სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მგლებმა რამდენიმე საათის ინტერვალით სამი ადამიანი დაკბინეს.
მტაცებელმა 65 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე გამთენიისას დაკბინა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსის მოლოდინში _ ორი პირი. დაშავებულები გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც შესაბამისი ვაქცინით აცრეს. ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე შინ იმყოფებიან.