58 წლის მამაკაცმა პაციენტს თავი კარდიოლოგად წარუდგინა და შემოწმებისას ინტიმურ ადგილებზე ხელების ფათური დაუწყო. ეს მოხდა ლონდონის ერთ–ერთ საავადმყოფოში, სადაც გამოსაკვლევად ორსული ქალი მიიყვანეს. “ექიმ” გრეგორ ბოილს ვნების ამოფრქვევის პროცესი მედდამ შეაწყვეტინა, _ იუწყება Mirror.
პოლიციელებს მიაჩნიათ, რომ ამ კაცის მსხვერპლთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, ხოლო გარყვნილება გვიან გამჟღავნდა იმის გამო, რომ მოტყუებულმა ქალებმა არ იცოდნენ, სინამდვილეში ვინ იყო ეს ავხორცი “კარდიოლოგი”.
2016 წლის სექტემბერში გრეგორმა ყური მოჰკრა მომავალი მსხვერპლის ბოიფრენდის ჩივილს, რომ მისი საყვარელი გულის ტკივილს უჩიოდა, რასაც ორსული ქალის ჯანმრთელობაზე შეიძლებოდა უარყოფითად ემოქმედა. კარდიოლოგად წარუდგა ბოიფრენდს და დახმარება შესთავაზა. უთხრა, რომ ექსპერტულ კვლევაში ფულს არ გამოართმევდა.
ორსული ქალი გრეგორთან მიღებაზე მიიყვანეს. იქ მოხდა ის, რაზეც ინფორმაციის დასაწყისში ვილაპარაკეთ. ექსპერტის “პროცედურულ გამოკვლევას” შემთხვევით შეესწრო მედდა, რომელიც დაეჭვდა, რომ მამაკაცი “კერძო ექიმი” იყო და ატეხა ხმაური. საავადმყოფოს თანამშრომლებმა მედიცინის გენერალური საბჭოს რეესტრში გრეგორ ბოილის გვარი ვერ იპოვეს. გარყვნილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშივე დააპატიმრეს.