Home სხვადასხვა დაიჯესტი ვნებააღძრული “ბულდოგი” დააპატიმრეს

ვნებააღძრული “ბულდოგი” დააპატიმრეს

719
ვნებააღძრული “ბულდოგი” დააპატიმრეს

დიდ ბრიტანეთში 38 წლის პოლიციელმა პიტერ დრამონდმა, რომელიც ანტიტერორისტული ქვედანაყოფის თანამშრომელია, გააუპატიურა 14 წლის მოსწავლე გოგონა, _ იუწყება ტაბლოიდი The Sun.

პოლიციელის მეტსახელია “ბულდოგი”.

დანაშაული “ბულდოგმა” 2017 წლის ნოემბერში ჩაიდინა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი გოგონას ოთახში ფანჯრიდან გადაძვრა და მხეცურად გააუპატიურა. მშობლები იმ დროს შინ არ იყვნენ. შეშინებულ და გაოგნებულ გოგონას მომხდარის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ ახლობლებმა შეამჩნიეს, რომ ხასიათი შეეცვალა. ერთი თვის შემდეგაც პოლიციელმა იგივე გაიმეორა. ამჯერად გოგონამ ხმა ამოიღო და მშობლებს გაანდო თავისი უბედურება. დედ-მამამ პოლიციას მიმართა.

2017 წლის დეკემბერში “ბულდოგი” დააპატიმრეს, საქმის გამოძიება ახლახან დასრულდა. სამართალში მიცემულმა დაადასტურა, რომ სექსუალურ ურთიერთობას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ურთიერთთანხმობით და დაზარალებულმა თითქოს უთხრა მოძალადეს, რომ 17 წლისა იყო. გოგონა უარყოფს. პოლიციელი ამბობს, რომ სექსუალური კონტაქტის შემდეგ მან გოგონას “საჩუქარი” მიართვა, ანგარიშზე 30 ფუნტი გადაურიცხა. ამ ფულით გოგონამ ახალი ფეხსაცმელი იყიდა, რაც, მამაკაცის აზრით, ადასტურებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here