Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპი – რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო...

დონალდ ტრამპი – რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო

430
დონალდ ტრამპი - რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო

რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უნდა აღვნიშნო, რომ ბევრ ქვეყანასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩინეთმა გამოგვიგზავნა ნივთები, რაც შესანიშნავი იყო. რუსეთმა გამოგვიგზავნა რაღაცები, სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. სხვა ქვეყნებმა გამოგვიგზავნეს საგნები, რითაც ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული. ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ საზღვრების ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. საზღვრების არსებობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

30 მარტს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი იყო.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ დიდი ოცეულის ფარგლებში, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის და მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის საერთაშორისო კამპანია აწარმოონ.

„ლიდერებმა ასევე განიხილეს კრიტიკული ორმხრივი და გლობალური საკითხები. პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ გლობალური ენერგობაზრების სტაბილურობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯუდ დირმა.

ავტორი – გივი ბარამიძე

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here