Home ახალი ამბები საქართველო დავით მათიკაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ისევ დაქორწინდნენ

დავით მათიკაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ისევ დაქორწინდნენ

დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” დაამტკიცეს, რომ არასდროს დაშლილან. გასაგებია, რომ მათი ეს ვითომ დაშლა და განქორწინება იყო ფარსი. ისევ დაქორწინდნენ, ისევ ერთ ხმაში მუშაობენ. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რა უნდა გამოსწორდეს, სად რა არის შესაცვლელი იმისთვის, რომ, რაც კეთდება, უკეთესად დავანახვოთ საზოგადოებას. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური ძალის დაბრუნებას. ეს არის გამორიცხული. რეალურად ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა არის ძალიან ბევრი და ეს აუცილებლად გამოიხატება მეორე ტურში. ჩვენ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოში არ დაბრუნდნენ მწამებლები”, _ განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here