Home რუბრიკები სპორტი რა ელის ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატს იძულებითი პაუზის შემდეგ

რა ელის ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატს იძულებითი პაუზის შემდეგ

რა ელის ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატს იძულებითი პაუზის შემდეგ

ევროპის 5 საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში ჩემპიონატი შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. როგორ შეიძლება გადარჩეს ჩემპიონატები, რომელთა განახლებაც უახლოეს პერიოდში ძნელი სავარაუდოა?

რა ელის ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატს იძულებითი პაუზის შემდეგ

გერმანია

ჩემპიონატი გადადებულია 2 აპრილამდე.

ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და საფეხბურთო ფუნქციონერებს შორის ინფიცირებულნი არიან: ტიმო ჰუბერსი, იანის ჰორნი (ორივე “ჰანოვერი”, მეორე გუნდი) ფაბიან ნიურნბერგერი (“ნიურნბერგი”, მეორე გუნდი). დარჩენილია 9 ტური (ორ გუნდს სათამაშო აქვს 10-10 მატჩი).

მდგომარეობა ჩემპიონატში:

1. “ბაიერნი” (მიუნხენი) _ 55 ქულა;

2. “ბორუსია” (დორტმუნდი) _ 51;

3. “ლაიფციგი” _ 50;

4. “ბორუსია” (მიონჰენგლადბახი) _ 40;

5. “ბაიერნი” (ლევერკუზენი) _ 47;

6. “შალკე” (გელზერკირხენი) _ 36.

გერმანიის ჩემპიონატში დაძაბულია არა მხოლოდ ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის, არამედ ევროთასებზე მონაწილლეობისა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

ამიტომ გერმანელებისთვის უკეთესია, თუ დაასრულებენ ჩემპიონატს, მით უმეტეს, რომ ისინი ამას ორ თვეში თავისუფლად მოახერხებენ.

ესპანეთი

ესპანეთი

ჩემპიონატი გადადებულია გაურკვეველი ვადით.

ინფიცირებულები არიან მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და საფეხბურთო ფუნქციონერებს შორის: მარტინ ორტეგა (“ლეგნესის” გენერალური დირექტორი). ეზეკიელ გარაი, გაია და მანგალა (სამივე “ვალენსია”). გარდაიცვალა მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.

დარჩენილია 11 ტური.

მდგომარეობა ჩემპიონატში: 1. “ბარსელონა” (ბარსელონა) _ 58 ქულა;

2. “რეალი” (მადრიდი) _ 56;

3. “სევილია” _ 47;

4. “რეალ სოსიედადი” _ 46;

5. “ხეტაფე” _ 46;

6. “ატლეტიკო” _ 45.

ესპანელები თავგამოდებით ცდილობდნენ ვირუსის აფეთქების ევროპულ კერაში მყოფ იტალიელებთან კონტაქტისგან თავის დაცვას (არ სურდათ, “რომას” თვითმფრინავის შეშვება ესპანეთის საჰაერო სივრცეში, არც აპენინის ნახევარკუნძულზე ჩასვლას აპირებდა “ხეტაფე”), მაგრამ მათ თავი ვერ დაიხსნეს ვერაგი დაავადებისგან.

რადგან ესპანეთის პრიმერადივიზიონში უკვე არის საკმაოდ დიდი სხვაობა (თითქმის 10 ქულა), გრანდების ჩვეულ დუეტსა ( “ბარსელობა”-”რეალი”) და მდევართა შორის, ფორს-მაჟორული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის შეიძლება გაიმართოს ფინალური ფლეი-ოფი 2 ან, სჯობს, 3 გამარჯვებამდე. აი ეს იქნებოდა ნამდვილი ფიესტა ესპანელი (და არა მხოლოდ) გულშემატკივრებისთვის. რანგით შემდეგი 4 ან 6 კლუბი კი ევროპის ჩემპიონთა და ევროპის ლიგების საგზურებისთვის გამართავდნენ ტურნირს ან ფლეი-ოფებს.

ინგლისი

ინგლისი

ჩემპიონატი შეჩერებულია 4 აპრილამდე.

ინფიცირებულები არიან ფეხბურთელთა, მწვრთნელთა და საფეხბურთო ფუნქციონერთა შორის:

კალუმ ჰადსონოდოი (“ჩელსი”), მიკელ არტეტა (“არსენალი”).

დარჩა 9 ტური (ზოგიერთ გუნდს სათამაშო აქვს 10 მატჩი).

მდგომარეობა ჩემპიონატში:

1.“ლივერპული” _ 8

2; “მანჩესტერ სიტი” _ 57;

3. “ლესტერი” _ 53;

4. “ჩელსი” _ 48;

5. “მანჩესტერ იუნაიტედი” _ 45;

6. “ვულვერჰემპტონი” _ 43.

მსოფლიო სპორტში (და არა მხოლოდ) შექმნილი ვითარება შეიძლება ტრაგიკულად აისახოს ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატზე. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ რომელიღაც საფეხბურთო ფუნქციონერს თავში გაუელვებს აზრი სეზონის შედეგების გაუქმების შესახებ _ ეს ხომ “ლივერპულისთვის” საშინელი კოშმარი იქნება. ამ კლუბმა ინგლისის ჩემპიონატი ბოლოს 1990 წელს მოიგო. ამ სეზონში კი დიდი უპირატესობით მიიწევდა ჩემპიონის ტიტულისკენ და უსამართლობა იქნება, თუ შედეგებს გააუქმებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ უეფამ “მანჩესტერ სიტის” აუკრძალა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა, რამდენიმე გუნდს შორის (“ლივაერპულისა” და “სიტის” გარდა) შეიძლება ჩატარდეს ტურნირი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებაში მონაწილეობისთვის. ჩემპიონობა კი “ლივერპულს” უნდა მიაკუთვნონ.

იტალია

იტალია

ჩემპიონატი შეჩერებულია 3 აპრილამდე.

ინფიცირებულები არიან ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და საფეხბურთო ფუნქციონერებს შორის: რუგანი, მატუიდი, დიბალა (ყველა “იუვენტუსი”) გაბიადინი, კოლი, ეკდალი, ლაგუმინი, ტორსბიუ,დეპაოლი და ბერეშინსკი (ყველა “სამპდორია”). პესელია, კუტრონე და ვლახოვიჩი (ყველა “ფიორენტინა”). ცაკანი (“ვერონა”).

დარჩენილია 12 ტური (ზოგიერთ კლუბს სათამაშო აქვს 13 მატჩი).

მდგომარეობა ჩემპიონატში:

1.“იუვენტუსი” (ტურინი) _ 63 ქულა;

2. “ლაციო” (რომი) _ 62;

3. “ინტერი” (მილანი) _ 54;

4. “ატალანტა” (ბერგამო) _ 48;

5. “რომა” _ 45.

სპეციალისტების შეფასებით, სერია A-ს მატჩები შეიძლება მხოლოდ მაისის ბოლოს გაიმართოს, თუკი, საერთოდ, შეძლებენ ტურნირის განახლებას. “ლაციო” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება “იუვენტუს”, “ინტერი” კი ტურინში “იუვენტერთან” გამარჯვების შემთხვევაში 6 ქულამდე შეამცირებდა ჩამორჩენას. ლიდერთან შესანიშნავად თამაშობდა ბერგამოს “ატლანტა” _ 70 გოლი 25 მატჩში.

ასეთი საინტერესო ჩემპიონატი აპენინის ნახევარკუნძულზე, კარგა ხანია, არ ყოფილა. იტალიის ჩემპიონის გამოსავლენად 8 კლუბს შორის შეიძლება მოეწყოს ფლეი-ოფები და გამარჯვებული ასე გამოვლინდეს.

საფრანგეთი

საფრანგეთი

ჩემპიონატი გადადებულია გაურკვეველი ვადით.

დარჩენილია 10 ტური (ორ გუნდს სათამაშო აქვს 11-11 მატჩი).

მდგომარეობა ჩემპიონატში:

1. პსჟ _ 68 ქულა;

2. “მარსელი” _ 56;

3. “რენი” _ 50;

4. “ლილი” _ 49;

5. “რეიმსი” _ 41;

6. “ნიცა” _ 41.

საფრანგეთში, საბედნიეროდ, ჯერჯერობით არავინ არის ინფიცირებული ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის, მაგრამ ფრანგებმა ჩემპიონატი მაინც შეაჩერეს, რადგან წინ ჰქონდათ იტალიის მაგალითი. საფრანგეთის ჩემპიონატში ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ შეიძლება მისი ასეთი შედეგით დასრულება, რადგან აშკარაა, პსჟ-ს ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here