Home რუბრიკები სპორტი დიადი გრეტცკი

დიადი გრეტცკი

უეინ გრეტცკი

იმ პერიოდში, როცა თითქოს ჰოკეიში აღარ იყვნენ ვირტუოზები, რამდენიმეს გარდა, უცებ გამოჩნდა არც ისე მაღალი და მხარბეჭიანი ჯადოქარი უეინ დუგლას გრეტცკი, რომელმაც ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში (NHL) შეიტანა მანამდე უცნობიმეცნიერება” _ ჰოკეის ჭადრაკივით თამაში. ამ პროცესში მან უამრავი ტიტული მოიპოვა, ამასთანავე, ჰოკეის ნაციონალური ლიგის უამრავი რეკორდი გააუმჯობესა.

უეინ გრეტცკი დაიბადა 1961 წლის 26 იანვარს. მისი ბაბუა ტერენტი გრეცკი (ტონი გრეტცკი) XX საუკუნის დასაწყისში გადასახლდა კანადაში ბელორუსიიდან. დაქორწინებული იყო უკრაინელ ქალზე.

გრეტსკი მამასთან ერთად
გრეტსკი მამასთან ერთად
ბავშვობაში
ბავშვობაში

ყინულზე საჭადრაკო კომბინაციების გათამაშების უნარი უეინ გრეტცკიმ ბავშვობიდანვე გამოავლინა ბრანტფორდში (ონტარიო, კანადა). როგორც კი პატარა უეინმა ისწავლა ყინულზე გადაადგილება, მამამისმა დაიწყო ჩატარება გაკვეთილებისა, რომლებმაც ბიჭი შაიბების გამტან მანქანად გადააქცია.

6 წლის უეინი ათი წლის ბიჭების წინააღმდეგ თამაშობდა იუნიორთა ლიგაში, 4 წლის შემდეგ კი იუნორთა ლიგაში 14-15 წლის ბიჭებს უპირისპირდებოდა _ მოზარდი გრეტცკი თავის ასაკობრივ ჩამორჩენას ჰოკეის ინტელექტით ინაზღაურებდა, რომელიც მას მამამ ჩამოუყალიბა სპეციალური ვარჯიშებით, განსაკუთრებით, ქვეცნობიერში გამჯდარი წესით, რომ ყოველთვის უნდა გაიქცე შაიბის შემხვედრი მიმართულებით და არა მის კვალდაკვალ. ამ წესის ცხოვრებაში პრაქტიკულად განხორციელების შემდეგ ახალგაზრდა უეინმა ისწავლა ყინულზე ისეთი სრიალი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, წარმოედგინა, სად იქნებოდა შაიბა და “გამოთვლილ” ადგილზე ხვდებოდა მას. ამ უნარის წყალობით, გრეტცკის საშუალოდ ყოველ თამაშში 4,5 შაიბა გაჰქონდა მასზე უფროსი 5-6 წლის ყმაწვილებისგან დაკომპლექტებული გუნდების კარში.

ახალგაზრდა გრეტცკის პოპულარობა ყოველწლიურად იმატებდა და 16 წლისა უკვე გაზეთების ფურცლებზე გამოჩნდა.

1978 წელს გრეტცკისთან კონტრაქტი გააფორმა ჰოკეის საერთაშორისო ლიგის ამერიკულმა კლუბმა “ინდიანაპოლის რეისერსმა”, მაგრამ რამდენიმე თვეში ის ჰოკეის ნაციონალური ლიგის გუნდ “ედმონტონ ოილერზის” წევრი გახდა და ცოტა ხანში თანაგუნდელებთან ერთად “ედმონტონს” დიდება მოუტანა.

პირველ სეზოში 99-ე ნომრით მოთამაშე უეინმა (სურდა, თავისი კერპის, გორდი ჰოუს მსგავსად 9-ნომრიანი მაისურით ეთამაშა, მაგრამ ეს ნომერი დაკავებული იყო) 46 შაიბა გაიტანა. შემდეგ წლებში გრეტცკი რეკორდს რეკორდზე აუმჯობესებდა, პირველი ჰოკეისტი იყო, ვინც გოლი პლუს პასის სისტემით 200 ქულაზე მეტი დააგროვა და ეს 4-ჯერ(!) მოახერხა; ერთ სეზონში გაიტანა 92 შაიბა და ა.შ.

1979 წელს ჰოკეის ნაციონალურ ლიგას დაემატა 4 ახალი კლუბი: “ედმონტონ ოილერზი”, “კვებეკ ნორდიქსი”, “ვინიპეგ ჯეთსი” და “ნიუ-ინგლენდ უეილერსი”.

უეინ გრეტცკი

იმავე წლის 10 ოქტომბერს ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში გრეტცკის დებიუტი ჰქონდაჩიკაგო ბლეკ ჰოუქსისწინააღმდეგ და თავისი პირველი ქულაც მოიპოვა, შემდეგ მატჩში კი პირველი გოლი გაიტანავანკუვერ კენაქსისკარში. სეზონის შედეგების მიხედვით, გრეტცკიმ მოიპოვა თავისი პირველი ტიტული 9-დან (მათგან 8 _ ზედიზედ) _ ეს იყო NHL-ის ყველაზე სასარგებლო (ღირებული) მოთამაშის ტიტული, ამასთანავე, გაიტანა 51 შაიბა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტი, რომელმაც NHL-ში 50-ზე მეტი შაიბა შეაგდო. გრეტკციედმინტონ ოილერზში” 1978-1988 წლებში გამოდიოდა და ამ გუნთან ერთად 4-ჯერ მოიგო სტენლის თასი. მეტსახელად მას დიადი შეარქვეს.

1988 წლის აგვისტოში გრეტცკი მოულოდნელად “ენ-ჰა-ელის” ისტორიაში ერთ-ერთი დიდი გარიგების ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდა _ “ედმონტონ ოილერზის” მფლობელმა ის ლიგის ყველაზე სუსტ გუნდს _ “ლოს-ანჯელეს კინგს” მიჰყიდა 15 მლნ დოლარად.

გრეტცკი ცრემლს ვერ იკავებდა, როცა ჟურნალისტებს ელაპარაკებოდა თავის გადასვლაზე “ლოს-ანჯელესში”. 1988 წლამდე ჰოკეის მატჩის მიმდინარეობისას ადგილობრივ სპორტის სასახლეს მხოლოდ სანახევროდ თუ ავსებდა მაყურებელი, გრეტცკის გადასვლის შემდეგ კი “ლოს-ანჯელეს კინგზის” მატჩზე დასასწრები ბილეთის შოვნა პრობლემა იყო, ისევე, როგორც კალათბურთის კლუბ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” თამაშებზე.

სახელდობრ, “ლოს-ანჯელეს კინგზის” შემადგენლობაში 1994 წელს მეათედ მოიპოვა გრეტცკიმ ჰოკეის ნაციონალური ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება.

უეინ გრეტცკიმ კარიერა დაასრულა 1999 წლის 18 აპრილს “პიტსბურგ პინგვინზთან” მატჩში _ იმხანად ის უკვე “ნიუ-იორკ რეინჯერსის” ღირსებას იცავდა. პოპულარულმა კანადელმა ჰოკეისტმა ანრი რიშარმა, რომელმაც სახელი გაითქვა განსაცვიფრებელი მოძრაობებით, უეინ გრეტცკიზე თქვა: “მე არასდროს მინახავს ასეთი მოძრაობები. ის უნდა ნახო, აღბეჭდო, ჩასვა ჩარჩოში და შეიტანო ჰოკეის სასწავლო სახელმძღვანელოში მომავალი თაობებისთვის”.

გრეტცკიმ პროფესიულ ჰოკეიში 21 წელი გაატარა და დაამხო ჰოკეის ნაციონალური ლიგის თითქმის ყველა რეკორდი _ სულ 61. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გოლებისა და ქულების რაოდენობა. 1989 წლის 15 ოქტომბერს გრეტცკიმ გააუმჯობესა ქულების რეკორდი (1850), რომელიც ეკუთვნოდა გორდი ჰოუს, 1994 წელს კი _ გატანილი შაიბების რეკორდი (801). სულ მის ანგარიშზეა 894 გოლი და 2857 ქულა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here