Home რუბრიკები პოლიტიკა “შემოიტანეთ ფლუგენგეგენჰოლენი”

“შემოიტანეთ ფლუგენგეგენჰოლენი”

1168

აი, საწოლზე მოსვენებულია თბილისის მერის, გიგი უგულავას, «გაურკვეველი საშუალებით» დაუძლურებული ზონზროხა სხეული ნეტარი სახით. დედაქალაქის თავკაცის სასთუმალთან მისი მეუღლეა _ ლელა კილაძე. ოჯახური იდილია? მაგრამ მას უხეშად «ამსხვრევს» წინა პლანზე ლამის «მურმანის ეკალივით» ჩაჩხერილი გაურკვეველი სქესის არსება, გამოწყობილი სადომაზოხისტური ზიზილ-პიპილოებით დახუნძლულ სამოსში. აი, კიდევ მეორე ნიმუში კომპრომატული «ნივთმტკიცებისა» _ «ჩანასახის პოზაში» მოკუნტული ბატონი გიგი, მასზე, ვითარცა ვარდი მიწისკენ, დახრილია დედაკაცი. ამ პერსონაჟის «უნიფორმა» ეჭვს არ ბადებს მის პროფესიაზე. და, ერთი ნიუანსი, რომელსაც ეს ფოტოსურათი ფერწერული შედევრის დონემდე ამაღლებს,  დოლარის კუპიურით დამშვენებული გაწვდენილი ხელია… მოკლედ, გადაშენების, დეგენერაციის გზაზე მყარად დამდგარი ნაცელიტის ეპიზოდები.

ალბათ, გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოში ქართულ ჯარს ბრძანებებს რატომღაც გიგი უგულავა აძლევდა, კეზერაშვილიც აძლევდა, მაგრამ ვისთვის რა უნდა მიეცათ ამ სამხედრო თვალსაზრისით საჭურისებს? და რაც მისცეს, ისეც ვიომეთ… გიგის და კეზერას რას ვჩივით, როდესაც თვით უმაღლესმა მთავარსარდალმა მხოლოდ ჰალსტუხის ღეჭვითა და ცხვირით მიწაზე ფორთხვით დაგვამახსოვრა თავი…

არა, ცოლთან ერთად გარყვნილების ბუდეში ორგიების გამო უგულავას დასჯას ნამდვილად არ ვითხოვ, ცოლი მისია და, სადაც უნდა, იმ ბუდეში დაადებინოს კვერცხი, მაგრამ ეს ქვეყანა ჩემიცაა და მისი ტერიტორიების დაკარგვისთვის ამ მორალური საჭურისების დასჯის მოთხოვნა ლოგიკური და სამართლიანია…

ამ სურათების მნახველმა უნებლიეთ ერთი რამ აღმოვაჩინე: სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, ადეიშვილი ძალზე ჰგვანან ერთმანეთს, მიუხედავად მათი მკვეთრი ფიზიკური განსხვავებულობისა. მაინც რით ჰგვანან? ისინი იმდენად ცარიელნი არიან და სულიერად მკვდარნი, რომ… მექმნება შთაბეჭდილება, ფუი ეშმაკს, კოპროფილები მახსენდება, კამოც მახსენდება, საკუთარი… რომ მიირთვა. უსაზღვრო თავისუფლების გრძნობა მათთვის ტუსაღის ბორკილებივითაა. მათ მხოლოდ «დოზის» მომატება რჩებათ. სადისტური მკვლელობებიც ნაცებისთვის რუტინული ხდება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ სხვისი სიცოცხლე ჩირადაც არ უღირთ, გინდ კოღო მოუკლავთ და გინდ ადამიანი. ნაცელიტის უბედურება ისაა, რომ ვერ გაუგია, გარყვნილი სურვილების დაკმაყოფილების უსაზღვრო შესაძლებლობა თავად სურვილს და თავად კმაყოფილებას კლავს. ცხოვრების ამ ბატონ-პატრონებს ცხრა წლის მანძილზე ყველაფერი მოყირჭდათ და ახლა იმასღა ნატრობენ, «რაღაც უნდოდეთ», აუტანელ ტკივილამდე, რათა დაიკმაყოფილონ ეს სურვილი, რამეთუ ლეშადქცეულნი მხოლოდ მაშინღა იგრძნობენ, რომ ცოცხლები არიან.

მაშ, საიდან მოდის ყველაფერი ეს? საიდან მოდის მერვე საპყრობილის «ცოცხი»? ჩემი აზრით, ეს იმ მოძღვრებიდან მოდის, რომელიც ქადაგებს აბსოლუტურ თავისუფლებას ზნეობისგან, და რომელსაც წლებია მისდევს «ნაცმოძრაობის» ელიტა, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის _ თქვენი და ჩემი ჯიბიდან აღებული სახსრების ხარჯზე. ამ ფილოსოფიას, ანუ ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე ზღვარგადასულ ფუფუნებაში ცხოვრებისა და გაუმაძღარი ღრეობის ჟინს ჯიუტად მიყავხარ აზრამდე, რომ დანაშაული მხოლოდ მაშინაა საამო, როცა იგი დაუსჯელია!

კარგად დავაკვირდეთ ამ სურათებს და შევიგნოთ, რომ თავზეხელაღებულობა, ძალაუფლებით ტკბობა შერწყმული გარყვნილ გონებასთან დაღუპვამდე მიგვიყვანს. ნურავინ ინუგეშებს თავს იმით, რომ ეს მას არ დაემართება, რამეთუ ბოროტება, მანკიერება, უსაზღვრო ქაოტური თავისუფლება და ყველა სურვილის დაკმაყოფილება მარტო პოლიტიკოსთა სულებში არაა დაბუდებული…

ერთადერთი ლეგიტიმური შეკითხვა, რომელიც ამ ფოტოების ნახვის შემდეგ შეიძლება ჯანსაღი გონების ადამიანს, ჯანსაღ საზოგადოებას, არამომაკვდავ ერს გაუჩნდეს, არის ის, თუ როდის გასამართლდებიან, როდის ვიხილავთ განსასჯელის სკამზე ამ რეჟიმის ბელადს და მის გარყვნილ ხელის გოგო-ბიჭებს, რომლებმაც დედაქალაქისა და ქვეყნის ბიუჯეტი საკუთარი სიამოვნებისა და პირადი კეთილდღეობისათვის გამოხრეს!

არა, ეს არ არის მხოლოდ ლეგიტიმური შეკითხვა, ეს ქართველი ერის უპირობო მოთხოვნაა!

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ქართული საზოგადოების ნებაა,გასამართლდეს კრიმინალი ნაცმთავრობა!და ეს ასეც მოხდება.

  2. ყოჩაღ გიგი გართობაც ამას ქვია:დ:დეგ არაფერია იმასთან შედარებიტ რაც გელოდება შენდა შენს გუნდს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here