ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალი რესპუბლიკა სერბეთი მოლაპარაკებას იწყებს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების ორგანიზებასა და რუსი ტურისტების მოზიდვაზე.
საკულტო რეჟისორის _ ემირ კუსტურიცას სამშობლოში არის შესანიშნავი ბუნება, სამთო-სათხილამურო კურორტები, სამკურნალო წყაროები, არქიტექტურის ძეგლები, გემრიელი ღვინო და კერძები, ცნობილი რაკია და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის გულწრფელი სიყვარული მოძმე რუსეთისადმი.