კომპანია “ტესლასა” და მის ხელმძღვანელ ილონ მასკისთვის 2018 წელი ყველაზე ცუდია ისტორიაში. ელექტროკარის მწარმოებელმა აქამდე ვერ მიაღწია გაცხადებულ საწარმოო სიმძლავრეს, ზარალი რეკორდული ტემპით იზრდება, რეპუტაცია ილახება, ინვესტორები დაბნეული არიან, მასკის ექსცენტრიკული საქციელი კი ცეცხლზე ნავთს ასხამს. ახლა მას უჩივის ბრიტანელი მყვინთავების ასოციაცია, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია კი ფინანსურ მანიპულაციებს ეძებს.
თანამედროვეობის მთავარ ნოვატორს შეიძლება არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.