Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპი აპირებს, გააუქმოს კანონი, რომლითაც უცხოელთა აშშ-ში დაბადებული შვილები ამერიკის მოქალაქეები...

დონალდ ტრამპი აპირებს, გააუქმოს კანონი, რომლითაც უცხოელთა აშშ-ში დაბადებული შვილები ამერიკის მოქალაქეები ხდებიან

დონალდ ტრამპი

აშშის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, გააუქმოს კანონი, რომლის მიხედვით უცხოელებისა და არალეგალი მიგრანტების შვილები, რომლებიც აშშის ტერიტორიაზე იბადებიან, ავტომატურად აშშის მოქალაქეები ხდებიან.

“მე სულ მეუბნებოდნენ, რომ ამისთვის საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა.  ეს არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებაც. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება ადამიანი ჩავიდეს, ბავშვი გააჩინოს და შემდეგ ეს ბავშვი ავტომატურად იღებს მოქალაქეობას და სარგებლობს ყველა უპირატესობით. ეს, უბრალოდ, სასაცილოა და უნდა დასრულდეს”, _ აღნიშნა ტრამპმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here