Home რუბრიკები საზოგადოება ვისთვის აშენებს და რას გვაყვედრის ბიძინა

ვისთვის აშენებს და რას გვაყვედრის ბიძინა

ოლიგარქმა ოკუპაციის ახალი ფორმა მოიგონა

როცა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში სასტუმრო “პარაგრაფი” ააშენა, მაშინვე თქვა: ისეთი იქნება, მსოფლიოში პირველობაზე პრეტენზიას გამოაცხადებსო. დღევანდელი მონაცემებით, “პარაგრაფი” მსოფლიო ათეულში შედის, ევროპაში სამეულშია და პირველობისთვის ბრძოლის შანსიც აქვს. ვინც “პარაგრაფშია” ნამყოფი, ამბობს, რომ მომსახურე პერსონალი პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული და მათი მომზადება ევროპაში მოხდაო. მომსახურეთა გარდა, სასტუროს მთავარი პლუსი მისი მდებარეობაა _ ზღვის პირას, ფიჭვნარში ჩაფლული შენობა მართლაც მიწიერ სამოთხეს ჰგავს. 

ბიძინა ივანიშვილი ასეთივე დონის სასტუმროს აშენებს აბასთუმანშიც და ეჭვი გვაქვს, იქაური პერსონალიც ევროპაში მომზადებული იქნება. ახლა რიგში წყალტუბოა _ საკურორტო ზონა, რომელსაც ყიდულობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მისი გაკეთების პირობასაც დებს და იმასაც ამბობს, _ სამ წელიწადში წყალტუბოში მიწის ნაგლეჯიც კი არ იქნება ჩემიო. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ცოტა ხანს ბატონ ბიძინას შევეშვათ და მიხეილ სააკაშვილზე ვთქვათ.

ალბათ, გახსოვთ, მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან როგორი კრიტიკა მოჰყვა სააკაშვილის ინიციატივას, როცა განაცხადა: საქართველოში კოლეჯები უნდა გაიხსნას, რომლებშიც ახალგაზრდებს მომსახურებას ასწავლიან, ისინი მაღალკვალიფიციური ოფიციანტები, დამლაგებლები, ლაქიები გამოვლენო. ოპოზიციამ სააკაშვილს ეს არ აპატია, აქაოდა, ჩვენს შვილებს მოსამსახურეებად ზრდის, თავის შვილებს საუკეთესო განათლებას აძლევს და მერე ხელისუფლება ისევ მათმა შთამომავლობამ უნდა გადაიბაროსო. ეს არ მოხდა, რადგან სააკაშვილი წავიდა და, შესაბამისად, მისი შთამომავლობისთვის გადასაბარებელი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაიბარა. სააკაშვილი ხმამაღლა ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა, ღიად მოქმედებდა და ვიცოდით, რომ ის იყო მტერი, ის იყო როგორც ქვეყნის, ისე ხალხის მტერი და მტერს ვებრძოდით. ეს ბრძოლა მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა მოიგო.

ახლა ივანიშვილს დავუბრუნდეთ. რომ ვთქვათ, ათას ერთი დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ არ გაამართლაო, ძალიან რბილი ნათქვამი გამოგვივა. დაგვისახელოს ხელისუფლებამ ერთი დაპირება, რომელიც ასი პროცენტით შეასრულა. ვერ დაგვისახელებს იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეგ კი არა, დაპირებები უკუღმა შეასრულეს და ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავზე ისე მოირგეს, გაოცებისგან ხალხს პირი დარჩა ღია (პირღიაობაც ჩვენი ნაკლია). 2012 წელს ენდო ხალხი ივანიშვილს, 2013 წელსაც ენდო საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2014-ში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოუცხადა ნდობა, 2016-ში _ საპარლამენტოზე, მერე _ ისევ თვითმმართველობის არჩევნებზე, მერე _ ისევ საპრეზიდენტოზე და ახლა კვლავ საპარლამენტო მოდის. ხომ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ივანიშვილის იმედი აქვს _ იმის, რას მოიფიქრებს ქართველი ოსტაპ ბენდერი, როგორი სახით წარდგება ამომრჩევლის წინაშე და, რაც მთავარია, როგორ დაპირებებს გასცემს. ჰო, დაპირებებს, თორემ სხვა რამის გამცემ-მომცემი რომ არ არის, ცხადზე ცხადია. მომცემი კი არა, იქით მიაქვს ყველაფერი, რასაც კი რამე ფასი აქვს.

რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღემდე ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთადერთი სათქმელი არის ის, რომ თურმე “ნაციონალური მოძრაობა” მოგვაშორეს და ამიტომ მადლობელი უნდა ვიყოთ. მოშორებაც არის და მოშორებაც, გადახედეთ და გადათვალეთ, “ნაციონალური მოძრაობის” რამდენი ყოფილი წევრი გყავთ პარლამენტში ფრაქციაში და რამდენს უჭირავს მუნიციპალიტეტებში მერისა თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, თუმცა ეს სხვა თემაა და კვლავ ივანიშვილს მივხედოთ.

სასტუმრო “პარაგრაფში” ერთი დღე-ღამე 2000 ლარზე მეტი ჯდება. ოჯახმა რომ გაიჭირვოს, ერთსაწოლიან ნომერში დარჩეს (ვინ შეუშვებს, მაგრამ დავუშვათ) და ათი დღე დაისვენოს, 20 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. ახლა გამოაკელით საქართველოს მოსახლეობას პარლამენტის წევრები, მინისტრები მოადგილეებითურთ, მილიონერი ბიზნესმენები და მითხარით, რამდენ ქართველს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს თანხა გადაიხადოს. მარტივი ლოგიკით, “პარაგრაფი” საქართველოს მოქალაქეებისთვის არ აშენებულა და ისე ჩანს, უახლოეს მომავალში იქ ქართველები, თითო-ოროლა მილიონერის გარდა, ცხვირსაც ვერ შეყოფენ, და ეს იმის მიუხედავად, რომ სასტუმროს ერთ ჯერზე 500 ადამიანის მიღება შეუძლია.

ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იქნება აბასთუმანში, სადაც ფილტვების სამკურნალოდ ყოველწლიურად ასეულობით ბავშვი დაჰყავთ მშობლებს და ისინი კერძო სახლებში იაფად ქირაობენ ოთახებს (ჩუმად, კალაძემ არ გაგვიგოს, თორემ დასვენება ფუფუნებააო გვეტყვის და გაგვიძვირებს ამასაც). სიიაფე კიდევ არ სურს ივანიშვილს, ხელს უშლის ღარიბი ხალხის ხმაური, ამიტომ იყო, რომ შეკვეთილის სასტუმრო ისე შემოღობა, ბოლო ხმაზე რომ იყვირო, ვერ გააგონებ. ასე შემოღობავს აბასთუმნის “პარაგრაფსაც” და იქ ისევ უცხოელი მილიონერები ივლიან.

ახლა წყალტუბომდე მივიდეთ. 22 სასტუმრო და 9 სააბაზანო ივანიშვილის ხელში გადავა და სამ წელიწადში მისი აღარ იქნება. ივანიშვილი დახარჯავს ათეულ მილიონობით დოლარს და მერე რას იზამს _ სახელმწიფოს დაუბრუნებს? არა, ბატონებო, გაყიდის! თვითონაც ამბობს: ინვესტორის პოვნა არ გამიჭირდებაო. ისე, ივანიშვილის “საჩუქარი” “ბლექ სი არენა” წლიურად 4-მილიონიან წაგებაზე მუშაობს და მისი შენახვის ფულსაც ჩვენი ჯიბიდან ვიხდით. ეს ისე, ცნობისთვის.

ჰოდა, უცხოელი ინვესტორი, სავარაუდოდ, რომელიმე გიგანტი კომპანია რომ იყიდის საკურორტო ქალაქს, როგორ გგონიათ, რა ფასებს დაადებს? ასე დაიხურება შეკვეთილისა და აბასთუმნის შემდეგ ქართველთათვის წყალტუბოც და ასე გახდება ეს ქალაქიც ისეთივე უცხო ჩვენთვის, როგორიც ახლა შეკვეთილის ის შვიდკილომეტრიანი სანაპიროა, რომელიც ივანიშვილის სასტუმროს მიაკუთვნეს. ისე, ბატონ ბიძინას წამოცდენებიც აქვს ხოლმე. აბა, რას უნდა დავაბრალოთ ის, რაც მან გასულ კვირას თქვა: ნებისმიერ ინვესტორს ნებისმიერ ეტაპზე გადავულოცავ “პანორამა თბილისსო”. ეს ხომ იცით, რომელი პანორამაა? _ ბიძინას შუაგულ დედაქალაქში მიწის ნაკვეთები ერთ ლარად რომ მოუჭრეს და ჯიბეში ჩაუდეს. ჰო, მან არაერთი მილიონიანი ინვესტიცია ჩადო და მერე, რომ უნდა ეჩუქებინა, ხომ გახსოვთ? ჰოდა, ახლა კი არ გვჩუქნის, გვეუბნება: ინვესტორს მივცემ, ჩემი არ გეგონოთო. სამშენებლო ბიზნესი მსოფლიო ბიზნესებს შორის, შემოსავლების მხრივ, ხუთეულში შედის და ეს საქართველოში ყველაზე კარგად სწორედ ივანიშვილმა იცის. იღებს სახელმწიფოსგან მიწას ლარად, აშენებს შენობას, ყიდის ინვესტორზე და ასე მარტივად შოულობს ორ იმდენს, რამდენსაც ხარჯავს. “პანორამა თბილისის” უცხოელი ინვესტორისთვის მიყიდვის შემთხვევაში დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სოლოლაკში, გვექნება შემდეგი მდგომარეობა _ სოლოლაკის უდიდესი ნაწილი იქნება უცხოელის ხელში და არ აქვს მნიშვნელობა, ეს უცხოელი რა რჯულის იქნება; იქნება უცხოელი, აქცენტი ექნება ფულის კეთებაზე, ანუ მდიდრებზე და შეიძლება ის ტერიტორია რიგითი ქართველებისთვის გადაღობოს ზუსტად ისე, როგორც შეკვეთილია გადაღობილი, როგორც აბასთუმანი გადაიღობება და როგორც საშვილიშვილოდ ვკარგავთ წყალტუბოს.

ივანიშვილი ქველმოქმედების სახელით ასე ანიავებს ქვეყნის ქონებასა და პოტენციალს, თანაც ამ ყველაფერს გვამადლის: ჩემს სიკეთეს ვერ ხედავთო. ის, რომ საქართველოს გარეშე ცხოვრება მას მარტივად შეუძლია, დაამტკიცა. სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, ძირითად დროს სწორედ საზღვარგარეთ ატარებდა და ძალიან ბედნიერიც იყო. ჰოდა, ახლა საქართველოს ნაჭერ-ნაჭერ ყიდის, ზუსტად ისე, როგორც ნიკო ლორთქიფანიძეს აქვს ნათქვამი: იყიდება საქართველო მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით…”

სააკაშვილი იყო მტერი და ვიცოდით, ივანიშვილი მტრულად გვექცევა და არ გვჯერა; შეფარული მტერია და სულ სიცილ-ხარხარით უმტკიცებენ ჩვენს მიწებს, ჰო ჩვენსას _ ჩემსას, თქვენსას _ და ისიც უშურველად არიგებს ყველაზე, ვისაც ერთი-ორი მილიონი უჭყავის ჯიბეში. დრომ ისე მოიტანა, რომ ქართველები გაგვაღატაკეს და ერთ დღეს, როცა გამოვიღვიძებთ, დავინახავთ, რომ ჩვენი ეზოს იქით უკვე უცხოელის ტერიტორია იწყება და ვინძლო, ეზოდან გასვლაც კი ფასიანი გაგვიხადონ. საუბედუროდ, ისე დაიმშა ერი, პროტესტის უნარიც აღარ აქვს და ამიტომ, საშოვარზე გადაგებული, აღარ აქცევს ყურადღებას, რა ხდება და როგორ ხდება ირგვლივ, როგორ ვრჩებით მთავარი ფასეულობის _ მიწის გარეშე და “ენა, მამული, სარწმუნოება” როგორ გვერთმევა ყოველდღიურად. ბოლო ხმაზე რომ გავკივით, _ ქვეყნის 20% ოკუპირებულიაო, ივანიშვილის მიერ ლარად ნაყიდი და მერე “უცხოელ ინვესტორებზე” დარიგებული მიწები ოკუპირებული არ არის?! ცხინვალ-აფხაზეთში თუ რუსის ჯარი დგას, ივანიშვილის ოკუპირებულ მიწებზე – კერძო დაცვის სამსახური, იქაც შეიარაღებული ხალხია და აქაც, მარტო ფორმა აცვიათ სხვადასხვა. რუსები თუ ცოტ-ცოტათი მოიწევენ წინ, ივანიშვილი ცოტ-ცოტას არ სჯერდება და მთლიან ქალაქებს ითვისებს უკვე. აბა, გაბედეთ და გაისეირნეთ შეკვეთილის ტყეში; აბა, გაბედეთ და შეიხედეთ დენდროლოგიურ პარკში; აბა, გაბედეთ და 1-2 წლის შემდეგ შედით წყალტუბოში. ვერ იზამთ, ვერ შეძლებთ, იმიტომ, რომ აქაურობას ბაყბაყ დევი დაეპატრონა და არ მიგიშვებთ, გადაგყლაპავთ და განმკითხავიც არავინ არ იქნება.

ისევ ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვებით დავასრულებთ: გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და, რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!”

ბესო ბარბაქაძე

7 COMMENTS

  1. ki batono martali xart 1000%, mec tkvesavit vpikrob, magram mere ?? marto pikri gvishvelis????
    mokmedeba ar aris sachiro?????? ram gamogvashtera eri, ram????? romeli kuchi, miwa, ena, da sarcmunoeba rom agar gvekneba kuchi gvishvelis???
    ubeduro ero, ver gagigvidzia jer kidev???
    “sul, dzili, dzili, rosga gvegirsos chven gagvidzeba”???

  2. მე არ ვამართლებ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც ვერ ხვდება, რომ ე. წ. სააკაშვილი ქართველების მტერია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ასოციაციები, წარმოსახვები, თითქოს ე. წ. სააკაშვილის ე. წ. დრო რაიმეთი სჯობდა სხვა
    დროს, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება იმაზე, რომ ე. წ. სააკაშვილს მისი პატრონები დღესაც
    ეფექტურად იყენებენ საქართელოს საზიანოდ.

  3. ეს ბიძინა ბიზნესმენია, პოლიტიკოსია, ბანკირია, ქურდია თუ ფეოდალია? საერთოდ მმართველობის რა სახეობაა საქართველოში? რა ჯიშის და რა კონსტინსტენციის წყობაა? გამიგია დიქტატორული, ლიბერალული, კაპიტალისტური, ფაშისტურიც მაგრამ ეს რაც ხდება მგონი ყველაფრის ერთად ნაზავი რეჟიმია მკაცრი სადისტური შემოტევებით. სად გაგონილა რომ სახელმწიფოს სათავეში ბიზნესმენი , ბანკირი და მევახშე წამოსკუპებულიყოს და ისიც კანონგარეშე პირი იყოს? როცა მოუნდება პოლიტიკოსია, როცა მოუნდება ბიზნესმენია და როცა მოუნდება ბანკირი და მევახშე, ეს ასე დაუფარავად როცა სახელმწიფო მოწყობის საწესდებო კანონში არ აქ უფლება ბანკირს, ბიზნესმენს და არაიურიდიულ პირს იყოს მოხელე და ეს რეებს აკეთებს? არ გვინდა არაფერი არც ძენი აშენებული და არც შენი გაკეთებული, შენ ხარ გასასამართლებელი ბიძინავ, საყდრისის ამფეთქებელი, მატყუარა, ბავშთა სამტაროს დამწველი, ხეების და ტყეების ხანძრის არ გამომძიებელი. უამრავი რმ დაიწვა ბიძინას მოსვლიდან საქართველოში რომელი საქმე გამოიძია? რათ გვინდა ამის გაკეთებული რამე? აკეთებს კი არა და ანგრევს და წვავს ეს კაცი ყველაფერს. შუა საუკუნეებში რო გაზულუქებული ფეოდალები იყვნენ და ყველაფრის უფლება ქონდათ ასეთი უფლებები აქ ამ ინდივიდსაც, საინტერესოა ე.წ ევროკავშირის პოზიცია ამ წყობასთან დაკავშირებით აკი დემოკრატიულობას, პრესის და სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს იცავს? ხო ამისათვის შეიქმნა ევროპარლამენტი, გაერო, ევროსაბჭო? ამ ყველაფერზე რატო ეხუჭებათ თვალები? რა აზრი აქ მაშინ ამ ორგანიზაციების არსებობას თუკი არ აამოქმედებენ იმ ღირებულებების დამცველ მექანიზმებს რისთვისაც შეიქმნა ეს ორგანიზაციები? შუა საუკუნეში ყვაოდა საქართველო და სულ არ იყო ევრო საბჭო, გაერო და ევროპარლამენტი და 21 საუკუნეში თუ არსებობენ იმიტომ ვერ ვართ მუდამ შეურაცყოფილები? მითხარით სადაა სამართალი , რომელიც ასეთი ძალადობრივი რეჟიმის შემაკავებელი იქნება საქართველოში? არ არსებობს და ალბად ფარსია ყველაფერი ამიტომაა თავს გასული ეს არაეაობა ამდენს რო ბედავს. ამიტომაა ეკლესიას რომ უტევენ და ეს კი თითს არ ანძრევს ამ ყველაფრის შესაჩერებლად არადა მისგან მომდინარეობს დიდი ალბათობით.

  4. პრინციპში ძალიან სუსტი სტატიაა შეფარული ნოსტალგიით სააკაშვილისადმი, ზუსტად ისე, როგირც ბიძინას შეფარულ მტრობას აბრალებს

  5. ვის აბრალით ორ კილო კარტოფილზე ხახვზე და 20 ლარზე იყიდება ხალხი ეხლა კიდევ რაღაცას მოიგონებს ალბათ ზეთს დაამატებს და არჩევბებსაც მოიგებს,ხალხი რომელიც ვერ ხვდებს მათ მილიონები არ ყოფნით რომ იცხოვრონ ნამცეცებს რომ გვიყრიან და კენკავთ.სულ იმას რომ იძახიან საქართველო ღარიბი ქვეყანაა რატომ ჩვენ ვართ უმდიდრესი ქვეყანა თავისი ბუნებრივი რესურსით რომელიც ერთეულების ჯიბეში ჩადის.რათ გვინდა ეს უსაქმირი მთავრობა ან ეს პარლამენტი ეს ტაკი მასხარა პრეზიდენტი იცხოვრონ 220 ლარზე როგორც ყველა პენსიონერი არსებობს.

  6. მიშას დროის “გმირები” გმინავენ! ის რაც მიშამ ააშენა თან არ წაუღია, არც ივანიშვილი წაიღებს, წარსულიდან დღემდე და მომავალშიც ვინც კი რამეს ააშენებს ქვეყნის სიმდიდრეთ დარჩება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here