ამერიკული ბიზნესი აქტიურად დებს ინვესტიციებს რუსეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში
“ამერიკული ბიზნესი აქტიურად დებს ინვესტიციებს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა სექტორში, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესებული არ არის”, _ განაცხადა აშშ-ის გენერალურმა კონსულმა ვლადივოსტოკში მაიკლ კიისმა.
“არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომლებიც არის სანქციების მოქმედების გარეთ. აშშ-ც არის აქ _ შორეულ აღმოსავლეთში, და აქ არის ინვესტიციების ჩადების უამრავი შესაძლებლობა”, _ განაცხადა კიისმა “აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი-2008”-ის ფარგლებში გამართულ სესიაზე “რუსეთი-დასავლეთი”.
“ისინი (ამერიკელი ბიზნესმენები) აქ, კარგა ხანია, არიან. დიახ, ჩვენ გვაქვს სანქციით დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა სექტორთან, მაგრამ არის სხვა სფეროები, რომლებსაც ეს შეზღუდვები არ ეხება”, _ აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.