Home სხვადასხვა დაიჯესტი დიქტატორი _ დასავლეთისთვის და გმირი _ აფრიკელებისთვის

დიქტატორი _ დასავლეთისთვის და გმირი _ აფრიკელებისთვის

ზიმბაბვე მუგაბეს გამოეთხოვა

976
დიქტატორი _ დასავლეთისთვის და გმირი _ აფრიკელებისთვის

ქვეყნის ამჟამინდელმა მეთაურმა ემერსონ მნანგაგვამ მასეროვნული გმირისწოდება მიანიჭა. “რობერტ მუგაბე მიეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებმაც თავისი ბრძოლით აფრიკა კოლონიური უღლისგან გაათავისუფლეს. ამას არასოდეს არ დაივიწყებს არც მადლიერი ზიმბაბვე და არც აფრიკის დანარჩენი მოსახლეობა”, – განაცხადა მან. მუგაბესეროვნული გმირების აკრისსახელწოდებით ცნობილ გამორჩეულ ადამიანთა სასაფლაოზე დაკრძალავენ და სახელმწიფო პატივს მიაგებენ.

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შედეგად სიცოცხლის 96-ე წელს გარდაიცვალა, ბევრი აფრიკელის მეხსიერებაში დარჩება, როგორც მებრძოლი გმირი აპარტეიდის წინააღმდეგ და ლიდერად, ბოლო მოუღოს ყოფილი კოლონისტი სახელმწიფოების ბატონობას.

1980 წელს სრულიად ზიმბაბვე მიესალმა რობერტ მუგაბეს, ის სათავეში ჩაუდგა მთავრობას ქვეყნისა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ახალი პრემიერმინისტრი კოლონიალიზმისა და აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად მიიჩნეოდა. დაახლოებით ათი წელიწადი მან ციხეში გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კი მეზობელ მოზამბიკში გაიქცა და იქიდან ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ბრძოლას კოლონიური ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი მმართველობის პირველ წლებში ზიმბაბვე, როგორც უწინ, აფრიკის მთავარი ბეღელი იყო. შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, უკეთესი მომავლის იმედი კი გაძლიერდა; იმ წლებში ზიმბაბვეში შემოიღეს განათლების ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა; ქვეყანა გახდა ჩემპიონი უწიგნურობის ლიკვიდაციის ტემპის მიხედვით და გაუსწრო მეზობელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.

მუგაბეს წინააღმდეგ გააქტიურდა ყოფილი ევროპული მეტროპოლიების მიერ წაქეზებული ოპოზიცია. მუგაბეს პასუხმაც არ დააყოვნა _ დაიწყო სასტიკი რეპრესიები. მუგაბემ ოპოზიციის ლიდერები ნეოკოლონიალიზმისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა. “ზიმბაბვე არასოდეს აღარ იქნება კოლონია”, _ ამბობდა მუგაბე. 2000-იანი წლების დასაწყისში მან დაიწყო მიწის რეფორმა. იმ მომენტში ნაყოფიერი მიწების 70% უცხოელ თეთრკანიან ფერმერებს ეკუთვნოდათ. მათ მიწები წაართვეს, ბევრი ქვეყნიდან გაიქცა. რობერტ მუგაბე დასავლეთის თვალში საბოლოოდ იქცა დიქტატორად, როცა კატეგორიულად გაილაშქრა ქვეყანაში სექსუალური გადაგვარებულობის იმპორტის წინააღმდეგ. მან, ფაქტობრივად, არ დაუშვა ქვეყანაში გარყვნილების დანერგვა “უფლებებისა და თავისუფლების” ნიღბით. ბევრი აფრიკელისთვის მუგაბე არის გმირი, რომელიც წინ აღუდგა ყოფილი კოლონისტი სახელმწიფოების ბატონობას და დაიცვა თავისი ქვეყნისა და, საერთოდ, აფრიკის მოსახლეობის ინტერესები.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here