პოლონეთის და უნგრეთის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინათ დაბლოკეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასაქმებისა და სოციალური საკითხების მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ლგბტ პირთა უფლებების ხსენება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასაქმებისა და სოციალური საკითხების მინისტრები ერთად ქმნიან ევროკავშირში არსებულ დასაქმების, სციალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის საბჭოს (EPSCO), რომელიც წელიწადში ოთხჯერ იკრიბება. სწორედ ამ საბჭოს მიერ მიღებულ განცხადებაზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები აღშფოთებულები იყვნენ პოლონეთისა და უნგრეთის პოზიციით.