Home ახალი ამბები მსოფლიო ოდესის ეპარქიის მღვდელმსახურებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერთგულება დაადასტურეს

ოდესის ეპარქიის მღვდელმსახურებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერთგულება დაადასტურეს

ოდესის ეპარქიის სასულიერო პირები

ოდესის ეპარქიის სასულიერო პირები მხარს უჭერენ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას, _ ნათქვამია ეპარქიის საიტზე განთავსებულ ცნობაში.

ოდესის მამათა მონასტერში რამდენიმე დღის წინათ გაიმართა სასულიერო პირების კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტი აგაფანგელი. კრების მონაწილეებს შესთავაზეს, ფარული კენჭისყრით ეპასუხათ კითხვაზე _ მხარს უჭერს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სტატუსის შენარჩუნებას და მისი წინამძღოლის _ ონოფრეს პოზიციას?

ამ კითხვაზე ოდესის ეპარქიის 413 მღვდელმსახურთაგან დადებითად უპასუხა 406-მა, 3-მა კლირიკმა _ უარყოფითად, 4-მა კი თავი შეიკავა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ იწყებს უკრაინაში არაკანონიკური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესს. კერძოდ, მან გაიწვია 1686 წლის აქტი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში კიევის ეპარქიის გადაცემის შესახებ, აგრეთვე, გააუქმა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ თვითგამოცხადებული “კიევის პატრიარქის” _ ფილარეტისა და არაკანონიკური უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერ მაკარისთვის გამოცხადებული ანათემა.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ ქმედებებს განხეთქილების შემოტანის მცდელობა უწოდეს და კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან  ევქარისტული კავშირი გაწყვიტეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here