Home რუბრიკები პოლიტიკა “რჩება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი სახელმწიფოებს სჭირთ და არა ადამიანებს”

“რჩება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი სახელმწიფოებს სჭირთ და არა ადამიანებს”

“რჩება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი სახელმწიფოებს სჭირთ და არა ადამიანებს”

რა არის კორონავირუსი, საიდან მოდის და რა მიზნით _ ინფორმაციული საფრთხობელა თუ საშიში დაავადება; ხომ არ ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება პანდემიამდე დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან სხვა რამეზე გადაიტანონ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ ახალ კორონავირუსზე უამრავი ვერსია განიხილება: საიდან გაჩნდა, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა, უკავშირდება პოლიტიკას თუ მართლა ქაოსურად გაჩენილი ვირუსია და ა.შ. როგორც პოლიტოლოგი, ყველა თემას დავახარისხებ და ისე განვიხილოთ.

ვისაუბროთ ფაქტებზე. ფაქტი კი ისაა, რომ დედამიწა მოიცვა კორონავირუსის თემამ და არა თვითონ ვირუსმა. მართალია, ვირუსი არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის მასშტაბი, რომ აპოკალიფსად ჩაითვალოს და დედამიწის დამღუპველად მოგვევლინოს, თუმცა მასთან ხუმრობაც არ შეიძლება

ვირუსის ერთი მხარეა სამედიცინო მხარე, გასარკვევია, ეფექტიანად თუ მიმდინარეობს ბრძოლა მის წინააღმდეგ და სწრაფად მოხდება თუ არა ვაქცინის შექმნა. არის მეორე მხარე _ კრიმინალური, რომელიც გამოძიების საქმეა. უნდა გაირკვეს, სად და როგორ წარმოიშვა; წარმოიშვა თუ არა მართლაც უჰანში; არის კიდევ ერთი რამ გასარკვევი _ ვირუსი გავრცელდა შემთხვევით თუ განზრახ. ვირუსის თანმდევია პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და რა ეფექტი აქვს ამ პროცესებს ამ მომენტისთვის. არის ასევე უამრავი შეკითხვა _ რას ემსახურება ვირუსის გავრცელება? როგორ მუშაობს მასმედია? იმართება ჟურნალისტების საქმიანობა თუ ქაოსური მდგომარეობაა?

არის იმის კვალი, რომ მიმდინარე პროცესები რაღაცას ემსახურება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვირუსი სპეციალურად არის შექმნილი. არის ვერსიაც, რომ ვირუსი ამერიკაში გაჩნდა. მარტის დასაწყისში გავრცელდა ჩინელი დიპლომატისტვიტი”, რომელშიც ამტკიცებს, რომკოვიდ-19” არა ჩინეთის პროვინცია უჰანში, არამედ უფრო ადრე გაჩნდა შეერთებულ შტატებში.

შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ვინმეს სურდეს, რადგან არიან მსოფლიოში ისეთი ძალები, რომლებსაც ხელს აძლევთ ქაოსი.

_ შესაძლოა, რომ ეს ვირუსი, თუკი მართლა ამერიკიდან წამოვიდა, ტრამპის წინააღმდეგ იყოს შემოგდებული გლობალისტების მიერ? ვიცით, რომ ამერიკის პრეზიდენტსა და მის ეკონომიკურპოლიტიკურ პროგრამას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

_ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ, რაც უნდა ჩაეფიქრებინათ ტრამპის მტრებს, ამ ვითარებაში ამერიკის პრეზიდენტი არათუ დასუსტებული, პირიქით _ გაძლიერებულია. დემოკრატიული პარტია, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინათ ტრამპს იმპიჩმენტს უწყობდა, დღეს ამერიკის პრეზიდენტს აძლევს განსაკუთრებულ უფლებებს. აი, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსი ტრამპს ვერაფერს დააკლებს.

_ დიდძალი თანხა გამოყვეს ევროპამ და ამერიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ თანხებით ისინი სხვადასხვა ქვეყანას დაეხმარებიან, მაგრამ მათ შორის საქართველო ნახსენები არ არის

_ ნამდვილად ასეა, საქართველოს არავინ ეხმარება. ჟურნალისტმა ბექა კვიციანმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის ამერიკის კონგრესმენ კინზინგერს მიმართავს, იმ კინზინგერს, რომელიც ჩვენს მთავრობას შენიშვნებს აძლევდა. ჟურნალისტი წერს: სად ხართ? რატომ არ ჩანხართ? რატომ არ გვიჭერთ მხარს? რატომ არ ამბობთ კეთილ სიტყვებს საქართველოს მიმართ, ქვეყნის, რომელიც, ავად თუ კარგად, ვირუსის ლოკალიზებას ახერხებს? თუ თქვენ ასეთი მოყვარული ხართ საქართველოსი, რატომ არ სვამთ კონგრესში საკითხს, რომ საქართველოს, რომელმაც ყველა გზა ჩაკეტა და ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია, დაგვეხმაროთ?”

ევროკავშირმა თანხები გამოყო ვირუსთან საბრძოლველად, მაგრამ ევროკავშირის წევრ იტალიას რეალური დახმარება არ მიუღია. გერმანიამ შეაჩერა იტალიის (და არა მხოლოდ იტალიის) მიმართულებით ტექნოლოგიებისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენება. წარმოგიდგენიათ?! გერმანიამ იტალიას, რომელსაც დახმარება ასე სჭირდება, მედიკამენტები არ გაუგზავნა.

ევროკავშირი, ევროკომისია, რომლებიც უდიდესი ამბიციებით გამოირჩევიან, ცხვირს ჰყოფენ ყველაფერში, გვიწესებენ რეგულაციებს, რომელთა გამოც ჩვენი პროდუქტები ვერ შედის ევროპის ბაზარზე. ვითომ თავის მოსახლეობას უფრთხილდებიან, მაგრამ სადაა ეს რეგულაციები ახლა, რატომ არ მოქმედებს იტალიაში, რატომ არ უფრთხილდებიან იტალიელ ხალხს? მემარჯვენე პოლიტიკოსი, ევროსკეპტიკოსი მატეო სალვინი, რომლის გულშემატკივარიც ნამდვილად არ ვარ, ამბობს: იტალიას დახმარება სჭირდებოდა და სანაცვლოდ სილა მიიღოო. ერთადერთი “დახმარება”, რომელიც ევროპიდან მოვიდა, არის ის, რომ გამოიწვიეს საფონდო ბაზრის კრახი. თავისი დანაზოგებიდან იტალიამ 68 მილიარდი ევრო დაკარგა.

აი, ეს რეალობაა ევროპაში. ევროპაში ერთმანეთის მიმართ არანაირი სოლიდარობა არ აქვთ. შთაბეჭდილება რჩება, რომ კორონავირუსი სახელმწიფოებს სჭირთ და არა ადამიანებს.

იტალიას დახმარება გაუწია ჩინეთმა _ 31 ტონა ტვირთი გაუგზავნა, ასევე ჩავიდა ექიმების ჯგუფი. იტალიის დასახმარებლად დაწყებულ ჰუმანიტარულ აქციაში რუსეთიც ჩაერთო _ ყველა საჭირო ტვირთი ჩაიტანეს, ჩავიდნენ პროფესიონალი რუსი ექიმებიც, რომლებიც წინა ხაზზე იქნებიან განსაკუთრებით დასნეულებულ რეგიონებში. ასე რომ, იტალიის მეგობრები მხოლოდ ჩინეთი და რუსეთი აღმოჩნდნენ. კარგი გამოთქმაა: “მეგობრები გასაჭირში შეიცნობიან”. ჩვენ უკვე ვიცით, ვინ არის ჩვენი მეგობარი _ რამდენიმე დღის წინათ ლარსიდან შემოვიდა ტრაილერები და ჩვენი ქვეყნის მაღაზიებში დაცარიელებული დახლები ლარსის გავლით რუსეთიდან შემოსული პროდუქტებით გაივსო. რუსმა მეცნიერებმა უკვე გაშიფრეს ახალი კორონავირუსის გენი და ვაქცინის გამოცდის პირველი ეტაპიც წარმატებით დაასრულეს.

_ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აუცილებელი იყო საგანგებო რეჟიმზე გადასვლა თუ ხელისუფლება გლობალისტებს აჰყვა და იმეტიჩრა?

_ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად იყო მეტიჩრობა, არ მომეწონა ფორმაც, რა ფორმითაც გამოცხადდა. პრემიერმა განაცხადა, რომ შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო რეჟიმს მოჰყვა, ეხება ეკლესიასაც. სამწუხაროა, რომ ვიღაც თავს ეკლესიაზე მაღლა აყენებს. საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას ბიძინა ივანიშვილი განკარგავს, რომელიც ახლა დამალულია.

_ საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა ბელარუსმა, სხვათა შორის, არც ინგლისმა და სხვა ბევრმა ქვეყანამ

_ საგანგებო მდგომარეობა მოიცავს შეზღუდვას ყველაფერში. პრემიერმა თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არჩევნებს და ა.შ. საგანგებო მდგომარეობა ჩვენს გაგებაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ ყველა წავედით მაღაზიებში პროდუქტების მოსამარაგებლად. მართლა ვერ გავიგე, რატომ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. შესაძლოა, ეს იყო პოლიტიკური მანიპულაცია, ხელისუფლება უყურებს და ელოდება, რას იტყვის ოპოზიცია. ჩვენი ექიმებიც, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ, სერიოზული წნეხის ქვეშ არიან. ამ პროცესშია ჩართული მასმედიაც და არა მხოლოდ ქართული, სრულიად მსოფლიოს მედიაა ჩართული ამ ინფორმაციულ გნიასში.

ვირუსის შესახებ ყველა ინფორმაცია სრულიად მსოფლიოს მასშტაბით ლაივრეჟიმში მიმდინარეობს და სრული სტატისტიკა ვრცელდება, რომელიც ისტერიკას ქმნის. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სწორედ ამ ისტერიკის წინააღმდეგ გაილაშქრა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საზღვრების დაკეტვის თაობაზე სავსებით საკმარისი იყო ვირუსის შესაჩერებლად და არ იყო საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დააზარალებს ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს. დაზარალდება ტრანსპორტის ბიზნესი, სასტუმროები, რესტორნები, სპორტული ობიექტები, სალონები და .. რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ყველაზე ძალიან იზარალებს წვრილი ბიზნესი, .. რიგითი, უბრალო ადამიანი, რომელმაც, ლუკმაპური რომ იშოვოს, ყოველდღე რაღაც უნდა აკეთოს. მისი ერთი დღით გაჩერება იმას ნიშნავს, რომ მეორე თუ არა, მესამე დღეს პურის ფული აღარ ექნება.

ზარალი სერიოზულად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც. ახლა კრედიტის აღებას აპირებენ სავალუტო ფონდიდან, რადგან საქართველოს ბელარუსისგან განსხვავებით წარმოება არ აქვს. ლუკაშენკო ხალხს მუშაობისკენ მოუწოდებს, მას ქვეყანაში ფაბრიკა-ქარხნები აქვს, კოლმეურნეობები აქვს, ქვეყანას შემოსავალი აქვს. ჩვენ კი არაფერი გაგვაჩნია და ყველა სფერო აღმოჩნდება კრახის პირას. ეკონომიკის მინისტრს ძალიან არ უნდოდა ჩინეთთან მიმოსვლის ჩაკეტვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა ქვეყანას. მინისტრმა იცოდა, როგორ მძიმედ დააწვებოდა ჩვენს ეკონომიკას გზების ჩაკეტვა.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რა არის მთავრობის უდიდესი შეცდომა. 24 თებერვალს დავწერე მიმართვა მთავრობისადმი, რომელშიც ვამბობდი, რომ სასწრაფოდ უნდა დაეკეტათ გზა იტალიის მიმართულებით. ირანში ვირუსი რომ გავრცელდა, ატყდა ერთი ამბავი, _ ჩაკეტეთ გზაო და სწორიც იყო, მაგრამ არხეინი იყო დამოკიდებულება იტალიის მიმართ. ახლა ცხადი შეიქნა, რომ ევროკავშირის მიმართულებით უსწრაფესად უნდა აგვეკრძალა მიმოსვლა. 5 მარტს ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ გზების ჩაკეტვის აუცილებლობა არ არისო, მაგრამ 6 მარტს ჩვენი ინფექციონისტების ძალისხმევით მაინც აიკრძალა მიმოსვლა. აი, სწორედ 24 თებერვლიდან 6 მარტამდე მოხდა ვირუსის გავრცელება საქართველოში. ასეთი ფაქტები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ ბლოკავდა იტალიასთან მიმოსვლის აკრძალვას მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარე “შავმა კაცმა” არ თქვა, დაკეტეთო. ახლაც მის სიტყვებს უსმენენ და ევროპისკენ იყურებიან, ნაცვლად იმისა, რომ მიბაძონ კორეას, იაპონიას, რუსებს არ ვახსენებ, ეს “აკრძალულია”.

“კორონამ” ერთი კარგი რამ გააკეთა _ ხალხს აგრესია აქვს ევროპა-ამერიკის მიმართ, ტაშს უკრავენ რუსეთს, რომელიც ეხმარება იტალიას და ყველას, ვინც ევრაზიულ სივრცეშია.

_ მაინც როგორ ფიქრობთ, ამ ბაკქანალიაში უფრო მეტი ინფორმაციული ხმაურია თუ ვირუსი მართლაც ძალიან საშიში და ვერაგია?

_ ეპიდემია არის, საფრთხეც, მაგრამ რეაქცია გაზვიადებულია. ეს ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც დიდხანს გაგვყვება, ადამიანებს ერთმანეთს დააშორებს, ჩავიკეტებით…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here