“თალიბანის” ლიდერმა ჰაიბატულა ახუნძადამ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ამის თაობაზე წერს Al Jazeera.
თალიბანის ლიდერი ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნების ჯარები “განწირული არიან დამარცხებისთვის”.
“არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ წყალს გადავასხამთ და ჩავაქრობთ ჯიჰადის ფრონტებზე აგიზგიზებულ ცეცხლს ან დავივიწყებთ ჩვენ მიერ 40 წლის განმავლობაში გაღებულ მსხვერპლს, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. “თალიბანის” ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ წარმატების ეტაპს უახლოვდება”, _ ნათქვამია ახუნძადას განცხადებაში.
“თალიბანი” ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს 1996-2001 წლებში მართავდა.
დაჯგუფების მმართველობა ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დასრულდა, მაშინ, როდესაც აშშ-მა ძალისხმევა ავღანეთისკენ მიმართა.