Home სხვადასხვა დაიჯესტი ნიდერლანდებში ევთანაზიის დახმარებით კანონიერად მოკლეს მოზარდი

ნიდერლანდებში ევთანაზიის დახმარებით კანონიერად მოკლეს მოზარდი

ჰოლანდიაში 17 წლის ქალიშვილმა ნოა ფოტჰოვენმა, რომელიც დეპრესიაში იმყოფებოდა გაუპატიურების გამო, სასამართლო და ბიუროკრატიული გაჯანჯლების გზა იმისთვის განვლო, რომ მოეპოვებინა ევთანაზიის ნებართვა, _ იუწყება ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail. 

თავის წიგნში “გავიმარჯვო თუ ვისწავლო”, რომელიც ნოამ 16 წლისამ დაწერა, მოგვითხრო, რა დიდხანს ეძებდა სიცოცხლის ძალას, მაგრამ სულ უფრო ითრგუნებოდა პოსტრავმატული სტრესული დეპრესიისგან. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საავადმყოფოს, ბევრი ექიმი-ფსიქიატრის ხელში გამოიარა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერმა უშველა, ამიტომ გადაწყვიტა, ევთანაზიის დახმარებით განშორებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას.

2001 წელს ნიდერლანდები გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ევთანაზია. პროცედურა ნებადართულია 12 წლიდან იმ პირობით, თუ ავადმყოფი აუტანლად იტანჯება და მისი გამოჯანმრთელების შანსი თითქმის არ არის. ამასთან, 17 წლის ადამიანებისთვის პროცედურის ჩასატარებლად საჭირო არ არის მშობლების ნებართვა. სასიკვდილო ინიექციის გაკეთება შეუძლია თავად პაციენტს ან მის მკურნალ ექიმს.

გამოცემა იუწყება, რომ 2017 წელს ნიდერლანდებში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ევთანაზიას მიმართეს, 6585 შეადგინა, რაც ყველა გარდაცვლილის 4,4 პროცენტია.

ნიდერლანდელი ექიმები ვერ აუდიან ევთანაზიის მსურველებს, რომელთა შორის არა მხოლოდ უკურნებელი სენით დაავადებულები არიან, არამედ “სევდიანი და ცხოვრების აზრდაკარგული” ადამიანებიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here