“ის, ვინც ტალახში სვრის სტალინს, ის ტალახში სვრის საბჭოთა ხალხს; ვინც ტალახს ესვრის მის მოსწავლე მაოს, ის ტალახს ესვრის ჩინელ ხალხს. ჩვენ არ დავუშვებთ, შეურაცხყოფა მოგვაყენოს ვინმემ და ჩვენ არ დავუშვებთ, შეურაცხყოფა მიაყენონ ნათელ საბჭოთა პერიოდს და დაამცირონ საბჭოთა ხალხი, რომელსაც უღალატეს მათმა წინამძღოლებმა.
აი ამიტომ, ამიერიდან ჩინეთში სოლჟენიცინის წიგნების ადგილი კოცონზეა და არა ბიბლიოთეკის თაროებზე”.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, 2019 წლის 5 იანვრიდან ჩინეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად სოლჟენიცინის წიგნების შენახვა, გავრცელება და წაკითხვა სისხლის სამართლის წესით ისჯება.
სოლჟენიცინის წიგნები დასაწვავია, მაგრამ დაწვა უფრო პოპულარულს გახდის მათ. ამიტომ, მათ უმწიფარ მკითხველს გონება რომ არ შეულახონ, უმჯობესია, ისინი სათანადო კომენტარებით გამოიცეს.