აშშ–ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპუბლიკელი რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამერიკული მედიაორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
გამოკითხვა კრისტოფერ ნიუპორტის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელი ამომრჩევლების 86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკის მთავარი მედიაორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, დემოკრატი ამომრჩევლების 69% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ასევე არ ეთანხმება ნეიტრალური ამომრჩევლების 63%. რესპონდენტების სრული რაოდენობის 57% კი ამ მოსაზრებას ეთანხმება.
ცენტრის დირექტორის მოადგილემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრესის მიმართ უნდობლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ.