Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ სწრაფად კარგავს პოზიციებს სამხრეთ ამერიკაში

აშშ სწრაფად კარგავს პოზიციებს სამხრეთ ამერიკაში

1004
აშშ სწრაფად კარგავს პოზიციებს სამხრეთ ამერიკაში

სამხრეთ ამერიკაში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. ამჟამად ეკვადორში რაც ხდება, ნამდვილირევოლუციაა”, სახელმწიფო გადატრიალების სახით.

ეკვადორის დედაქალაქი კიტო საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხის ხელშია _ ხალხმა გააძევა აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ხელდასხმული მმართველი. პრეზიდენტი და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა სასწრაფოდ გაიქცა “სათადარიგო აეროდრომიდან” ქალაქ გუაიკილში და იქ ელოდება, რას გადაწყვეტს ვაშინგტონი.

ეს ვითარება აშშ-ისთვის უკიდურესად არახელსაყრელია. აგრესიის გამომჟღავნება და ეკვადორის პრეზიდენტ მორენოსთვის კარტბლანშის მიცემა სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად აშშ-ისთვის ნიშნავს იმას, რომ დამარხოს თავისი “მემარჯვენე” პოლიტიკა რეგიონში და ასეთივე უფლებები მისცეს მთავარ ოპონენტს _ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს.

მოვლენები დინამიკურად ვითარდება და უახლოეს დღეებში ჩვენ მოვისმენთ ინფორმაციას “რევოლუციის გამარჯვების” თაობაზე.

სამხრეთამერიკული ნამცხვრის მნიშვნელოვანი ნაჭერი, არგენტინის სახით, არჩევნების მეორე ტურის ზღურბლზეა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურშიმოულოდნელადკარგად გამოვიდნენ ალბერტო ფერნანდესის მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები და ხმების 48% მოაგროვეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაცმემარჯვენეებმასარეკორდო ოდენობის კრედიტი (65 მლრდ დოლარი) მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. არგენტინის ყიდვა არ გამოვიდა და ახლა ამ ფულის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვითარება ისე რთულია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებიც კი შეაჩერესმიგ-29”-ების შესყიდვაზე. უნდოდათ, ასე ვთქვათ, რუსეთის დუმილი ეყიდათ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი მოკრივის სავარჯიშო დასარტყამ “მსხლად” იქცა რეგიონის მემარცხენეებისთვის. მადურომ პირდაპირ დაადანაშაულა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკვადორში შექმნილ ვითარებაში და იმაშიც, რაც არგენტინაში მოხდა.

გაზაფხულზე გამართული სამხედრო მანევრების შემდეგ მადურო მშვენივრად არის ვენესუელაში. დღეს ის დიდ დროს ხარჯავს ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე, განახორციელა კრიპტოვალუტის ლეგალიზება ქვეყანაში. ასე რომ, საკუთარი “პეტროს” მოთხოვნა და კონვერტაცია სწრაფი ტემპით წაიწევს წინ. ამასთანავე, აგროსამრეწველო კომპლექსში იმპორტის ჩანაცვლების რუსულ გამოცდილებაზე ვენესუელაში საკმაო მოთხოვნაა, ამიტომ რუსული კომპანიები კარტბლანშს იღებენ ამ ქვეყანაში.

რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი ოქტომბრის დასაწყისში კუბას ეწვია და პირადად დაესწრო ნავთობსაბადო ბოკა დე ხარუკოს პირველი ჭაბურღილის სტარტს. რუსული კომპანიები კუბაზეც იწყებენ ნავთობის მოპოვებას. ამ ფონზე კუბამ ვალების გასტუმრებაზეც კი განაცხადა თანხმობა. კუნძულის გეოპოლიტიკური განლაგების გათვალისწინებით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

მშვიდად ვერ არის ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუც, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ხელდასხმული მმართველი. ბრაზილიის, ამ დიდი სამხრეთამერიკული ქვეყნის, სად შეყვანა-გაერთიანებას არ ცდილობენ, ნატოშიც კი, მაგრამ არაფერი გამოდის. აი კონფლიქტი კი ბრაზილიასა და ევროკავშირს შორის გარდაუვალია. ამაზონის ტყეები კვლავ იწვის, ევროკავშირელ პოლიტიკოსებს ეს ხანძრები ხელსაყრელ საბაბად მიაჩნიათ ეკონომიკური ინიციატივების შესაჩერებლად. საფრანგეთის განცხადება, რომ ბრაზილიის ეკოლოგიური პოლიტიკის გამო მხარს არ დაუჭერს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ბლოკს _ მერკოსურს (სამხრეთი ამერიკის საერთო ბაზარი; ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაის, პარაგვაისა და ვენესუელის ეკონომიკურ-პოლიტიკური შეთანხმება) შორის, ამ შეთანხმების რატიფიკაციას საფრთხეს უქმნის.

ამ საკითხის მოსაგვარებლად საქმეში ვატიკანიც კი ჩართეს _ სამხრეთ ამერიკაში ხომ ძალიან ძლიერია კათოლიკური ეკლესიის გავლენა. ღვთისმსახურებისას რომის პაპმა ფრანცისკემ ილაპარაკა ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძარზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესია წინ უნდა აღუდგეს “ახალი კოლონიალიზმის” საფრთხეს.

ევროპელებმა კონკურენტებს კიდევ დაარტყეს როგორც ბრაზილიაში, ისე აშშ-ში.

ევროკომისიამ დაიწყო გამოძიება ბრაზილიური ავიასამშენებლო კომპანია EMBRAERისა და ამერიკული კორპორაცია BOEINGის მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნის დაგეგმვის გამო. ევროკომისიის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ეს გარიგება ნეგატიურად აისახოს კონკურენციაზე ავიაციის სფეროში. ამ მოვლენების ფონზე აშშის მიერ მოწყობილი იმპიჩმენტის შედეგად ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული დილმა რუსეფი რეგიონში მემარცხენე მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. ბრაზილიელი მემარცხენეები აქტიური პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადებიან. ამის საბაბი მათ საკმარისზე მეტი აქვთ, მაგალითად, ბოლსონარუს თანაპარტიელი და მისი მთავრობის ერთერთი მინისტრი. ბრაზილიის პროკურატურამ ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა ტურიზმის მინისტრი მარსელუ ენრიკე ტეიშეირე დიასი. მინისტრი ეჭვმიტანილია მინასჟეირაისის შტატის კონგრესში ყალბი კანდიდატების რეგისტრაციაში. ამით დიასი თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის მეტი ფინანსების გამოყოფას ცდილობდა.

ტეიშეირე დიასი პრეზიდენტ ბოლსონარუს თანაპარტიელია. ორივე სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრია.

ასე რომ, რეგიონში აშშ-ის პოლიტიკის ყველა ძირითადი ბურჯი სერიოზულად შეირყა. რეგიონში აშშ-ის მთავარი კოლონიის _ კოლუმბიის _ საქმეც არ მიდის კარგად. იქ რევოლუციურმა შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს შეიარაღებული ბრძოლა ვაშინგტონის მიერ დანიშნული ხელისუფლების წინააღმდეგ.

მექსიკაშიც კი სახელმწიფო სტრუქტურები ახლოს არიან კოლაფსთან და იქაც პოპულარობას იხვეჭს მემარცხენე იდეები. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი რაღაცას ხვდება და ტყუილუბრალოდ არ აშენებს კედელს მექსიკასთან.

ასე და ამრიგად, 2018 წლიდან აშშ სწრაფად კარგავს პოზიციებს რეგიონში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here