“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობისა და ამოქმედებისადმი მხარდაჭერით გერმანია ახრჩობს უკრაინის ეკონომიკას”, _ განაცხადა “ნაფტოგაზის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ.
მისი თქმით, პროექტის ამოქმედების შემდეგ შეიძლება აღარ მოხდეს რუსეთის ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით. “გერმანიამ უნდა გაიგოს, რომ ის ამ გზით ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკის დახრჩობას”, _ განაცხადა ვიტრენკომ “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში.