Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპმა “ნიუ იორკ თაიმსის” სტატიას მოღალატური უწოდა

დონალდ ტრამპმა “ნიუ იორკ თაიმსის” სტატიას მოღალატური უწოდა

ამერიკული პრესა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლას ცდილობს

დონალდ ტრამპმა “ნიუ იორკ თაიმსის” სტატიას მოღალატური უწოდა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა The New York Timesში გამოქვეყნებულ მასალას, რომლის თანახმადაც, აშშის სპეცსამსახურებმა ბოლო წლის განმავლობაში აქტიურად დაიწყეს რუსეთის ენერგოსისტემაში დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, ტრამპის განცხადებით, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

“შეგიძლიათ თუ არა, დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს”, _ წერს ტრამპი “ტვიტერის” გვერდზე.

ტრამპის თქმით, ამას “ოდესღაც უდიდესი გაზეთის” მხრიდან მოღალატურ საქმიანობად მიიჩნევს, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს ნებისმიერ ისტორიას, თუნდაც ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, დღეს კორუფციაში ჩაფლული მედია ყველაფრისთვის მზად არის.

“ისინი ყველაფერს გააკეთებენ ან განაცხადებენ, რაც გნებავთ ისე, რომ ოდნავადაც არ დაფიქრდებიან მოსალოდნელ შედეგებზე”, _ განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ისინი ნამდვილი მშიშრები არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here