ნავთობის გაძვირება საშუალებას მისცემს რუბლს, თავიდან აირიდოს დანაკარგები, რომლებსაც განიცდიან სხვა განვითარებადი ბაზრების ვალუტები, _ იუწყება JP Morgan Chase&Co.
JP Morgan-ის სტრატეგები ელიან, რომ რუსული ვალუტა უახლოეს თვეებში გაუსწრებს ისეთი განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს, როგორიც არის თურქული ლირა და სამხრეთაფრიკული რენდი. ამერიკულ ბანკს მიაჩნია, რომ რუსული რუბლი სტაბილურობას შეინარჩუნებს მარტამდე, ლირა და რენდი კი თავიდან ვერ აიცილებენ, შესაბამისად, 30%-იან და 8%-იან დანაკარგებს.
რუბლმა 2,5 წლისწინანდელ მინიმუმთან შედარებით 8%-ით მოიმატა. ეს მოხდა სექტემბერში ნავთობის გაძვირების ფონზე. მანამდე, აგვისტოში კი, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეაჩერა სხვა ვალუტების შესყიდვა.
JP Morgan -ის გათვლებით, 2019 წლის მარტში რუბლი 65,55 იქნება დოლარის მიმართ, ლირისა და რენდის კურსი კი დაეცემა.