აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეცვლის ადამიანის უფლებების ფორმულირებას “ბუნებრივი კანონისა და ბუნებრივი უფლებების” საფუძველზე, _ იუწყება ტელეკომპანია ABC News–ი.
სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ მსოფლიოში ადამიანის უფლებების უფრო ეფექტიანად დასაცავად ამერიკელ დიპლომატებს უნდა ჰქონდეთ ამ ცნების ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება.
“მნიშვნელოვანია, როგორ გვესმის ადამიანის უფლებები ჩვენი დიპლომატიური მუშაობის ჩარჩოებში”, _ განაცხადა მან.
პომპეოს განცხადებამ იმ ლიბერალურად განწყობილი უფლებადამცველების, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც ქალების, სექსუალური და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვით არიან დაკავებულნი. ისინი შიშობენ, რომ სიტყვები “ბუნებრივი უფლება” შეიძლება აღმოჩნდეს სინონიმები სიტყვებისა “ღვთის ნება”, როგორც ეს ხშირად ხდება კონსერვატიულად მოაზროვნეთა ნაშრომებში.
კერძოდ, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ჯორჯი თავის წიგნში “ბუნებრივი უფლებების დასაცავად” მოუწოდებს, რელიგიური ფასეულობების შესაბამისად შეიზღუდოს გეების უფლებები და აბორტის უფლება.
როგორც უფლებადამცველებმა შეიტყვეს, პროფესორი ჯორჯი იმ კომისიის სავარაუდო წევრთა შორის არის, რომლის შემადგენლობაც მაიკ პომპეომ უნდა დაამტკიცოს.