წუთით (გნებავთ, ერთი საათით) დავფიქრდეთ: რას აწარმოებს საქართველო ისეთს, რაც ადამიანებს ყოველდღიურად საარსებოდ სჭირდებათ (რა თქმა უნდა, საკვებს ვგულისხმობთ)? _ პირველ რიგში, ეს არის “პური ჩვენი არსობისა”, რომელიც შემოტანილი ხორბლით მზადდება და ამ შემთხვევაში, ექსპორტზე 98%-ით ვართ დამოკიდებული, ანუ მთლიანად შემოტანილი ხორბლის იმედზე ვართ; ბოსტნეული, რომელიც საკმარისი არ არის და, ძირითადად, ირანიდან ვეზიდებით; ხორცპროდუქტები, რომლებიც ძალიან ძვირია და ამიტომ გაყინული და იაფი შემოგვაქვს; კვერცხი და ქათამი, რომლითაც ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 17%-ით უზრუნველგვყოფს; და თევზეული, რომელიც თითქმის ასი პროცენტით იმპორტირებულია.
მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული წარმოების მხოლოდ კუჭი გვაქვს. ზემოაღნიშნული ციფრებისა და რეალობის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია მოსახლეობის შეშფოთება და პანიკა იმაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში ვითარება არ შეიცვლება და სურსათის შემოტანას საფრთხე დაემუქრება. ვიცით ხელისუფლების პოზიცია, ვიცით: არანაირი პრობლემა არ არსებობს, მარაგი საკმარისზე მეტია და აგერ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, ლარსთან ათასი ტრაილერი დგას სურსათით დატვირთული და ისინი მხოლოდ იმას ელოდებიან, ჩამოწოლილ ზვავს გზიდან როდის გადახვეტავენ, საქართველოში რომ შემოვიდნენო.
არ ვაპირებთ არანაირი პანიკის დათესვას, მაგრამ მოვლენებს საღი გონებით შევხედოთ. ავიღოთ იტალია, საიდანაც საქართველოში დიდი ოდენობით მაკარონი შემოდიოდა. აპენინის ნახევარკუნძულზე დღეს ყველაფერი გაჩერებულია. გაჩერებულია იმ დონეზე, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად ვენეციის არხებში თევზები და დელფინები გამოჩდნენ. არ მუშაობენ საწარმოები და ფუნქციონირებს მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, საფინანსო ორგანიზაციები და, რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავი სტრუქტურები. ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ და მათ პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ. ყველასთვის მარტივი ასახსნელია, რომ 24 საათით შინ გამოკეტილ იტალიას თავისი მარაგი საკუთარი მოსახლეობისთვის სჭირდება, რადგან არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება კრიზისი და როდის ამუშავდება ქარხნები. ამიტომ მხოლოდ საქართველოს კი არა, იტალიის მთავრობა ყველას უარს ეუბნება პროდუქტის მიწოდებაზე, იმ პროდუქტის, რომელიც მისი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომელსაც ამ ეტაპზე არ აწარმოებს.
ანალოგიური ვითარებაა სხვა ქვეყნებშიც. გაჩერებულია ყველაფრის შემოტანა, რაც ჩინეთიდან შემოდიოდა და გაჩერებული რომც არ იყოს, ლამის 2-მილიარდიან ჩინეთს თვითონ სჭირდება კვება და ამიტომ ხარისხიან თუ უხარისხო ნაწარმს ქვეყნის გარეთ არ უშვებს. ამერიკამ ევროპისთვის საზღვრები ჩაკეტა, არ სჭირდებათ ოკეანის გაღმელი ევროპელები და, შესაბამისად, არ სჭირდებათ საქართველო. ყველა ქვეყანა თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული და სულ არ აინტერესებს, რა ხდება მეზობლად _ სხვა ქვეყანაში უჭირთ თუ ულხინთ. თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვითომდა უწყინარი ფრაზა ავიღოთ: “ჩვენ კრიზისის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ, ამიტომ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის…” მაკრონმა ამით ყველას მიანიშნა, რომ საფრანგეთს სხვისთვის არ ეცლება, თავისი მოსახლეობა ჰყავს მისახედიო.
საქართველოში ვარგისიანობის მოკლე ვადის მქონე პროდუქტის მარაგი ყოველთვის მცირე იყო და ახლაც არ იქნება გრანდიოზული. რაც შეეხება ბურღულეულსა და კონსერვებს, ისინი კომპანიებს საწყობებსა და მაღაზიებში აქვთ შეტანილი. მივცეთ ფანტაზიას გასაქანი: წარმოვიდგინოთ, რა ოდენობის მარაგი შეიძლება იყოს საქართველოში, რა მოცულობის საწყობებია საზოგადოდ და ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვექნება _ საუკეთესო შემთხვევაში, მარაგი სამ თვეზე მეტ ხანს არ გვეყოფა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ არ განახლდება ტვირთბრუნვა და არ ამოისუნთქავენ ის ქვეყნები, რომლებიდანაც პროდუქტი შემოგვქონდა, ვრჩებით საკუთარი თავის იმედად. ისიც ვთქვათ, რომ ევროპაში სახლში გაშვებულ თანამშრომლებს კომპანიები ხელფასს მაინც უხდიან და საქართველოში რამდენ ხანს მოახერხებენ კერძო სტრუქტურები უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის ჯამაგირის გადახდას, არავინ იცის. თუ ბიზნესმა არ იმუშავა, ფინანსურ რესურსს ისიც ამოწურავს და ხელფასს ფიზიკურად ვერ გადაიხდის. ზევით “პური ჩვენი არსობისა” და რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის ოდენობა ტყუილად არ გვიხსენებია. ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკას სწორედ ჩრდილოელი მეზობლის წყალობით უდგას სული; იმ მეზობლის, რომელსაც მუდმივად ვაკრიტიკებთ და ვებრძვით; სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი ოდენობა საქართველოში ადამიანთა ერთ კატეგორიას ახარებს. გავუსწოროთ თვალი რეალობას _ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში საქართველო ვერ იქნება ევროპისა და ამერიკის იმედად (მათ ერთმანეთსაც ზურგი აქციეს), საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გაივლის. ახლა ის ვთქვათ, არის თუ არა რუსეთი მზად იმისთვის, რომ საყოველთაო კრიზისის ფონზე საქართველო წამოიკიდოს და ათრიოს. ჩრდილოელი მეზობლისთვის დღევანდელი სიტუაცია უცხო ნამდვილად არ არის, რადგან რუსეთს ამერიკამ და ევროპამ, წლებია, სანქციები დაუწესეს და ეს ქვეყანა კრიზისში ცხოვრებას მიჩვეულია, უფრო ზუსტად, სანქციების ფონზე ცხოვრებას და, რაც დღეს ხდება, არაოფიციალური სანქციები და აკრძალვებია.
ჰოდა, ახლა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, საყოველთაო ისტერიკის ფონზე ისევ ლანძღოს რუსეთი და მასთან დიალოგზე უარი თქვას თუ კეთილი ინებოს და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა და თანამშრომლობის წინადადებით მიმართოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ალტერნატივას ვერ შესთავაზებს საქართველოს, რადგან მათ უკვე გასაგებად თქვეს, რომ, საქართველოსთვის კი არა, ერთმანეთისთვის არ სცალიათ და არ აპირებენ, თავიანთი მარაგები “სტრატეგიულ პარტნიორებს” გაუნაწილონ. ეს სიტყვებიც _ “სტრატეგიული პარტნიორი” _ უკვე სასაცილოა და იმ საპნის ბუშტივით გასკდა, რომელსაც წლებია, “დასავლელი მეგობრები” ბერავენ და ჩვენც ტყუილებით გვასაზრდოებენ.
სხვათა შორის, რუსეთში წელს ხორბლის უპრეცედენტო მოსავალს ელიან. ეს იმიტომ, რომ ხორბლის ექსპორტით ქვეყანა უზარმაზარ ფულს შოულობდა და მსოფლიოს სამ უდიდეს ექსპორტიორთა შორის იყო. ჰოდა, ხორბლის რეკორდული მოსავლის გამო, დღეს არსებული სიტუაციის ფონზე, რუსეთთან დამეგობრება და ერთ ნავში ყოფნა ყველას მოუნდება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამერიკას რომ დასჭირდეს, თავის ელჩებსა თუ დესპანებს მუხლებზე დააჩოქებს პუტინის წინაშე. ევროპაც ხოხვით მივა კრემლის კარზე, მაგრამ, ამასთანავე, იგივე ამერიკა და ევროპა საქართველოს და მის დარ ქვეყნებს აიძულებენ, რუსეთს ისევ აგინონ. რატომ? _ ორი მიზეზის გამო: პირველი და მთავარი მიზეზი იქნება ის, რომ თვითონ მეტი შეხვდებათ; და მეორე _ ნებისმიერ დროს აგვარევინებენ სიტუაციას და შემდეგ რუსეთთან სარფიანად ივაჭრებენ, ოღონდ ჩვენს ხარჯზე.
ახლა ამერიკისა და ევროპის დაკრულზე ცეკვის დრო არაა, ახლა საქართველოს მოსახლეობის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დევს სასწორზე და, თუ დღეს არ დევს, ხვალ და ზეგ დაიდება. ამას ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები და უარესისთვის ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გვამზადებს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ხორბლისა და სხვა პროდუქტების შემოტანის თაობაზე, რადგან ჩრდილოელ მეზობელს აუცილებლად დაუდგება რიგი და ისე არ მოხდეს, ამ რიგში ბოლო სწორედ საქართველო აღმოჩნდეს. პოლიტიკოსებს კი ვეტყვით, რომ რუსეთთან საუბარი “არ ტეხავს” და ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია გითხრათ, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთს აუცილებლად დაელაპარაკება, აუცილებლად შეეცდება, მისგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს. თუნდაც სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება, ლარსთან ათასი ტრაილერი დგასო, მრავლისმთქმელია. ის ტრაილერები საიდან მოდიან, კი გეცოდინებათ და ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ ჩვენი სასიცოცხლო არტერია სწორედ რუსეთზე გადის.
ჰო, ისიც ვთქვათ, რომ სამედიცინო სფეროში რუსეთი უკანასკნელ პოზიციებზე ნამდვილად არ არის და იმ საჭირო მედიკამენტების შემოტანა, რომლებიც არ გვყოფნის, რუსეთიდან მარტივად შეიძლება. საამისოდ კი საჭიროა პოლიტიკური ნება და რუსეთთან დიალოგის დაწყება. გვერწმუნეთ, დამშეული ხალხი არ შეგეკითხებათ, საიდან შემოდის პროდუქტი და არც რუსეთიდან შემოტანის წინააღმდეგ წავა. მაგალითისთვის ავიღოთ ხორბალი, ის ხორბალი, რომლითაც “პური ჩვენი არსობისა” ცხვება და რომლის 90%, წლებია, რუსეთიდან შემოგვაქვს.
ბესო ბარბაქაძე
P.S. წერილი უკვე მზად იყო, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ ლარსთან სურსათით დატვირთული ტრაილერებისთვის გზა ჩამოწოლილი ზვავისგან გაიწმინდა და ისინი საქართველოში შემოვიდნენ.
გულისამრევი,რუსულიდან გადმოქართულებული წერილია.საკამათოდაც არ ღირს.
საკამათოდ? დარწმუნებული ვარ წაკითხვაც არ ღირს!!! ამ სიტუაციაში ვინმეს ამ ტროლებზე ნერვების დახარჯვის თავი აქვს?!
+++++++,,უნივერსალური ანალიზი და ჭეშმარიტად ადექვატური
შეფასებაა”!!!სხვა გზა ნამდ ილად არ არსებობს”!!ასე გონივრული
გააზრება და წინდახედულობა’/დღევანდელ-ბევრ დილეტანტ.
სამწუხაროდ’არ გააჩნიათ”!!!/ძალიან დიდი-სერიოზული
დაფიქრებაა საჭირო!!!სრულებიტ გეთანხმებით!!!ახალმა
საღად მოაზროვნე ‘მართლაც განათლებულმა’წიგნიერმა
თაობამ!!!…უნდა იფიქროს ამაზე!!!კარის მეზობელი…ბოლო
ბოლო,ქრისტიანმართლმადიდებელი ქვეყანაა!!!საჭიროა
მოლაპარაკება,ძმური მეგობრული!!!ერტსულოვნება!!!…
ევროპას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია,,ჩვენი ქვეყნის პრობლ…იიი
ამას ვინც ვერ ხედავს…მაგის გონებადაბინდულობაც’მისა-
ხედი და სამკურნალოა!!!…მართალი და კეთილი ძალები’
,,ვფიქრობ გაერთიანდებიან”ღვთისწყალობით”!!!!
,,ღმერტმა ქნას”+++++/,,ჩვენტან არს ღმერთი”+
ეს რა, გვაშინებთ თუ, რა ხოხვით მივიდეეთ, აბსურდია რაღაც, არტერია არა ვენა…
ეტყობა ავტორს ეს სტატია მშიერ გულზე აქვს დაწერილი
Imedia gmerti kvelafers daalagebs tavis adgilze….dideba ufals.
მთლიანად ვეთანხმები სტატიის ავტორს. მხოლოდ უტვინო ურაპატრიოტები ზვიად ძიძიგურისა და ნოდარ ნათაძის მეთაურობით ვერ გაუგებენ ბ–ნ ბესო ბარბაქაძეს და საღად მოაზროვნე სხვა ქართველ პოლიტიკოსებს. რუსეთთან ძველი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენა კვლავ დაგვაყენებდა ფეხზე და აგვაცილებდა ბევრ ეკონომიკურ და პოლიტიკური ხასიათის საფრთხეებს.
მოეშვას რუსეთი საქართველოს მიმართ იმპერიული პოლიტიკის გატარებას და ყველაფერი დალაგდება. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს.