Home ახალი ამბები მსოფლიო ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას აშშ წარმართავს

ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას აშშ წარმართავს

ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას აშშ წარმართავს

გაეროს უშიშროების საბჭოში ვერ შეთანხმდნენ, რომ ვენესუელაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე ერთობლივი განცხადება მიიღონ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვენესუელის საკითხის გამოტანით შეეცადა რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩარევის გამართლებას. მოსკოვმა ამერიკის მიერ წარდგენილ დოკუმენტში შეიტანა ცვლილებები, მაგრამ ვენესუელის სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვა არ არის აშშის საგარეო პოლიტიკის მიზანი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაშინგტონი მსოფლიოს თვალწინ ცდილობს, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება სხვა ქვეყანაში და მიანიშნებს, რომ საამისოდ ძალის გამოყენებასაც არ მოერიდება.

უშიშროების საბჭოს სხდომამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა შეიტანა წინადადება, უარი ეთქვათ აშშ-ის მიერ შეტანილ დღის წესრიგზე “სიტუაცია ვენესუელაში” და შეეცვალათ იგი საკითხით “ვენესუელის საშინაო საკითხებში ჩარევის შესახებ”. შესავალ სიტყვაში ნებენზიამ განაცხადა, რომ ის, რაც ამჟამად ვენესუელაში ხდება, საშიში არ არის არც რეგიონის, მით უფრო, არც მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. პირიქით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა არის დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი მუხტი.

უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ შეტანილ დღის წესრიგს: უშიშროების საბჭოს 15 სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან ცხრამ მოიწონა ეს დღის წესრიგი (“სიტუაცია ვენესუელაში”), ოთხმა ხმა არ მისცა (რუსეთმა, ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და ეკვატორიულმა გვინეამ), ორმა წარმომადგენელმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას აშშ წარმართავს

თავის გამოსვლაში რუსმა დიპლომატმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოსთხოვა, გარკვევით გაეცა პასუხი შეკითხვაზე _ აპირებს თუ არა ვაშინგტონი გაეროს წესდების დარღვევას და სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ძალის გამოყენებას. სწორედ აქ, ამ დარბაზში, უნდა გაისმას გულწრფელი პასუხი, მზად არის თუ არა ვაშინგტონი, კიდევ ერთხელ დაარღვიოს გაეროს წესდება”, _ ხაზგასმით განაცხადა ნებენზიამ.

ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას აშშ წარმართავს

ანალოგიური შეკითხვებით პომპეოს უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგაც მიმართეს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავი აარიდა მათზე პასუხის გაცემას: “ისინი (ეს შეკითხვები) ეხება იმას, თუ შემდეგ რას მოიმოქმედებს აშშ. მე არც ვარაუდებს წარმოგიდგენთ, არც ჰიპოთეზებს. ვიცი მხოლოდ, რომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ ვენესუელელ ხალხს”. ამასთანავე, მან განაცხადა: “სხვა ქვეყნებს დაუდგათ დრო, რათა ამოირჩიონ მხარე. ამას იქით _ არავითარი გაჭიანურება, არავითარი თამაშები. ან თავისუფლების ძალების გვერდით ვდგავართ, ან მადუროს და მისი ქაოსის გვერდით. ვიმედოვნებ, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას. ჩვენ დიალოგს გავმართავთ ყველა ქვეყანასთან, რუსეთისა და ჩინეთის ჩათვლით”.

ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას აშშ წარმართავს

თავის მხრივ, გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მა ჯაოსიუნმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ვენესუელის საქმეებში რაიმე სახით ჩარევის წინააღმდეგია, რადგან ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არავითარ საფრთხეს არ უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას. “ვენესუელაში სტაბილურობის შენარჩუნება და მისი განვითარების მხარდაჭერა ყველა ქვეყნის ინტერესს უპასუხებს”, _ განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, რომ საშინაო პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ ამ ქვეყნის ხალხის საქმეა.

ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას აშშ წარმართავს

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა თქვა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მზად არის, დიალოგი გამართოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩათვლით, მაგრამ უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს არა ვენესუელაში შექმნილი სიტუაცია, არამედ მის საშინაო საქმეებში აშშ-ის უხეში ჩარევის საკითხი.

აუცილებელია ამ საკითხის შესწავლა და მათი დასჯა, ვინც ამ სახელმწიფო გადატრიალების უკან დგას. ამჯერად აშშ სახელმწიფო გადატრიალების უკან კი არ დგას, არამედ წარმართავს მას”, _ ხაზგასმით განაცხადა არეასმა.

მან შეახსენა უშიშროების საბჭოს წევრებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა აშშ-თან ურთიერთობის დამყარებას ქვეყნის სათავეში უგო ჩავესის მოსვლის (1999 წლის) შემდეგ, მაგრამ ყველა ძალისხმევა ამერიკის მხარემ დაბლოკა.

ეროვნული პოლიტიკის საკითხებში ნიკარაგუის პრეზიდენტის მდივანმა პოლ ჰერბერტ კელიმ ვენესუელის პრეზიდენტს მხარდაჭერა დაუდასტურა. განაცხადა, რომ ნიკარაგუა გაეროს უშიშროების საბჭოში მონაწილეობს, რათა განაცხადოს, რომ მხარს უჭერს მშვიდობას და სოლიდარულია ვენესუელის მთავრობისა და ხალხის მიმართ, “ასევე, კანონიერად არჩეული პრეზიდენტის, ჩვენი ძმის _ ნიკოლას მადუროს მიმართ”. მან მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს “მტრული ქმედება” ვენესუელის წინააღმდეგ.

მექსიკის წარმომადგენელმა, ქვეყნისა, რომელიც მადუროს მხარეს დგას, თქვა, რომ მისი ქვეყანა, ურუგვაისთან ერთად, მზად არის, იკისროს შუამავლობა კრიზისის გადაწყვეტის პროცესში. “დარწმუნებულები ვართ, რომ შესაძლებელია მოლაპარაკების გზით პრობლემის განმუხტვა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ საშუამავლო დახმარებას”.

მიმომხილველების აზრით, ვაშინგტონი ცდილობს, ვენესუელის შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით გაამართლოს. თუ აშშ განაგრძობს ცალმხრივად, საკუთარი ინიციატივით მოაგვაროს საკითხები ვენესუელაში, მას ჩარევა უნდა ვუწოდოთ და სხვა არაფერიამ გზით ცდილობენ ამერიკელები ჩარევის ლეგიტიმიზაციას”, _ ასკვნიან ანალიტიკოსები.

და ბანი მისცა გუნდმა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ულტიმატუმით მიმართეს ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მოსთხოვეს, რვა დღის ვადაში დანიშნოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი, პარიზი, მადრიდი და ლონდონი სახელმწიფოს მეთაურად გამოაცხადებენ ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს.

“ვენესუელის ხალხმა თავისუფლად და უშიშრად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. თუ რვა დღის განმავლობაში არ დანიშნავთ არჩევნებს, ჩვენ მზად ვიქნებით, დროებით პრეზიდენტად ვაღიაროთ ხუან გუაიდო, რომელიც მოახდენს ამ პოლიტიკური პროცესის ინიცირებას”, _ განაცხადა გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა მარტინა ფიტცმა.

ანალოგიური განცხადება გამოაქვეყნა საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხზე მუშაობს.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე პედრო სანჩესმა ტელემიმართვაში ესპანეთის ხელისუფლებას ასევე განუსაზღვრა რვა დღე “თავისუფალი, პატიოსანი და გამჭვირვალე არჩევნების გამოსაცხადებლად” და დასძინა, რომ ვენესუელა, “დიდი ხანია, განიცდის პოლიტიკურ, დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს”.

“ესპანეთი მიესალმება თავისუფალ ამერიკულ საზოგადოებაში ყოფნას და ყოველთვის იქნება ვენესუელასთან ერთად. ჩვენი მიზანი არ არის მთავრობების დანიშვნა და გადაყენება. ჩვენ გვსურს დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები ვენესუელაში”, _ დასძინა სანჩესმა.

ამ განცხადებებს შეუერთდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაც. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ვენესუელის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და, მაშასადამე, “მადურო არ არის ქვეყნის ლეგიტიმური ლიდერი”. ჰანტმა ისიც განაცხადა, რომ ლონდონს განზრახული აქვს, დროებით პრეზიდენტად გამოაცხადოს ხუან გუაიდო, რომელიც “პოლიტიკურ პროცესს დემოკრატიის მიმართულებით წარმართავს”.

მოგვიანებით, უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას, ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ, ასევე, ევროპული დიპლომატიის მეთაურმა ფედერიკა მოგერინიმ გაიზიარეს მოთხოვნები, რომლებიც ვენესუელის ხელისუფლებას აშშ-ის მოკავშირეებმა წაუყენეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ში პირველი განცხადება ვენესუელის თაობაზე ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ პენსმა გააკეთა და ეს განცხადება თითქმის შეუნიღბავად ამბობდა, რომ აშშ ჯარების შეყვანას აპირებდა ვენესუელაში. ამერიკის ეს გეგმები ფრიად არია რუსეთის და ჩინეთის ოფიციალურმა რეაქციამ, რომლებმაც არაორაზროვნად მიანიშნეს “არაპროგნოზირებად გართულებებზე”. სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ ევროპელები შეეშველნენ ამერიკას და უკვე “რვა დღის ვადაში ახალი არჩევნების” ჩატარება მოითხოვეს, რათა აშშ-ს დრო მოეგო და ახალი ტაქტიკა შეემუშავებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმ სინქრონულობით, რომელიც ევროპის დედაქალაქებიდან ულტიმატური ფორმით გაისმა ვენესუელის ხელისუფლების მისამართით: “ამ ყველაფრის უკან აშკარად ჩანს ვაშინგტონის დირიჟორის ჯოხი”. ის, რაც ხდება, მხოლოდ ამძაფრებს ვენესუელის შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ხოლო გარედან სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა სტიმულს აძლევს რესპუბლიკაში ყველაზე რადიკალური განწყობილებების გაღვივებას. ამასთან ერთად, მოსკოვში განაცხადეს, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ვენესუელის პრობლემის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესს.

ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონმა “ცხელ კვალზე” ვენესუელაში აშშ-ის სპეცწარმომადგენლად დანიშნა ელიოტ აბრამსი, რომელიც თვალსაჩინო ფიგურაა სპეცსამსახურების სივრცეში _ იგი აშშ-ს უმზადებდა ნიადაგს ერაყში შესაჭრელად.

ანალიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ასეთი ერთობლივი პოზიციით და ასე ოპერატიულად განხორციელებული მოქმედება რიგი ქვეყნების დიპლომატიის ორმაგი სტანდარტების აშკარა დადასტურებაა.

“გუაიდო სახალხო არჩევნების ან რომელიმე სხვა საკანონმდებლო პროცესის შედეგი არ არის, იგი თვითმარქვიაა, რომელიც დაუყოვნებლივ აღიარეს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერად”, _ ასკვნიან ექსპერტები და აქვე მიმართავენ ბატონ მაკრონს: “ფრიად უცნაურია, მხარი დაუჭირო სხვა ქვეყნის პროტესტანტებს და გამოხვიდე საკუთარ ქვეყანაში შენი პროტესტანტების წინააღმდეგ. ეს არის ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური დემონსტრაცია”.

ყაჩაღობა ძლიერის უფლებით

ინგლისის ბანკმა უარი უთხრა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების მიცემაზე. ამ ინფორმაციას ავრცელებს “ბლუმბერგი” საფინანსო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა, თხოვნით მიმართეს ბრიტანელ კოლეგებს, ნიკოლას მადუროსთვის გაეუქმებინათ უცხოეთში განთავსებული მისი აქტივები. ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს, ვენესუელის ხელისუფლებას აღუკვეთოს მოგების ყველა წყაროზე წვდომა.

26 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენესუელის აქტივების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ ვენესუელის თვითმარქვია პრეზიდენტს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს. “ჩვენ გამოვიყენებთ ეკონომიკურ და დიპლომატიურ საშუალებებს, რათა ვენესუელის მთავრობის ტრანზაქციები შეეფარდოს ხუან გუაიდოს პრეზიდენტად აღიარების შემდგომ შექმნილ სიტუაციას”, _ ნათქვამია აშშ-ის ფინანსური უწყების კომუნიკეში.

სახდეპის გუშინდელი განცხადებით, გუაიდოს აშშ-ის ბანკებში ვენესუელის მთავრობის ანგარიშებით სარგებლობის ნება დართეს.

მომზადებულია ინტერნეტში გამოქვეყნებული

მასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here