Home სხვადასხვა დაიჯესტი “კოკა-კოლა” და IBM იმ კორპორაციებს შორისაა, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირ სქესიანთა ქორწიების...

“კოკა-კოლა” და IBM იმ კორპორაციებს შორისაა, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირ სქესიანთა ქორწიების ნებართვას მოითხოვენ

429
“კოკა-კოლა” და IBM იმ კორპორაციებს შორისაა, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირ სქესიანთა ქორწიების ნებართვას მოითხოვენ

ჩრდილოეთ ირლანდიის დაახლოებით ოცდაათმა კომპანიამ ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ბრიტანეთის ამ პროვინციაში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ნებართვას მოითხოვენ, _ იუწყებასიბირსკაია კატოლიჩესკაია გაზეტა”.

წერილში, რომლის ინიციატორია “Amnesty International OK”, ნათქვამია, “მეუღლეთა” გაგების გათანამედროვება აუცილებელია “ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად, ჩრდილოეთ ირლანდიის წარმატებული მომავლისთვის ასევე აუცილებელია მრავალფეოვანი, ღია და ყოვლისმომცველი საზოგადოების არსებობა. თანასწორობა ქმნის შემოქმედებით და სრულყოფილ გარემოს, რომელშიც ჩვენს ლგბტ-თანამშრომლებს შეეძლებათ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზება და რომელშიც მათ ურთიერთობებს პატივისცემით მოეკიდებიან”.

ბრიტანეთმა და ირლანდიის რესპუბლიკამ აღიარა ერთნაირსქესიანთა “ქორწინება”, ჩრდილოეთ ირლანდია კი რჩება ერთადერთ პროვინციად, რომელიც ამ უზნეობას არ აკანონებს. შარშან ბელფასტის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიას არ აქვს არავითარი საერთაშორისო ვალდებულება ქორწინების ტრადიციული გაგების შესაცვლელად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here