Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი აშშ-ისგან ბერინგის ზღვის ნაწილის დაბრუნებას აპირებს

რუსეთი აშშ-ისგან ბერინგის ზღვის ნაწილის დაბრუნებას აპირებს

რუსეთი აშშ-ისგან ბერინგის ზღვის ნაწილის დაბრუნებას აპირებს

რუსეთი მზად არის, უარი თქვას .. შევარდნაძებეიკერის შეთანხმებაზე საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომლის მიხედვითაც შემოისაზღვრა ბერინგის სრუტის საზღვაო სივრცე.

1990 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საპარლამენტო დონეზე რატიფიცირებული არ ყოფილა არც სსრკ-ში და არც რუსეთში. რატიფიკაციის გარეშე კი ასეთ დოკუმენტებს არ აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა, თუმცა შეიძლება გამოყენებულ იქნას დროებით.

რუსეთში მიიჩნევენ, რომ შევარდნაძე-ბეიკერის შეთანხმებას დისკრიმინაციული ხასიათი აქვს და რუსეთს უსამართლოდ ჩამოერთვა ბერინგის ზღვის ტერიტორიის 78 ათასი კვ.კმ, მათ შორის კონტინენტური შელფიც.

“ჩვენს ქვეყნებს შორის 200-მილიანი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაწესებით ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვის რაიონებში, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრება 1500 მილის სიგრძეზე, ზღვის სივრცის შემოსაზღვრა, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ორი ქვეყნის ნაპირებიდან შუა ხაზზე, მაგრამ შევარდნაძის დათმობის გამო საზღვარი საკამათო უბნებს შორის გაავლეს ამერიკის ორთოდრომული პირდაპირი ხაზით”, _ ამბობს რფ-ის კამჩატკის მხარის სენატორი ბორის ნევზოროვი.

შედეგად რუსეთმა დაკარგა შესაძლებლობა, ყოველწლიურად მოეპოვებინა 500 ათას ტონაზე მეტი თევზი და კიბორჩხალა, აგრეთვე, დაკარგა წვდომა მილიარდობით დოლარის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოზე. ამას გარდა, გაყოფის დროებითი ხაზი წინააღმდეგობას ქმნის ჩრდილოეთის საზღვაო გზის განვითარების მიმართ, კერძოდ, ახლა ბერინგის სრუტის გასავლელად რუსებმა ნებართვა ამერიკელებს უნდა სთხოვონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here