აშშ–ის კოლორადოს შტატში მცხოვრებმა ჰეიტ გლისონმა შეაქო თავისი 12 წლის შვილი მას შემდეგ, რაც ყმაწვილმა მათი საერთო ნაცნობი 41 წლის ემი გარსია მოკლა. ამ უბედური, ოთხი შვილის დედის ცხედარი იპოვეს დამწვარი ავტომანქანის უკანა სავარძელში, _ იუწყება ტაბლოიდი The Sun-ი.
მკვლელობის მოწმემ განაცხადა, რომ იმ საღამოს ჰეიტ გლისონი და გარდაცვლილი ქალი ერთმანეთს წაეკიდნენ ალკოჰოლის გამო. კაცმა ხელი დაავლო პისტოლეტს, წამოიძახა, მე მას მოვკლავო და გარეთ გავიდა თავის შვილთან ერთად. გაისმა სროლის ხმა. შინ მობრუნებულმა გლისონმა თქვა, რომ მისმა 12 წლის ბიჭმა საქმით დაადასტურა თავისი ვაჟკაცობა. მამა ამჟამად ციხეშია, ბიჭი არასრულწლოვანთა საპატიმრო ცენტრში იმყოფება.