Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგებს მათთვის განკუთვნილი ნიღბები ცხვირწინ ასწაპნეს

ფრანგებს მათთვის განკუთვნილი ნიღბები ცხვირწინ ასწაპნეს

1336
ფრანგებს მათთვის განკუთვნილი ნიღბები ცხვირწინ ასწაპნეს

“ჩინეთში თვითმფრინავში ჩატვირთვამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკელებმა ორმაგ ფასად იყიდეს ნიღბები, რომლებიც შეკვეთილი ჰქონდათ ფრანგებს თავიანთი საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრებისთვის საფრანგეთში”, _ განაცხადა საფრანგეთის რეგიონის პროვანსი ალპები-ლაჟვარდოვანი სანაპირო საბჭოს პრეზიდენტმა რენო მიუზელიემ.

მიუზელიეს თქმით, რეგიონის ხელისუფლებამ რამდენიმე მილიონი ნიღაბი შეუკვეთა ჩინელ მწარმოებლებს. პროდუქცია გამზადებული იყო საფრანგეთში გასაგზავნად, მაგრამ “ბოლო მომენტში რაღაც მოხდა”.

“დღეს დილით ჩინეთში ჩასატვირთ მოედანზე ფრანგების შეკვეთა ამერიკელებმა გამოისყიდეს ნაღდი ფულით და თვითმფრინავი, რომელიც საფრანგეთში უნდა ჩასულიყო, აშშ-ში გაფრინდა”, _ განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

გაზეთი Liberation-ი დაუკავშირდა მიუზელიეს, მაგრამ მან არ ისაუბრა მომხდარის დეტალებზე, თუმცა გამოცემის წყარომ დაადასტურა ინფორმაცია ამერიკელების მიერ ნიღბების შესყიდვის შესახებ და დასძინა, რომ ამერიკელები სრულიად მსოფლიოში ყიდულობენ ნიღბებს ნებისმიერ ფასად.

“ისინი იხდიან 2-ჯერ მეტს, თანაც ნაღდი ფულით, პროდუქციას არც უყურებენ და ამბობენ: ჩვენ შეგვიძლია, თავს ამის უფლება მივცეთ”, _ განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ ფრანგები ფულს მხოლოდ პროდუქციის მიღების შემდეგ იხდიან. თანაც ამერიკელებს მილიონობით ნიღბის შეძენა სურთ და ამიტომ ევროპელთა შედარებით მოკრძალებული შეკვეთები უკანა პლანზე იწევს.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here