პეკინში გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია.
ჩსრ-ს თავმჯდომარე სი ძინპინმა ჩინეთის რევოლუციის ლიდერ მაო ძედუნის მავზოლეუმი მოინახულა, მოგვიანებით კი ტიანანმენის მოედანზე სახალხო გმირების ძეგლი ყვავილების გვირგვინით შეამკო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დღე ყოველწლიურად 1 ოქტომბერს აღინიშნება. ქვეყანაში იმართება საზეიმო დემონსტრაციები მილიონობით ადამიანის მონაწილეობით.
მიმდინარე წელს პეკინში ჩატარდება სამხედრო მიღებაც.