ჯგუფური გაუპატიურების ეს ფაქტი ფინეთის ქალაქ ოულუში მოხდა. სამართალდამცველთა მონაცემებით, მიგრანტებმა 15 და 17 წლის გოგონებზე იძალადეს. დანაშაული გასული კვირის უქმე დღეებში ერთ–ერთ კერძო ბინაში მოხდა. ცხელ კვალზე მხოლოდ ერთი დამნაშავის დაკავება შეძლეს: “ეს უცხოელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ფინეთში”, _ აღნიშნავენ სამართალდამცველები.
ამ ქალაქში უკვე 9 ასეთი შემთხვევა აღირიცხა. ახლახან კი გაუპატიურება ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მოხდა. დამნაშავეთა უმეტესობა ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩავიდა. გაირკვა, რომ მოძალადეთაგან ზოგიერთს უკვე მიღებული აქვს ფინეთის მოქალაქეობა. ამ სახის დანაშაულების გამოძიება გრძელდება.