Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპელი მემარჯვენეები ევროკავშირის ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებიან. ამაში მათ ტრამპის ყოფილი მრჩეველი დაეხმარება

ევროპელი მემარჯვენეები ევროკავშირის ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებიან. ამაში მათ ტრამპის ყოფილი მრჩეველი დაეხმარება

სტივენ ბენონი

ამერიკელი პოლიტისკოსი სტივენ ბენონი ევროკავშირში მემარჯვენე ძალების მხარდასაჭერად ახალ ორგანიზაციას The Movoment (“მოძრაობა”) აყალიბებს. ის მოწოდებულია, მოახდინოს მემარჯვენეების კონსოლიდაცია და უზრუნველყოს მათი დომინირება არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ სახელმწიფო ორგანოებში. ფონდის შტაბბინა იქნება ბრიუსელში, თანამშრომლების შერჩევა დაწყებულია.

სტივენ ბენონს, რომელიც დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო სტრატეგიულ საკითხებში, განზრახული აქვს არა მხოლოდ გაუზიაროს მემარჯვენეებს თავისი გამოცდილება, არამედ პოლიტტექნოლოგიებითაც დაეხმაროს. გამორიცხული არ არის, რომ ფონდის თანადგომა სხვა მხრივაც გავრცელდეს.

მასმედია “მოძრაობის” კლიენტებად ასახელებს ბრიტანელ პოლიტიკოს ნაიჯელ ფარაჟს, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ლიდერ მარინ ლე პენს, ანალოგიურ გაერთიანებებს იტალიაში, პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. გამორიცხული არ არის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პერიმეტრზე გასვლაც _ უკრაინა, ბელარუსი, მოდლოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი.

ბენონს განზრახული აქვს, 2019 წელს ევროპარლამენტში შეიყვანოს “სუპერჯგუფი”, რომელიც დეპუტატების მანდატების, სულ ცოტა, ერთ მესამედს გააკონტროლებს. შემდეგ მემარჯვენეებმა უნდა განავრცონ წარმატება და დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობები ევროსტრუქტურებში, ევროკომისიის ჩათვლით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here