ვენესუელის ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ვითარებას ქვეყანაში. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ არის, _ განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ნიკოლას მადურომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
“ვენესუელელ ხალხს სჭირდება ეკონომიკის აღორძინება, მშვიდობა, კონსტიტუციური სტაბილურობა და არა ახალი სახელმწიფო მეთაურის არჩევნები”, _ ხაზი გაუსვა პოლიტიკოსმა. მისი თქმით, “დასავლეთი ცდილობს, განახორციელოს გეგმა ვენესუელის ბუნებრივი სიმდიდრეების ხელში ჩაგდების შესახებ. ვითარების დესტაბილიზაციისთვის კი ქვეყანაში ჩანერგეს “მეხუთე კოლონა”.
პრეზიდენტს, ამასთანავე, მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ნაციონალური ასამბლეის ხელახალი არჩევა. “მე გთავაზობთ ნაციონალური ასამბლეის ხელახალ არჩევნებს. მსურს, ვიხილო ადამიანები, რომლებიც ხმას მისცემენ ახალ პარლამენტს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვითარების დარეგულირებას, ვენესუელის სტაბილიზაციას”, _ აღნიშნა მადურომ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს “მონტევიდეოს მექანიზმს”, რომელიც შექმნა ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგის მოძებნის მიზნით. “ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც მივყავართ დიალოგთან, გაგებასთან ვენესუელელებს შორის”, _ განაცხადა პრეზიდენტმა მადურომ.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა