გამოცემა “გარდიანის” ინფორმაციით, გამოკითხული იტალიელების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ რასისტული ქმედებები ზოგჯერ ან ყოველთვის გამართლებულია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების კომპანია SWG-მა 1500 ადამიანი გამოკითხა. რესპონდენტთა 10%-მა განაცხადა, რომ რასისტული ქმედებები ყოველთვის გამართლებულია, ხოლო 45%-მა თქვა, რომ რასისტული ქმედებები, შესაძლოა, მისაღები იყოს, გააჩნია სიტუაციას. დანარჩენი 45%-ის აზრით, რასისტული ქმედებები სრულიად მიუღებელია.