ეს მოხდა კათოლიკურ სკოლაში, სადაც ორივე ეს “ღვთისმოსავი” მუშაობდა და ნაქურდალი თანხა, რა თქმა უნდა, ლას–ვეგასში, აზარტული თამაშების დედაქალაქში, წააგო. მათგან ერთი, მერი კრაუპერი, სკოლის დირექტორი იყო, ლანა ჩანგი კი _ მასწავლებელი.
ეს ორი მეგობარი სკოლისთვის გაღებულ მოწყალებასა და ბავშვების სწავლებისთვის გამოყოფილ ფულს იპარავდა, _ იუწყება Daily Mail.
500 ათასი დოლარი მათ 6 წლის განმავლობაში მოიპარეს. იყო სხვა საფინანსო დარღვევებიც, რომლებიც პოლიციელებმა ვერ დაადგინეს.
ლოს-ანჯელესის ეპარქიაში განაცხადეს, რომ ამ საქმეს თვითონ გაარკვევენ და სამართალდარღვევის შესახებ საქმის აღძრას არ შეეცდებიან.
გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ფინანსური თაღლითობა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია, რადგან სკოლის საფინანსო მდგომარეობა ყოველთვის დამაკმაყოფილებელი იყო.