სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შვედეთში ანტისემიტური თავდასხმების რაოდენობამ მოიმატა. დანაშაულის პრევენციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ანტისემიტური თავდასხმების რაოდენობამ ორ წელიწადში 52%-ით მოიმატა.
2016 წელს ასეთი 182 შემთხვევა აღირიცხა, 2018 წელს კი _ 278. შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას რიგითი ებრაელებიც ადასტურებენ ამ მოვლენას და აცხადებენ, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობენ.