ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილო–აღმოსავლეთ სირიიდან სამხედრო დანაყოფები გაჰყავს და “ისლამური სახელმწიფოს” ტყვეებზე სრულ პასუხისმგებლობას თურქეთს აკისრებს. _ იუწყება დასავლური მედია. ამერიკული ძალები გადიან სასაზღვრო–საგუშაგო პოსტებიდანაც.
“თურქეთი სირიაში დიდი ხნის წინათ დაგეგმილ ოპერაციას იწყებს”, _ განაცხადეს თეთრ სახლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას იწყებს სასაზღვრო ზოლის ქურთული დაჯგუფებებისგან გაწმენდის მიზნით. შეერთებული შტატები არც მხარს უჭერს და არც ერთვება ამ სამხედრო ოპერაციაში.