ამერიკელი მილიარდერ ბილ გეიტსისა და მისი მეუღლე მელინდას ფონდმა განაცხადა, რომ 10 მლნ დოლარს გამოყოფს კორონავირუსის ახალი ტიპის _ 2019 nCoV–ის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.
როგორც ფონდის ვებგვერდი იუწყება, 5 მლნ გაიგზავნა კორონავირუსთან საბრძოლველად ჩინეთში, კიდევ 5 მლნ გამოყოფილია დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების დასახმარებლად აფრიკაში.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ, თუ ჩინური კორონავირუსის გავრცელების ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდება, გლობალური ეპიდემია მარტში დაიწყება.
სასიკვდილო ეპიდემია კარსაა მომდგარი, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ კაცთმოყვარეობა, უფრო ზუსტად, ქართველთმოყვარეობა ისევ გაუღვიძებს ბერას ქველმოქმედების სურვილს.