Home ახალი ამბები მსოფლიო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა

15 აპრილს ცეცხლი გაუჩნდა საფრანგეთის ერთერთ მნიშვნელოვან რელიგიურ საკულტო ნაგებობას _ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს (ნოტრდამს). მეხანძრეები ცეცხლს 9 საათზე მეტ ხანს აქრობდნენ.

ცნობილია, რომ ტაძარში განადგურებულია XIII საუკუნის მრგვალი სარკმლები, შპილი და სახურავი.  გადარჩა თითქმის ყველა რელიკვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა, 1163-დან 1345 წლამდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here