Home ახალი ამბები მსოფლიო ლატვიის ხელისუფლებას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ

ლატვიის ხელისუფლებას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ

ედვინს ბერზინში

ლატვიის რკინიგზის ხელმძღვანელმა ედვინს ბერზინშმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, მაგალითი აიღოს ესტონეთისგან და მოილაპარაკოს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე, სხვა შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა განადგურდება, _ იუწყება რადიო Sputnik (ლატვია).

ლატვიის სარკინიგზო კომპანია Latviias dzelzcels (LDz) ხელმძღვანელ ედვინს ბერზინშს მიაჩნია,რომ ეკონომიკა ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. ქვეყნის “ხელისუფლებამ მაგალითი უნდა აიღოს ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდისგან, რომელმაც მოიპოვა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის უფლება”, _ განაცხადა ბერზინშმა, რომელიც შიშობს, რომ ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრა რფ-ის მეთაურთან ხელს შეუწყობს რუსული ტრანზიტის შენარჩუნებას ესტონეთის პორტების გავლით, ეს კი რუსულ ტვირთებს “ჩამოაცილებს” ლატვიის რკინიგზას. ეს რომ არ მოხდეს, ლატვიის ახალი პრეზიდენტი, ვინც უნდა გახდეს ის, კალიულაიდის მსგავსად, კრემლს უნდა ესტუმროს და გამართოს მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან, რათა ლატვიის ეკონომიკამ თავიდან აიცილოს შესაძლო საფრთხეები.

სახელმწიფოთაშორისი დიალოგი ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური სქემების ოპტიმიზაციასა და ეკონომიკის სტაბილურობას. ბერზინში ვარაუდობს, რომ რუსული ტვირთები ესტონეთის პორტებისა და ოქტომბრის სახელობის რკინიგზის ხაზის გავლით ლენინგრადის ოლქში გადაიზიდება. ამ სქემის რეალიზება სავსებით შესაძლებელია, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი პირები შეხვდებიან ვლადიმერ პუტინს.

ეს კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ლატვიისა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების კონკურენტი ფინეთი ხდება. ეს სახელმწიფო, ისევე, როგორც ლიტვა, შედის საბჭო 1520-ში _ ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს რუსული სტანდარტის სარკინიგზო ხაზის მქონე ქვეყნებს. ფინელები თავიანთ სატრანზიტო სტრატეგიას აგებენ პრაგმატულად, მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით. აპრილის დასაწყისში რუსულმა “რუდ ლოგისტიკამ” ფინეთთან გააფორმა ხელშეკრულება გადაზიდვის სქემების შესახებ, რამაც ფინეთი ლატვიის სერიოზულ კონკურენტად აქცია. რუსოფობიური პოზიციის გამო ბალტიისპირეთის სახელმწიფოები რუსეთის სახით მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს კარგავენ. მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება ალტერნატიული სატრანზიტო ქსელის განვითარებაზე, რომელსაც შეხება არ ექნება ბალტიისპირეთის ქვეყნების სატრანზიტო პუნქტებთან. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ლატვიას რუსული ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში სხვა გზა არ დარჩება, თავისი პორტების ჯართში ჩაბარების გარდა.

P.S. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრაგმატული ბიზნესი ცდილობს, გავლენა იქონიოსევროპელი და ატლანტიკელი პარტნიორებისმკაცრ კონტროლში მოქცეულ პოლიტიკაზე. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამპარტნიორებსფეხებზე ჰკიდიათ როგორც ბალტიისპირეთი, ისე მისი ბიზნესი და იქ მცხოვრები ადამიანები.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here