Home რუბრიკები საზოგადოება რას ლაპარაკობენ ათონის მთაზე მართლმადიდებლობაში განხეთქილების შესახებ

რას ლაპარაკობენ ათონის მთაზე მართლმადიდებლობაში განხეთქილების შესახებ

რას უნდა ველოდოთ და რისი უნდა გვეშინოდეს?

2278
ათონის მთის მონასტრები

მიტროპოლიტ ანტონის საუბარი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩის წინააღმდეგ არის მიმართული, პრობლემას უკრაინის მაგალითზე განიხილავს, მაგრამ, ამასთან, სრულად ეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ამიტომაც ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

_ ღვთის წყალობით, შესაძლებლობა მომეცა, ურთიერთობა მქონოდა ათონელ ბერებთან. ბევრი რამ ვისწავლე და შევითვისე, მათი ბრძნული, უბრალო სიტყვებისა და განსჯის წყალობით. ეს ყველაფერი კი თავს იყრის ყველა ჩვენგანისთვის მთავარსა და გადამრჩენში: რაც გინდა მოხდეს, რა გარემოებაც გინდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, ეკლესიაში, პირად ცხოვრებაში, პასუხიმგებელი ხარ შენი აზრებისა და ქმედების, განზრახულობათა გამო; პასუხიმგებელი ხარ საკუთრივ შენივე თავის, გარშემო მყოფთა და ღმერთის წინაშე. სწორედ პასუხისმგებლობისა და შეგნებული ცხოვრებისკენ მოგვიწოდებენ ბერები, შეგვახსენებენ, რომ ეს აყალიბებს ჩვენს მომავალს.

ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ რამეზე, გვქონდეს სურვილი რისამე, მაგრამ განსაზღვრა არ ძალგვიძს. ღმერთი განსაზღვრავს ყოველივეს. ჩვენ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ ან გავაუარესოთ ვითარება ჩვენი საქმეებითა და აზრებით, ასევე, შევიცვალოთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება, და შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე.

ომი

როდის დამთავრდება უკრაინში ომი და ეკლესიების დაპირისპირება? _ ამ შეკითხვით მიმართავს ათონელ ბერებს ჩვენი ქვეყნიდან ჩასული ყველა მომლოცველი და მათგან ნუგეშიცემას ელოდება.

მაგრამ ბერთაგან არც ერთი, რომლისთვისაც კი მომისმენია, ზუსტად და გარკვეულად არც ვადას ასახელებს და არც თარიღს. რადგან ეს არავინ უწყის, ყველაფერი დამოკიდებულია თოთოეული ჩვენგანის სულიერ ცხოვრებაზე, ყველა ჩვენგანის მონანიებაზე, ვინც გინდა ვიყოთ _ სულიერი მოძღვრები თუ მრევლის წევრები.

ისინი მიგვითითებენ იმ უკანონობებზე, რომლებიც მსოფლიოში ხდება, ლაპარაკობენ მთავარ ომზე _ იმ ომზე, რომელიც ჩვენს სულში მიმდინარეობს, და ბოროტის გამარჯვებაზე. ბოროტის გამარჯვებას ადამიანობის დაკარგვამდე, ღმერთის, ეკლესიის, საკუთარი თავის, ერთმანეთის, ოჯახის, ტრადიციების, სულისა და ზნეობრივი ფასეულობების დაკარგვამდე მივყავართ.

ღმერთისთვის ზურგის შექცევით ვამახიჯებთ ჩვენი და ჩვენი ბავშვების სულებს; უარს ვამბობთ ყოველივე ადამინურის, საუკეთესოს, უმშვენიერესის აღზრდაზე; მივაბიჯებთ ღალატისა და სიცრუისიოლიგზით და თანდათან ვკნინდებით სულიერად და ზნეობრივად. უფრო და უფრო გვიჭირს ცოდვისგან თავის შეკავება და ჩვენი სისუსტით ვაკანონებთ მას, ნორმად ვაქცევთ; რასაც გუშინ ვგმობდით, დღეს მივესალმებით და წავახალისებთ.

ეს შეეხება, როგორც პირად ცოდვებს, ასევე საერთო საეკლესიოსაც.

 

მეუფე ანტონი
მეუფე ანტონი

განხეთქილება ყველა დროში საშინელ ცოდვად იყო მიჩნეული, დღეს კი ნორმად გვთავაზობენ, ეკლესიის მტრებს მწვანე შუქს უნთებენ და ყოველმხრივ ეხმარებიან.

ადამიანებს არ ესმით, რომ, როცა განხეთქილების შემომტანთა მოძღვრებით ერთობიან, რისკავენ ეკლესიის გარეთ დარჩენას, განკვეთას მისგან. რა შეიძლება ამაზე უარესი დამართო სულს?! ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ეკლესიის გამთიშველებს ღვთის მადლი არასოდეს შეეწევათ. არადა, ჭეშმარიტი ეკლესია იმისთვის არსებობს, რომ იყოს საღმრთო მადლის მფარველი.

როცა ჭეშმარიტებას ვშორდებით, ცოდვას ვეჩვევით, ვუნათესავდებით მას. ათონზე ამას მუდმივად შეგვახსენებენ და მიგვითითებენ ჩვენს პრობლემებზე, რომლებსაც ლიბრგადაკრული ჩვენი თვალებით უკვე ვეღარ ვხედავთ.

დააკვირდით, _ გვითხრა ათონის ერთ-ერთი მონასტრის იღუმენმა, _ დღეს უკრაინაში ყველგან ვრცელდება წარმართობა, სხვადასხვა სექტა, აყვავდა მწვალებელთა ეთნოფილეტიზმი (რასიზმი, ტრაიბალიზმი)… ბევრი უკრაინელი თავისი სურვილით გაერიდა ქრისტიანობას, ზურგი შეაქცია ქრისტეს, ერთადერთ კანონიკურ ეკლესიას _ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის სათავეში დგას მიტროპოლიტი ონოფრე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებმა აირჩიეს გზა დამღუპველი, დაემონენ საკუთარ ცოდვებს, სისუსტეებს, ვნებებს”.

მან ასვე დასძინა, რომ, თუ უკრაინელები შეიცვლებიან, დაუბრუნდებიან ღმერთს, უფალმა შეიძლება შეცვალოს მოვლენების მიმდინარეობა ისევე, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი.

ათონის წმინდა მთაზე ბერები ყოველი ღვთისმსახურების დროს უკრაინისთვის ლოცულობენ.

გეშინოდეთ!

ძალიან გვეშინია ჩვენი თავის გამო, ზედმეტადაც კი, მაგრამ ეს შიში სულმოკლეობიდან მოდის. გვეშინია, რამე არ დავაკლოთ საკუთარ თავს, რამეზე ვთქვათ უარი, გვეშინია დაუფასებლად დარჩენის. ეგოიზმია და სიხარბე, როცა საკუთარ პიროვნებაზე შეყვარებულები თავს იმის უფლებას ვაძლევთ, რასაც სხვას ვუკრძალავთ, ანუ რაც ზნებრივი კანონებით აკრძალულია, რაც სინდისიერების ჩარჩოებს სცილდება: ცოტა მოვიტყუოთ, ცოტ-ცოტა მოვიპაროთ, ვიჭორაოთ, შური ვიძიოთ და ა.შ.

აქედან იღებს სათავეს ცოდვა და მისდამი შემწყნარებლობა, რასაც საბოლოოდ მის დაკანონებამდე მივყავართ. ვეჩვევით ცოდვას და მას აღვიქვამთ, როგორც ნორმას.

შიში იმის გამო, რომ საკუთარი თავი გეცოდება, უბედურების საწყისია. მხოლოდ ღმერთის უნდა გეშინოდეს. ათონის მთაზე ბერები თავიანთ ცხოვრებას სწორედ ღვთის შიშით განსაზღვრავენ. ესაა მათი ბარომეტრი. მხოლოდ შიშს ღმერთის მიმართ მივყავართ გამბედაობისკენ. მხოლოდ ღმერთისადმი აბსოლუტური რწმენა გაგვამარჯვებინებს ნებისმიერ ომში. ადამიანური გაგებით, იგი ყოველთვის არ არის მოსალოდნელი, მაგრამ სულიერების თვალსაზრისით გადამრჩენია უდავოდ.

“არ უნდა გეშინოდეს ავი ადამინების, მათი ქმედება ყოველთვის ჩასაფუშად არის განწირული, მათ თავზე ფერფლს დააყრიან, _ ამბობენ ათონელი ბერები, _ დრო სჭირდება ამას. ისინი მხოლოდ თავიანთი ძალის იმედით არიან, რომელიც ფრიად შეზღუდულია”. ღმერთის სიდიადე უსასრულოა და ყოვლისშემძლე. “დროის საკითხი” კი სრულად ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული, მის მოთმინებასა და სამომავლო გეგმაზე, როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე თითოეული ჩვენგანის მიმართ.

მხოლოდ ღმერთის სიყვარული ავსებს ადამიანის გულს გამბედაობითა და სიხარულით. მისი სიყვარულის წინაშე კნინდება ყველა სიბნელე, უთანხმოება, შეცდომა; მისი სიყვარულის წყალობით ჩვენი ცხოვრების გზა-სავალი სიცოცხლის რუკაზე სწორად არის გაკვალული.

ისევე, ვითარცა მზის ჩასვლას შეცვლის მზის ამობრწყინება მომდევნო დღეს, ყველა გამოცდას მოჰყვება სანუგეშო სიმშვიდე, ღმერთის მეშვეობით ჩვენზე გადმოსული.

მივართვათ უფალს ჩვენი მოღვაწეობის ნაყოფნი, ჩვენი გული მივცეთ. ჩვენთვის საუკეთესი ჯილდო არის რწმენა იმისა, რომ მისი მზრუნველი ხელები ფრთხილად გადაგვიტანენ ბედნიერ დროებაში და მარადიულ ცხოვრებაში.

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი

წყარო: პორტალიპრავოსლავნაია ჟიზნ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here