Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანელთა ეშმაკური მრავალსვლიანი კომბინაცია: სურთ, ინგლისის დედოფალი ელისაბედ II მუჰამედის შთამომავლად გამოაცხადონ

ბრიტანელთა ეშმაკური მრავალსვლიანი კომბინაცია: სურთ, ინგლისის დედოფალი ელისაბედ II მუჰამედის შთამომავლად გამოაცხადონ

ელისაბედ II

2018 წელს რამდენიმე მუსლიმანურ ვებგვერდზე გაჩნდა ისტორია წინასწარმეტყველ მუჰამედის გვირგვინოსან მემკვიდრეზე. ვებგვერდები ამ ისტორიის გავრცელებისას მაროკოში გამომავალ რომელიღაც გაზეთს ეყრდნობოდნენ. საქმე იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

ეს ვერსია პირველად 1968 წელს გაჩნდა ლონდონში. მასზე ილაპარაკეს ავტორიტეტული გამოცემა Burke’s Peerage-ს ექსპერტებმა, რომლებიც, თითქმის 200 წელიწადია, ბეჭდავენ ევროპისა და ლათინური ამერიკის მონარქების, აგრეთვე, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მმართველი ოჯახების, აშშ-ის გამორჩეული დინასტიებისა და არისტოკრატიული გვარების გენეალოგიურ ცნობარებს.

ვინძორების საგვარეულოს გამოკვლევისას ექსპერტებმა იპოვეს მათი სისხლისმიერი ნათესაური კავშირი ისლამის დამფუძნებელთან, რომელსაც მუსლიმანები წინასწარმეტყველად აღიარებენ. მუჰამედი VII საუკუნეში გარდაიცვალა მედინაში (საუდის არაბეთი), ხოლო დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი მონარქი ელისაბედ II თითქოს მისი შთამომავალია (43- თაობის).

ბრიტანელებმა ცოტა რამ იციან იმის შესახებ, რომ დედოფლის ძარღვებში მუჰამედის სისხლი სჩქეფს, _ განაცხადა გამოცემის ხელმძღვანელმა ჰაროლდ ბრუქსბეიკერმა, _ მაგრამ მუსლიმანი რელიგიური ლიდერები ამ ფაქტით ამაყობენ”.

გაჩნდა გენეალოგიური ხეც, რომელიც ამტკიცებს ნათესაობას.

ვერსია პერიოდულად ამოტივტივდებოდა ხოლმე პრესაში. მასზე წერდნენ ბრიტანული “თაიმსი”, ესპანური ABC და სხვა სერიოზული გამოცემები.

ვარსკვლავთვალება პრინცესა

“ელისაბედ II-ის არაბულ (ე.ი. ისლამურ) ფესვებზე საუბრები საკმაოდ სიმპტომატურია, _ მიაჩნია სისტემურ-სტრატეგიული ანალიზის ინსტიტუტის დირექტორ ანდრეი ფურსოვს, _ ჟურნალმა The Economis-მა გამოაქვეყნა სტატია “ხალიფა დედოფალია?”. მასში ლაპარაკია იმაზე, რომ ინტერნეტფორუმ “არაბულ ათეისტურ ქსელში” გაჩნდა წერილი სათაურით დედოფალმა ელისაბედმა უნდა განაცხადოს მუსლიმანების მართვის თავისი უფლების შესახებ”. საფუძველი _ დედოფლის ნათესაობა წინასწარმეტყველ მუჰამედთან, რაც ავტომატურად ნიშნავს ელისაბედის ნათესაობას მაროკოსა და იორდანიის მეფეებთან და ირანის აიათოლა ალი ჰამენეისთან. ეს ინფორმაცია სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს მუსლიმანურ სამყაროში. კიდევ უფრო ადრე ეს ფაქტი დაადასტურა ალი გომაამ _ ეგვიპტის ყოფილმა დიდმა მუფთმა.

ამ სქემაში ცენტრალური ფიგურაა მუსლიმანი პრინცესა, სახელად ზაიდა _ ვარსკვლავთვალება ლამაზმანი, მუჰამედის შთამომავლის _ სევილიის ემირ მუთამიდ ბინ ამადის, ქალიშვილი.

XI საუკუნეში ის გაექცა ბერბერებს, რომლებიც თავს დაესხნენ სევილიას და მიაშურა ალფონსო VI-ის, კასტილიელი ქრისტიანი მეფის, კარს. იქ ზაიდას დაარქვეს იზაბელა, რომელიც მოინათლა, და ალფონსო XI-ს ვაჟი გაუჩინა _ სანჩო. სანჩოს შთამომავლებიდან ერთ-ერთი (ქალის ხაზით) XIV საუკუნეში ცოლად გაჰყვა კემბრიჯის გრაფს. ისლამის დამფუძნებლის, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლის სისხლი შეერია ვინძორებისას.

ჟურნალმა “ეკონომისტმა” თავისი წვლილი შეიტანა ვინძორების “მუსლიმანურ ხაზში”, როცა აქცენტი გააკეთა პრინც ჩარლზის (“ბინ ფილიპის”) ინტერესზე ისლამის მიმართ. პრინც ჩარლზის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი, მუსლიმანი, ამბობს, რომ პრინც ჩარლზს ზოგჯერ სურდა, რამდენიმე ცოლი ჰყოლოდა. პრინცი მფარველობს ისლამური კვლევების ოქსფორდის ცენტრს, სადაც მუსლიმებს ესალმებიან ფრაზით: “ასსალამალეიქუმ” (“მშვიდობა თქვენ”). იმასაც ამბობენ, რომ თავის შესაძლო კორონაციას ჩარლზი არ შეზღუდავს მხოლოდ ერთი რელიგიის ატრიბუტიკით. The Economistის მიხედვით, არის ინფორმაცია, რომ პრინცს სურს, აღიარონ არაქრისტიანული მრწამსის დამცველად”, არამედ, უბრალოდ, “მრწამსის დამცველად”. ისლამში ამას ეწოდებაამირ ალმუმინინი” _ “ჭეშმარიტი მორწმუნეების წინამძღოლი”.

სხვათა შორის, თვითონ ჩარლზს, და ეს სრულიად გასაგებია, მსგავსი სურვილი საჯაროდ არასოდეს გამოუთქვამს. ასეა თუ ისე, ასეთი ინფორმაციის დაბეჭდვა ჟურნალში, რომელიც დიდი ბრიტანეთის რამდენიმე მდიდარი ოჯახის საკუთრებაა, მათ შორის, როტშილდების, სიმპტომატურია.

ბრიტანეთის იმპერია ისლამის დროშის ქვეშ

არსებობს ვერსია, რომ წინა პლანზე წამოწევა ისტორიისა, რომ ელისაბედ II-ის ძარღვებში თითქოს მუსლიმანური სისხლი ჩქეფს, შემთხვევითი არ არის. ლონდონმა გადაწყვიტა, მკვდრეთით აღადგინოს ბრიტანეთის ყოფილი იმპერია ისლამური დროშის ქვეშ, ამიტომ გადის ევროკავშირიდან ინგლისი, რომელმაც შეინარჩუნა თავისი ვალუტა. ვინძორებს დიდი კავშირი აქვთ ახლო აღმოსავლეთის მონარქიულ ოჯახებთან. თვით მუსლიმანები კი განცალკევებულები არიან. მათ არ ჰყავთ სერიოზული პოლიტიკური ელიტა, რომელიც გააერთიანებდათ. სამაგიეროდ, ასეთი რამ შეუძლიათ ვინძორებს, თანაც დედოფალი წინასწარმეტყველ მუჰამედისნათესავია”.

ცნობილია, რომ 1970-იანი წლებიდან ლონდონი ცდილობს, აღადგინოს ჩერჩილის მიერ დანგრეული ბრიტანეთის იმპერია, ოღონდ ადრინდელისგან განსხვავებულ საძირკველზე.

ამჟამად ლაპარაკია უჩინარ, გლობალურ ფინანსურ იმპერიაზე, რომლის ანკლავებიც მიმოფანტულია მსოფლიოში. XX საუკუნის ბოლო მესამედში იმპერიის აღდგენის საშუალებად არჩეული იყო ჩინეთი. ბრიტანელებმა ბევრი რამ ჩადეს მასში _ ეს პეკინის ინტერესებსაც შეესაბამებოდა. შემდეგი ნაბიჯი იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა. არაბულმუსლიმანური სამყაროს განსაზღვრულ სეგმენტზე კონტროლის აღდგენა და მისი საშუალებით არაბულმუსლიმანური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილის გაკონტროლება _ ლოგიკურად ეს შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს. და მაშინ უკვე გასაგებია ელისაბედის Islamic connection (“ისლამური კავშირი”) და ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიცია ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმანების მიმართ.

დიდ ბრიტანეთში მუსლიმანების გავლენა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე ისეთია, რომ საზოგადოების ზედა ფენების ზოგიერთი წარმომადგენელი ძალდაუტანებლად მიიღებს ისლამს.

* ინგლისის დედაქალაქის მერად პირველად აირჩიეს მუსლიმანი, პაკისტანური წარმოშობის სადიკ ხანი.

* ლონდონის 23 რაიონში (33-დან) თეთრკანიანები უმცირესობას წარმოადგენენ. ამ ფაქტს ხელისუფლება და მასმედია გულმხურვალედ მიესალმებიან, არანაკლებ გულმხურვალედ, ვიდრე ჰომოსექსუალურ ქორწინებებს.

* მათი რაოდენობა, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, ბრიტანეთში ბოლო პერიოდში 37-დან 32 მლნმდე შემცირდა, მუსლიმანების რაოდენობამ კი 1,5 მლნდან 2,7 მლნმდე მოიმატა.

შეფარდება, ერთი შეხედვით, სახიფათო არ არის, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზემომოყვანილ ციფრებში არალეგალი მიგრანტები გათვალისწინებულნი არ არიან. ამასთანავე, საკითხის არსი რაოდენობაში კი არ არის, არამედ ხარისხში. მუსლიმანები გაცილებით აქტიურები არიან თავიანთ მრწამსში, უკეთ ორგანიზებულნი და მზად არიან ძალადობრივი კონფლიქტებისთვის. თანაც, ხელისუფლება, როგორც წესი, მუსლიმანების მხარეს იკავებს.

ევროპის ბებიისმუსლიმანი საყვარელი

“ არაკი ვინძორებისა და წინასწარმეტყველის ნათესაობაზე მხოლოდ ერთი რგოლია დიდი თამაშისა, რომელიც ლონდონმა წამოიწყო ისლამთან, _ ამბობს მწერალი, დაზვერვის ისტორიკოსი გენადი სოკოლოვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ბრიტანეთის სამეფო ტახტის საიდუმლოებებს, მათ შორის სასიყვარულოსაც. _ მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო დიდ ბრიტანეთში 2017 წელს გამოსულ ფილმზე “ვიქტორია და აბდული”, ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია დედოფალ ვიქტორიასი, რომელსაც “ევროპის მონარქების ბებია” შეარქვეს. ვიქტორიას 9 შვილის ქორწინებებმა სამეფო და ცნობილი ოჯახების წარმომადგენლებთან განამტკიცა კავშირები ბებერი ევროპის დინასტიებს შორის. 1887 წელს ინგლისმა იზეიმა დედოფლის “ოქროს იუბილე” _ ნახევარი საუკუნე ტახტზე! ინდოეთიდან, რომელიც ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, სასახლეში მიავლინეს მუსლიმანი აბდულ ქარიმი. 24 წლის წარმოსადეგი მამაკაცი ძალიან მოეწონა 68 წლის ვიქტორიას. ქვრივმა დედოფალმა უბრალო მსახური თავის მდივნად აქცია, ფავორიტად.

უცნობია, როგორ “კამასუტრას” აჩვენებდა ინდოელი აბდულ ქარიმი დედოფალს საძინებელში, მაგრამ ის კი არის ცნობილი, რომ ფული, საჩუქრები, ტიტულები მან უამრავი მიიღო. ამასთანავე, დიდი გავლენა ჰქონდა სასახლეში და ძალიან გამომწვევად იქცეოდა. ქარიმმა ლონდონში ჩაიყვანა თავისი ნათესავები, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ინგლისში, მაგრამ “ევროპის ბებიას” ვერავინ შეეწინააღმდეგა. აბდულასთვის გაგზავნილ წერილებს დედოფალი აწერდა: “თქვენი მოსიყვარულე დედა”, “თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი”.

ვიქტორია 1901 წელს გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ედუარდ VII. მან უფლება მისცა აბდულ ქარიმს, დასწრებოდა დაკრძალვას, ხოლო შემდეგ გააძევა ინდოეთში. მანამდე კი დედოფლისთვის მიწერილი და მისგან მიღებული ყველა წერილი ჩამოართვა და გაანადგურა. ვიქტორიასა და მუსლიმან აბდულ ქარიმისმეგობრობაწლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო ბევრი ისტორიკოსისთვის. და აი, კონსერვატიულ ბრიტანეთში გამოდის ისტორიული ფილმი დედოფლისა და მისი მუსლიმანი მსახურის რომანის შესახებ. აშკარაა, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.

დიანა და დოდი ალფაიედი
დიანა და დოდი ალ ფაიედი

ანგლოსაქსებისთვის ისლამური სახელმწიფოები ოდითგანვე სასურველი რეზერვი იყო იმპერიის გასაძლიერებლად. ეს უეჭველია, მაგრამ ყველა მუსლიმანურ ქვეყანას როდი სურს ანგლოსაქსებთან კავშირი. მათ ხომ ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვთ ჩადენილი.

შეგახსენებთ: სსრკის დაშლის შემდეგ ანგლოსაქსები იმედოვნებდნენ, კონტროლი დაეწესებინათ დასუსტებულ რუსეთზე. სრულიად სერიოზულად აგულიანებდნენ ვინძორებს, რუსეთში მონარქია აღედგინათ, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთის ეგიდით.

100 წლის წინათ დახვრეტილი ნიკოლოზ II ნათესავად ეკუთვნოდა ინგლისის მეფეს, მაგრამ მან ლონდონში თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადა ნათესავი რუსი მონარქის ოჯახს და, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა.

მუსლიმანურ სამყაროში დიდი ბრიტანეთის სისხლიანი წარსულის დავიწყება, მეგობრობისა და სიყვარულის განმტკიცება მომავალში _ აი თანამედროვე ლონდონისა და მისი საგარეო-პოლიტიკური სამსახურის ძირითადი ამოცანა. ისლამური სამყარო _ ეს არის ნავთობი და ექსტრემიზმი. ერთიცა და მეორეც _ ეს არის ფული და ტერორზე დამყარებული ძალაუფლება.

სტატიები ვინძორების ძარღვებში წინასწარმეტყველის სისხლის შესახებ, წიგნები და კინოფილმი ვიქტორიასა და აბდულაზე _ ეს არის ანგლოსაქსების ეშმაკური და ცბიერი პოლიტიკის შირმა მსოფლიოში თავიანთი ბატონობის გასამყარებლად, მაგრამ არის ამ თემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ბრიტანეთი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იქცა ქვეყნად, რომელსაც მნიშვნელოვანი ოდენობის მუსლიმანური მოსახლეობა ჰყავს. XX საუკუნის 50-60-იან წლებში იმპერიის დაშლის გამო ლონდონმა ყოფილი კოლონიებიდან თავის ბევრ ქვეშევრდომს მისცა მოქალაქეობა და ამას დღესაც განაგრძობს. შედეგად ბრიტანეთში ნელნელა დასახლდნენ უცხო ქვეყნებიდან ჩასულები. ბევრ ქალაქში შეიქმნა ისლამის მიმდევართა ანკლავები.

ქვეყნის შიგნით უსაფრთხოება დამოკიდებულია მათ საიმედოობაზე. ტერორისტული აქტები იშვიათობა არ არის. ბრიტანეთში მცხოვრებ მუსლიმანთა დაშოშმინება პოლიციისა და სპეცსამსახურების უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა, განსაკუთრებით პრინცესა დაიანას დაღუპვის შემდეგ, რომელიც ეგვიპტელი მუსლიმანი დოდი ალ ფაიედისგან იყო ფეხმძიმედ. ერთ-ერთი ვერსიით, წყვილი მოკლეს ვინძორების მითითებით, სპეცოპერაცია კი შემთხვევითი ავტოკატასტროფით შენიღბეს.

პრინცი ჩარლზი
პრინცი ჩარლზი

ცოდვილი სიყვარულის ნაყოფი

ვინძორებისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის ნათესაობას არაკი უწოდა დაზვერვის ისტორიკოსმა გენადი სოკოლოვმა:

ამკვლევისმიმართ უამრავი კითხვა აქვთ სპეციალისტებს, იმავე პრინცესა ზაიდას მიმართ. მაგრამ, კიდეც რომ დავუშვათ გენეალოგიის ზუსტად, ფალსიფიკაციის გარეშე შედგენა, ისლამის დამფუძნებლისა და ბრიტანეთის სამეფო ტახტის წარმომადგენელთა სისხლით ნათესაობა შეწყდა დედოფალ ვიქტორიაზე, რომელმაც ხანდაზმულ ასაკში გააჩაღა ბინძური რომანი მუსლიმან მსახურთან.

პარიზში ყოფნისას გავეცანი ვიქტორიას ახლო მეგობრის, შეთავსებით რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის სუპერჯაშუშ დარია ქრისტეფორეს ასულ ლივენის არქივს. ის იყო იმპერიის დაცვის მესამე განყოფილების უფროს ალექსანდრე ბენკენდორფის და, ულამაზესი ქალი, რუსი დიპლომატის ცოლი, ცხოვრობდა ევროპაში. მასზე შეყვარებული იყვნენ ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსები. სახელგანთქმული მხატვრის _ თომას ლოურენსის მიერ შესრულებული ლივენის პორტრეტი ინგლისის მეფის _ გეორგ IV-ის საძინებელს ამშვენებდა. მის გარდა, დარია ლივენის საყვარლები (და ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროები) იყვნენ ავსტრიის კანცლერი მეტერნიხი, საფრანგეთის პრემიერმინისტრი გიზო და მისი ბრიტანელი კოლეგა კანინგი.

დარია ლივენი დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა მომავალ დედოფალ ვიქტორიასთან და გაარკვია, რომ ის არ იყო ჰერცოგ ედუარდის, კენტის ავგუსტუსის, ინგლისის მეფე გეორგი III-ის ვაჟის ქალიშვილი. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობაში ჩაუხედავი პირებისთვის განვმარტავ ამ ფაქტის ისტორიულ მნიშვნელობას: თუ ვიქტორია არ იყო კენტის ჰერცოგის ქალიშვილი, მაშინ მას ბრიტანეთის ტახტი უკანონოდ ჰქონია დაკავებული. შესაბამისად, მის უფროს ვაჟს, ედუარდ VII-ს, ისევე, როგორც ყველა შემდეგ ბრიტანელ მონარქს, მათ შორის, ამჟამინდელსაც _ დედოფალ ელისაბედ II-ს, უფლება არ ჰქონდათ, დაეკავებინათ ბრიტანეთის სამეფო ტახტი.

დარია ლივენმა დაწვრილებითი ინფორმაცია გაგზავნა რუსეთში. რუსეთის იმპერიის დაზვერვამ ფასდაუდებელი კოზირი ჩაიგდო ხელში. ვიქტორიას უკანონო გამეფებაზე ინფორმაცია შესანიშნავი ინსტრუმენტი შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, ყირიმის ომის პერიოდში, როცა ბრიტანელი და ფრანგი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

კადრი ფილმიდან “ვიქტორია და აბდული“
კადრი ფილმიდან “ვიქტორია და აბდული“

რატომ არ აამოქმედა რუსეთმა ეს კომპრომატი? შეიძლება იმ ეპოქის მორალი და ეთიკა არ აძლევდა წელს ქვემოთ დარტყმის უფლებას დაპირისპირებული ქვეყნების მონარქებს? თუ უდავო მტკიცებულებები საკმარისი არ იყო? დნკ კვლევა მხოლოდ საუკუნის შემდეგ გაჩნდა, თუმცა ასეთი გამოკვლევის გარეშეც ცნობილია, რომ კენტის ჰერცოგი უნაყოფო იყო. ის 50 წლის გახლდათ, როცა ვიქტორია დაიბადა. მანამდე მას შვილი არ ჰყოლია. მისგან საყვარლებიც არ დაფეხმძიმებულან. როგორც ჩანს, მომავალი დედოფლის ბიოლოგიური მამა იყო სერ ჯონ კონროი, კენტის ჰერცოგინიას გულითადი მეგობარი. მათი ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა. ამას გარდა, ვიქტორიას ოფიციალური მშობლების 8 თაობაში არავინ ყოფილა ჰემოფილიით დაავადებული. სახელდობრ, ვიქტორიას, დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ჰქონდა გენები, რომლებითაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეს უკურნებელი სენი.

ამ სნეულების გადამტანი გენის მქონე თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო კონროის გვარი. ამის დამტკიცება მხოლოდ მეფეთა ნეშტების ექსჰუმაციით შეიძლება და დნკ-ს ანალიზით, მაგრამ ვინძორები ამაზე, ალბათ, არასოდეს დათანხმდებიან. ან ვინ გაბედავს იმის დამტკიცებას, რომ ამჟამინდელი მონარქის წინაპრებმა უკანონოდ დაიკავეს ბრიტანეთის სამეფოს ტახტი?!

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ უფლისწულ ალექსეის, იმპერატორ ნიკოლაი II-ისა და იმპერატრიცა ალექსანდრას ვაჟს, ზემოაღნიშნული უკურნებელი სენი _ ჰემოფილია _ გადაედო დედისგან, მას კი ინგლისელი ბებიისგან _ ვიქტორიასგან.

გასული საუკუნის 50-იან წლებში, “კა-გე-ბეს” პირველი მთავარი სამმართველო (საგარეო დაზვერვის სამსახური) სტალინის დავალებით ახორციელებდა ზესაიდუმლო ოპერაციას “სახლი”. საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და მათი სახელისუფლო სტრუქტურების დისკრედიტაცია საბჭოთა სპეცსამსახურების უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო.

ფართო გამოხმაურება შეიძლება მოჰყოლოდა იმჟამინდელი დედოფლის _ ელისაბედ II-ის მეუღლის _ ფილიპის სექსუალურ თავგადასავლებს, დედოფლის ბიძის, ვინძორების ჰერცოგის თანამშრომლობას ნაცისტებთან, აგრეთვე, დედოფალ ვიქტორიას უკანონოდ აღზევების ისტორიას სამეფო ტახტზე, მაგრამ ოპერაციასახლისაჭირო აღარ შეიქნა.

დედოფალ ვიქტორიას ისტორია ამტკიცებს, რომ ვინძორების ძარღვებში არ ჩქეფს წინასწარმეტყველ მუჰამედის სისხლი. ასე რომ, ბრიტანელთა პრეტენზიები მუსლიმანთა გაერთიანებაზე ბრიტანეთის დროშის ქვეშ უსაფუძვლოა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here