბევრგან აქვს დარეკილი. ნამდვილად იცის, რომ თქვენ ხელშეკრულებები არ გაქვთ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამისგან ცოტა ზარალი მივიღო.

გაიჭყლიტებით თქვენ. კომისია სჯობს ყველანაირ ვარიანტში სუფთა გამოვიდეს. თქვენ თავს უშველეთ, ძმებო, რა!

თუ რამეს მოასწრებთ, ერთადერთი, ძველი რიცხვით ჩავდებ საქმეში დოკუმენტებს.»

მარეგულირებელი კომისიის მუშაობის სტილი ამ ერთი ჩანაწერიდანაც ჩანს, რამდენად «კანონიერია». ისიც ნათელია, რომ ასეთი სახის ურთიერთობები იყო ჩამოყალიბებული არა მარტო «კავკასუსთან», რომლის ისტორია ცალკე ჟურნალისტურ (და არა მარტო) გამოძიებას იმსახურებს, არამედ ყველა სხვა იურიდიულ პირთან, ვის საქმიანობასაც ირაკლი ჩიქოვანი «არეგულირებდა».

საქართველოს კანონში «დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» მითითებულია: «კომისიონერს და მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვს, ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესები ლიცენზიის მფლობელის მიმართ ან ეკავოთ თანამდებობა ლიცენზიის მფლობელის საწარმოში» (მუხლი მე-14, «ეთიკის ნორმები»).

ჩიქოვანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ 2009 წლის ივნისში აირჩიეს. მანამდე ის ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის გენერალური დირექტორი და აქციათა 30%-ის მფლობელი იყო. ამავე დროს თავის ორ ბიზნესპარტნიორთან _ გიორგი კურცხალიასთან და გიორგი გეგეშიძესთან ერთად ფლობდა და, რაც მთავარია, დღესაც ფლობს ყველასთვის კარგად ცნობილ სარეკლამო კომპანიას «მაგი სტილი».

მას შემდეგ, რაც ირაკლი ჩიქოვანმა «რუსთავი 2»-ის გენდირექტორის პოსტი დატოვა, მისი ადგილი «რუსთავი 2»-ში მისმა მუდმივმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი გეგეშიძემ დაიკავა. გიორგი გეგეშიძე დღეს უკვე ფლობს ორი ტელეკომპანიის _ «რუსთავი 2»-ისა და «მზის» აქციების ათ-ათ პროცენტს. ამ ტელეკომპანიების ვებგვერდზე მითითებულია:

«რუსთავიკერძო კომპანიაა. მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი _ 90% და გიორგი გეგეშიძე _ 10%».

«ტელეკომანია «მზე» კერძო კომპანიაა. მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი _ 90%, გიორგი გეგეშიძე _ 10%».

«მაგი სტილი», რომელსაც გიორგი გეგეშიძე და ირაკლი ჩიქოვანი ერთობლივად ფლობენ, ოდესღაც ცნობილი იყო, როგორც მხოლოდ სარეკლამო და დიზაინერული კომპანია. დღეს იგი დეველოპერულ საქმიანობაშია ჩართული და ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის პატივი სწორედ «მაგი სტილს» ერგო წილად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ირაკლი ჩიქოვანი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ფავორიტი იყო. ცხადია, არც ტენდერი ჩატარებულა და ეს მშენებლობაც ისეთივე გასაიდუმლოებული იყო, როგორც სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციისა. ამავე დროს, «მაგი სტილი» დღემდე სარეკლამო საქმიანობითაცაა დაკავებული, რაც მჭიდროდ უკავშირდება მედიასივრცეს, ანუ სივრცეს, რომლის რეგულირება ჩიქოვანს ევალება. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ფლობს შპს «მაგი სტილი მედიას» საერთო წილის 35%-ს. აღნიშნული კომპანიის წესდებით ამ ორგანიზაციის «საქმიანობის ძირითად საგანს სატელევიზიო რეკლამების მომსახურება და ტელევიზიებში რეკლამების განთავსება წარმოადგენს».

არადა, სწორედ, იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს, დაკისრებული აქვს ვალდებულება, გამოავლონოს სატელევიზიო მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსების ლიმიტის დარღვევის ფაქტები და მოახდინოს მათზე სათანადო რეაგირება (მაუწყებლობის სანქცირება). ცხადია, რომ ირაკლი ჩიქოვანი საკუთარ ფინანსურ ინტერესებს არასოდეს დააზარალებდა.

ფასიანი ტელემომსახურება (საკაბელო ტელევიზია) «ჯიემჯის» მეშვეობით ასევე ირაკლი ჩიქოვანისა და მისი პარტნიორების მიერ კონტროლდება. საკაბელო ოპერატორების მომსახურება «ჯიემჯის» გამოჩენის შემდეგ საგრძნობლად გაძვირდა, ხოლო სარგებელი, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი და მისი ბიზნესპარტიორები იღებდნენ, საკმაოდ სოლიდური გახდა.

თავისი პარტნიორის, გიორგი გეგეშიძის, მეშვეობით ირაკლი ჩიქოვანს გარკვეული ბერკეტი ჰქონდა საიმისოდ, რომ განესაზღვრა «რუსთავი 2»-სა და «მზის» სამაუწყებლო პოლიტიკა, ეკონტროლებინა ამ არხების ფინანსები და სარეკლამო შემოსავლები. როგორ ახერხებდა ამას მარეგულირებელი კომისიის თავმჯდოამარე, ეს «კავკასუსის» იურისტებთან მისი საუბრის ფარული ჩანაწერიდანაც კარგად იკითხება.

ნორმალურ ქვეყანაში ამგვარ «მარეგულირებელს» ქურდი ჰქვია, უფრო სწორად, «კანონიერი ქურდი», რადგან იგი ყველა კანონს სათავისოდ იყენებს და «პალაჟენია» უჭირავს. ჩერგოლეიშვილისა და «თავისუფლების ინსტიტუტისთვის» მაუწყებლობის ლიცენზიის სასწრაფო გადაცემით ეს ქურდი ახალი ხელისუფლების საბოტაჟის პროცესში ჩაერთო და, თუ მას კიდევ დიდხანს აპარპაშებენ საზოგადოებრივი სიკეთის _ საინფორმაციო ველის «რეგულირების» სფეროში, «ქართულ ოცნებას» და ბიძინა ივანიშვილს ისევე გამოაცლიან ხელისუფლებას, როგორც «ობიექტივს» და ირმა ინაშვილს წაართვეს 35-ე არხის ლიცენზია 8 წლის წინ.

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. მახინჯი არსება მახინჯს აუყვანია ხელში და ახლა იწყებენ ერთობლივ მახინჯ საქმეებს. გადამახინჯდით საქრთველოდან, თქვე სატანებო!

  2. მართმადიდებლობის მტრები და ატეისტად მოაზროვნე ხალი ვინ აქა ჩამოთვლილი ფუ ამათი

  3. საქარტველოს და ქარტველების სირცხვილი. ორი ნაძირალააააა.. როგორ არ გისკდებატ მიწა?

  4. როგორც ჩანს ბოკერია გაგებული მასტია.. და თუ პოლიტიკურად ან ფინასურად გვედრში ამოუდექი გაგიგებს და და თავის ცოლს ხელში აგაყვანინებს არ არის არავითარი პრობლემა… და თანაც ჩანს რომ მისი ცოლიც სულს და გულს აქსოვს ასეთ გაგების პროცესში…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here