Home რუბრიკები საზოგადოება თურქეთის მთავრობის მორიგი “საჩუქარი” საქართველოს

თურქეთის მთავრობის მორიგი “საჩუქარი” საქართველოს

საზღვარი

ვერ გეტყვით, როდიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია, მაგრამ ფაქტია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთი საქართველოს დაპყრობას ცდილობს. გარდა იმისა, რომ თურქებს სერიოზული ინტერესი აქვთ აჭარის რეგიონში და მიწების ძალიან დიდი ნაწილი იქ უკვე შეისყიდეს და დაიკანონეს, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მათ ქვეყანაში თავი მონად იგრძნოს, ჩვენს ქვეყანაში კი თავითონ ბატონებივით იქცევიან. რატომ? _ იმიტომ, რომ ჩვენ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას.

თუ საქართველოში თურქმა რაღაც დააშავა _ ინვესტორიაო და თავზე ხელი უნდა გადავუსვათ; მაგრამ, თუ ქართველი აშავებს თურქეთში, მონაა და, როგორც მონას, ისე ექცევიან _ იჭერენ და როზგავენ. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში თურქული სანომრე ნიშნებით არაერთი დიდი თუ პატარა ავტომობილი მოძრაობს და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ტრაილერების თურქი მძღოლები საქართველოში სიკვდილის ექსპორტიორები არიან. მათი მხრიდან ავტომობილის თავხედური მართვის გამო არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან ადამიანის სიკვდილით ბევრი დასრულდა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ამის გამო არავინ დასჯილა _ ქართული მხარე დამნაშავე მძღოლებს თურქეთში გადასვლის საშუალებას აძლევს, იქ კი პასუხს არავინ არ სთხოვთ.

თურქეთის მთავრობის მორიგისაჩუქარისაქართველოს 1 აგვისტოდან ერგება. სწორედ 1 აგვისტოდან თურქეთის ტერიტორიაზე მოძრავ ქართული სანომრე ნიშნის მქონე მიკროავტობუსებს დააჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 180 ევროა, თუმცა მხოლოდ ამას არ აკმარებენ და, ჯარიმასთან ერთად, მიკროავტობუსს 15 დღით ავტოსადგომზე იძულებით გადაიყვანენ, იქაც თანხა იქნება გადასახდელი და…(ფაქტობრივად, აკრძალეს ქართული მიკროავტობუსების შესვლა). სანამ ამ ახალი რეგულაციის დეტალებზე გეტყვით, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე ქართულ მხარეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თურქეთთან მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია, თურქებს აღარ სურთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და კანონის ამოქმედება გარდაუვალია, რადგან ასეთია თურქეთის ხელისუფლების პოზიცია.

რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი 1992 წლის 30 ივლისს თბილისში(?!) ხელმოწერილი “საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ” ხელშეკრულებაა. ავტოტრანსპორტის კომერციული საქმიანობა რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც ის იმყოფება. თურქული კანონებით, ამგვარ ტრანსპორტს სპეციალური ნებართვა სჭირდება. ნებართვის არარსებობის შემთხვევაში ჯარიმა 180 ევრო და 15 დღით მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაა. ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნულ ნებართვას თურქეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გასცემს, ანუ ქართველი მძღოლები მას ვერ აიღებენ.

პრობლემა რამდენიმე დღის წინათ გაჩნდა. ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში, ფაქტობრივად, აღარ უშვებს. არადა, სწორედ ეს მანქანებია თურქეთის ტერიტორიაზე მომუშავე ქართველების გადაადგილების საშუალება. მძღოლებმა აქციაც გამართეს, საკონსულოსაც შეეხმიანენ, მათი წარმომადგენელიც მიიწვიეს აქციაზე, მაგრამ საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპზონში აცხადებს, რომ მათი რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია და, თურქულმა მხარემ რომც მოინდომოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს, რადგან კანონში ცვლილებებია საჭირო და ამ ცვლილებების მიღებას თურქები ჯერ არ აპირებენ”.

რა გამოდის? _ თურქეთმა რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე დაგვიკიდა და არ აინტერესებს, ათასამდე ქართველი მშიერი რომ დარჩება. დიახ, ათასამდე, რადგან აჭარის ტერიტორიაზე ოფიციალურად რვა გადამზიდი კომპანიაა რეგისტრირებული, თითოეულს ოცამდე ავტომობილი ჰყავს, ანუ სულ 160 ავტომობილი და თითო ასეთი ავტომობილი, სულ ცოტა, 7-8 სულს რომ ინახავს, ყველამ იცის.

ახლა _ რაც შეეხება საჩივარს, რომელიც თითქოს თურქეთის ხელისუფლებაში შევიდა და რეგულაციების გამკაცრება მოითხოვა: რეალურად, თურქეთის გადამზიდმა კომპანიებმა დაინახეს, რომ სოლიდარობის (და კიდევ ბევრი მიზეზის) გამო, თურქეთში ლუკმაპურის საშოვნელად მიმავალი ქართველები ნდობას ქართველ მძღოლებს უცხადებდნენ, ე.ი. ქართველის მომსახურებაზე შემოსავალს ისევ ქართველი იღებდა. ახლა კი იძულებულნი იქნებიან, თურქ მძღოლებს გაჰყვნენ, ე.ი. თურქეთმა ქართველებს შემოსავალი წაართვა და თურქებს მისცა. ქართული გადამზიდი კომპანიების არსებობა აზრს კარგავს, ისინი, უბრალოდ, ვეღარ იმუშავებენ ან, თუ იმუშავებენ, თურქულნომრიან მანქანებზე დაქირავებულ მძღოლებად, სანაცვლოდ კი კაპიკებს მიიღებენ. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის მერიაში რამდენიმე თურქულმა კომპანიამ უკვე შეიტანა განცხადება და ადგილის გამოყოფა მოითხოვა ავტოსადგომის მოსაწყობად და გადამზიდი კომპანიის დასარეგისტრირებლად (გავიხსენოთ შარშან თუ შარშანწინ თურქული სატრანსპორტო კომპანია “მეტროს” შემოსვლა საქართველოში _ მათ საქართველოს შიდა საავტობუსო მგზავრთგადაზიდვის ყველაზე შემოსავლიანი ნაწილი იგდეს ხელთ, ახლა კი უნდათ, თურქეთის ბაზრიდან ამოაკვეთინონ ფეხი ქართველებს. _ რედ.).

როგორ გგონიათ, რას აკეთებენ საქართველოს წარმომადგენლები ამავტოოკუპაციისსაპირწონედ? _ არაფერს… ისინი ამბობენ, რომ “მოლაპარაკების რესურსი ამოწურეს” და მორჩა (ბოროტი ენები ამბობენ, რომ ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა “მოლაპარაკების რესურსი კი ამოწურეს”, მაგრამ სამაგიეროდ “ფინანსური რესურსი” გაუჩნდათ და არ ამხელენ). ახლა აჭარაში თურქი მძღოლები იბოგინებენ და ისინი იქნებიან ქართველების მიმყვანიც და მომყვანიც. აბა, გაბედოს რომელიმე ქართველმა მგზავრმა და უკმაყოფილება გამოთქვას, მაშინვე დაემშვიდობება მგზავრობას, ანუ, მძღოლების გარდა, შავ დღეში მგზავრებიც აღმოჩნდებიან.

არადა, ხომ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, თავისი რეგულაციებით იგივე დაუწესოს თურქულნომრიან მანქანებს და განაცხადოს, რომ მათ არ უშვებს ქვეყანაში? განაცხადოს, რომ მათ ვერც ტრანზიტულ გზას მისცემს და, თუ ამ წესს დაარღვევენ, 180-ის ნაცვლად, 500 ევრო დაუწესონ ჯარიმად. მერე ნახეთ, როგორ მოინდომებს თურქეთის ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებას და როგორ გაჩნდება მოლაპარაკების რესურსი, მაგრამ თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია თურმე (გამოდის, მარტო სათავისოდ) და მეზობლის წყენინება არ შეიძლება; არ შეიძლება მოძალადე თურქი მძღოლების განაწყენება, რადგან მერე ხომ არ გააჩერებენ საქართველოს ტრასებზე სოკოებივით მომრავლებულჰოსტელებში”, სადაც მძღოლებს ქართველი ქალებიემსახურებიანდა ცივ ნიავს არ აკარებენ.

არადა, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა ასეთია _ ჩვენს ტერიტორიაზე ვატარებთ ყველას და აგრესიას გამოვხატავთ მხოლოდ რუსულნომრიანი ავტომობილების მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი მტერია, მტერი! იმის მიუხედავად, რომ ასეთი კაბალური რეგულაციები არ დაუწესებია. მტერია, იმის მიუხედავად, რომ ქართული სანომრე ნიშნებით ავტომობილები რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილდებიან და მათ ქუჩებში არ დასდევენ ყვირილითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით; არც საქართველოს დროშას ერჩიან და, საზოგადოდ, მაქსიმალურად ცდილობენ, კეთილგანწყობა გამოხატონ. არც ის გვახსენდება, რუს ინვესტორებს საქართველოში გახსნილ ბარრესტორნებში ქართველების შესვლა აეკრძალოთ. არადა, მუშაობს თბილისში რამდენიმე რუსული რესტორანი და არავის უთქვამს, იქ სოდომგომორა ტრიალებსო. ეს არის რეალობა. რეალობაა ისიც, რომ თურქეთი, როგორც მონებს, ისე გვიყურებს. რუსეთს არ უთქვამს, ბათუმი ისტორიულად ჩვენი ქალაქია და უნდა დავიბრუნოთო. რომ ეთქვა, მაშინვე ერთ ამბავს ავტეხდით საერთაშორისო დონეზე: ხედავთ, “აგრესორი” რა დღეში გვაგდებსო, და როცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ბათუმზე, _ ჩვენიაო, წავუყრუეთ; ალბათ, შეეშალაო, _ ის ვთქვით დაროცა გაიმეორა, მხოლოდ მაშინ ჩაილაპარაკა თავისთვის ჩვენმა საგარეო უწყებამ: ასეთი განცხადებები მიუღებელიაო.

და ის არ არის, ბატონებო, თქვენთვის მიუღებელი, რომ “კეთილ მეზობელს” შენი ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი გადამზიდი კომპანია იმიტომ შემოჰყავს, რომ უფრო გასუქდეს, მოძლიერდეს, მეტი ტერიტორია დაარეგისტრიროს ოფიციალურად თავის სახელზე, რათა წლების შემდეგ საქართველოს საკუთრება ბათუმში მხოლოდ მინისტრთა საბჭოს შენობა დარჩეს. და ამ ყველაფერს რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობა ეწირება, იმ ადამიანების, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონში ცხოვრობენ და, წესით, ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ, მაგრამ, აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, ქართველებს თურქებს ვამჯობინებთ.

ბესო ბარბაქაძე

46 COMMENTS

  1. ბლუ და ერთუჯრედიან თურქებს რომ ამდენს ვაბედინებთ კიდე უარესს უნდა ველოდოთ მათგან. რუსები თუ მტრებად გვეჩვენება, მართლაც ოდითგან მტერ თურქებზე რატომ არა გვაქვს რეაქცია და პასუხი????

    • ვერ გავიგე რას აბედინებ? როგორც უნდათ ისე მოიქცევიან თავის ქვეყანაში.ერთუჯრედიანი შენი საქართველოა,თავზე გადაუარა ყველამ.როდემდე უნდა იყოთ ასეთი მონები.მთავრობას კიდიხართ ვერ გაიგე?

    • ბლუ და ერთუჯრედიანი ვინ გამოდის კარგად დავფიქრდეთ. ყრუ და უგულოები ვართ, ამნეზიით დაავადებულები. მოღალატე და ჯიბეზე ორიენტირებულ მთავრობას დაზომბირებული ხალხი ყავს ფეხქვეშ გაგდებული. მომავალი გვეღუპება და ჩუმად ვართ. ჩვენზე სუსტი ერი მსოფლიოში არ არსებობს როგორც უყურებ.

  2. რაგვეშველება ამათ ხელში,ამ 30წლის განმავლობაში რამდენი მთავრობაც მოვიდა ყველა ქვეყნის მტერი და ფულის მკეთებელი გამოდგა ქვეყნისთვის არავის არუზრუნია,ღმერთო დაიფარე საქართველო.

    • მართალია, თანაც რამდენი ახალი მთავრობაც მოდის ხელისუფლებაში, იმდენი რუსეთთან დებენ ზავს და უთმობენ სტრატეგიულ ტერიტორიებს. სინამდვილეში, რუსეთი არის საქართველოს მტერი, მაგრამ მთავრობის მეგობარი. ასე გადაარჩინეს 2008 წელს მიშა. და ყველა მანამდელი და შემდგომი მთავრობაც ნახეთ და მათი შედეგები. ტერიტორიები ერის ერთადერთი რაც ჩვენგან სურს მიიღოს რუსეთს და ძალიან მარტივად იღებენ. მალე ბათუმს თურქები მიიერთებენ, სკოლაშიც კი ასე ასწავლიან თურმე რომ ჩვენ წავართვით და რომ დასაბრუნებელია ეს მხარეო. და დავრჩებით თბილისის ზღვის ამარა და როგორი ღირსები ვართ! კარგად უყურეთ მათ სერიალებს, ვნებიანი ემოციებით, იოცნებეთ თურქ კაცებზე, მეტის ღირსები არ ხართ!

  3. რუსული ნომრებიანი ტრაილერების თავხედური ტარებაც არ დაგავიწყდეს

    • რუსეთის ნომრიანები რა შუაშია? გასწრება რიმ დავაპირე, ფარები ავუნთე და მარცხენა პავაროტნიკით მანიშნა არ გახვიდეო, შემდეგ მარჯვენა ჩამირთო, გავუსწარი ორჯერ ჩქარა დავუსიგნალე მადლობის ნიშნად, ხელი ამიწია. თურქთან ფარების ანთებით კი არა სიგნალებით რომ გახეთქო გზას არ მოგცემს.

    • Saqartvelos diplomatiuri korpusi sjirdeba da Ara jari…rame tu metad ar dagvezabos urtiertoba turqettan magram nurc langarze dadebuls nu mivartmevt ajaris teritorias turqets. Rac sheexeba rusets chven tu gvinda gvqondes saxelmwifo sxvanairi midgomaa sajiro….

  4. მერე საქართველოს მთავრობა- დაოდილები და იმპოტენტებით როა სავსე, რას ფიქრობს. იგრძნოს მტერმა თავი მონად. და ვიღაცეებმა არ დამიწყოს ბჟუტური, თქმა ადვილიაო. მტერს უნდა მტრობა!

  5. ეს დიდი დარტყმაა ჩვენზე, რადგან ადამიანების გადაყვანას თავი რომ დავანებოთ, უამრავი მასალა და პროდუქტი თურქეთიდან შემოგვაქვს. რუსებთან რაგატკობანამ რუსული ბაზარი და ვიზები ჩაგვიკეტა (როგორც ჩანს, ამით სარგებლობს თურქეთი) და ახლა ზოგიერთი ამას თურქებთანაც გაახერხებს. გამოსავალი ? რუსებთან გარიგება, რაც შესაძლებელია ! ნატოში არშესვლის სანაცვლოდ ტერიტორიების და რუსული ბაზრის დაბრუნება.

  6. me pirvel rigshi mouxdi im ojaxebs robsac shvilebi daegupen 2008clis omshi da mcuxarebas gamovtkvam.mapatie qartvelo ero memirchevnia rusi imisatvis rom,chvens saqartvelos micaze moyvanil xilidan dacyebuli yvelaferi gaqvt rusebs.aba turqi rasgvishvreba xoxdebit dafikrdit xalxo kargad,rukazec agar viknebit cotaxanshi.me chemi saqartvelo miyvars da chemi qartvelebi gexutunet gulshi da sulshi,ertmanetis pativiscemit viyot.

  7. როდიდან და, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, განათლებით ისტორიკოსმა, დაგვარწმუნა, რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია.

  8. მედეა: რატომ ხდება, რომ ერთ ჩვენს ბოროტისმოსურნეზე საუბრისას უმალ მეორის ბოროტი ზრახვების დაკნინებასა და გაუფერულებას, მის ,, მამა აბრაამის ბატკნად” გამოყვანას ვიწყებთ. ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყოველივე იმ მეორის ინტერესებს ემსახურება.

  9. მითხარით, ვინ არის რო ჩვენი მეგობარი ?! მგონია რომ არავინ! ვინაიდან ყველა მოსაზღვრე ქვეყანა არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი. ხალხებს ქვეყნები ვაჩუქეთ და მაინც ვერ ნაყრდებიან, ჩვენი გამყიდველი და უზნეო მთავრობა კი მხოლოდ თავის ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ხალხნი არ ვარგივართ და ამიტომაც გვიბედავენ. ყველამ იცის რომ ქართველი იევ ქართველის ხელით უნდა დაჩაგრონ და საუკუნეებია ძალიან კარგად გამოსდის. საზოაგდოება უკუდურესად გამდაბიოვდა. საკუთარ შვილევს და შვილიშვილებს მდარე თურქულ და აზიურ სერიალებზე ზრდიან. უამრავი ქართველების სოფელია, სადაც თურქულად საუბრობენ და ბავშვებიც ჯერ თურქულს სწავლობენ. არ გვაქვს ნაციონალური იდეოლოგია და ხალხიც მხოლოდ ისევ გადარჩენისთვის იბრძვის. ერთი კი ვიცი, რომ საკუთარი წარსულიც უნდა დავაფასო, მილიონობით დამოუკიდებლობას შეწირული ქართველი და საკუთარი მომავალიც. ხალხნო უნდა გამოვხიზლდეთ, იქნებ ახლა მაინც გავიაზროთ, როდესაც მაშტაბური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვართ! ჩემი თუ არ გჯერათ, ქუჩაში ხომ ყველა დადიხართ და ხედავთ ამდენ ირანელებს, არაბებს, ინდუსებს; თუ არაფერს ვიღონებთ, ასეთები იქნებიან ჩვენი მომავალი თაობები!

  10. საქართველოს ოკუპანტები: სასომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, თურქეთი, საბერძნეთი; ეს ის ტერიტორიებია, რომლის 99% ფლობდა საქართველო იმ თავიდან, როდესაც ჩვენი გენის ერთობა წარმოიქმნა და ქართველი ხალხი. ყველაზე საუკეთესო მიწა-წყლები დავკარგეთ და შეველიეთ და ახლა ამ 100 კვ.მ გამო უნდა დავხოცოთ ჩვენი შვილები ? ვიცოდეთ მაინც რომ ამას შედეგი მოყვება! დაგავიწყდათ 2008 წელს ბაქრაძე რომ მოგვიწოდებდა ვისაც რა გაქვთ იმით დაიცავით თავიო … ?! ერთიოანობის მაგალითად ყველაზე საუკეთესო არის შვეიცარია. გაეცანით თუ როგორც მცჯელობს და ზრუნავს ყოველი შვეიცარელი საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე და ერთიდერთი რასაც იგრნობთ ყველა ეს უსუსურობის განცდაა და იმას რომ ახლა არაფერს არ წარმოვადგენთ. სიმბოლური დამოუკიდებლობა მოპიპოვეთ და ამიტომ ვართ დღეს მონები და მათხოვრები! ამიტომ გვიბედავს ყველა ყველაფერს! თურქები ჩემთვის ყველაზე დიდი მტრები არიან საქართველოსი და იქნებიან! თურქეთი რომ დღეს ასეტი ძლიერია ეს ქართველების ლომის წილია ამაში. ქართველს ოღონს საკუთარ ქვეყანაში არაფერი არ გააკეთებინო, მაგრამ ოღონდ უცხოელმა, თუნდაც მტერმა შეაქოს და მთებს დაძრავს! სერიოზული იდიოტები ვართ ხალხო, თქვენ შემოგევლეთ!

  11. gagLijes turqrbma iraneLebma arabebma chineLebma es qveyana shaxis sityvebi gaixsened qartvelebs ertipiri nu mogcet gmertma tore msofLios daipyrobdito sanam ertmanets vglejt gareshe tu shinauri mtrebi naciL naciL gLejen qveyanas

  12. რა ჯარი ?სად გვყავს ჯარი რუსეთზე მეტად თურქეთია მტერი და ვერ ხვდებით? დავიჯერო რუსი ქრისტიანი მაინც არის და რაღაცას გააგებინებ და ამ ცალფაზიანებს ვერაფერს

  13. აქ ძნელად გადასაწყეტი არაფერია, სასწრაფოდ მისაღებია ადეკვატური კანონი საქართველოში თურქების მიმართ, მაგრამ სიძნელე იმაშია რომ საქართველოს პარლამენტი არა ყავს

  14. არ დაგავიწყდეთ, ჩვენი ჯარი 20 000 კაცისგან შედგება, რეზერვიანად დაახლ. 280 000. თურქეთის – 500 000 მოქმედი, რეზერვიანად 990 000 (ნატოს წევრობით და შეიარაღებით). რუსეთის ეშინიათ, იმიტომ რომ, კავკასია ჯერჯერობით რუსეთის გავლენაში ითვლება. როგორც კი რუსეთი საბოლოოდ ჩაიქნევს ხელს და იტყვის – “წადით და თავში ქვა გიხლიათ-ო”, აი, მაშინ ნახე თურქების (და არა მარტო) “მეგობრული ” ტერიტორიალური პრეტენზიები. ნაწყენი რუსი ჯიბრზე არ დაგიცავს – “რაც მოგივა თავითა-ო”. აბა და ხელი ახლოს ვინმე უცხოტომეულს საქართველოში, იმწუთში შემოგივარდებიან, ვითომდა დასაცავად! ჩვენ კი მოქალაქეობებს “ვარიგებთ” ინვესტიციებზე. რაც დავარიგეთ, იმათი ფულით ვიმემ გაიუმჯობესა ცხოვრება????????

  15. ღმერთო შენ გამოაჩინე რამოდენიმე ხელისუფალი,ვისაც მართლა ფულზე მეტად უყვარს სამშობლო…ნუთუ ასე გადაგვარდით ყველა???რომ ვერ ხედავთ საშიშროებას ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გასანდგუტებლად როგორ გვებრძვიან ყოველი მხრიდან.
    .

  16. ეს რაც ამ 30 წლის განმავლობაში დატრიალდა ყველა საღად მოაზროვნე ხედავს,ქვეყანა დაღუპვისაკენ მიდის,კიდევ 30 წლი შემდეგ რა იქნება,ვისი იმედი აქვთ , თურქულ-ირანული ლომი მელიას ლაქუცით ნელ-ნელა კიდევ უფრო იკიდებს ფეხს ჩვენს მიწაზე,სადაც საუკუნეები ბატონობდნენ…ს

  17. Гамосавали ковелтвис арсебобс..Ту давабрунебт 90-иан цлебс да,турк мдзголебс гзаши амосунтквис сашуалебас ар мивцемт.Магат ковелтвис аквт Диди пули плюс твирти,ромелиц Диди пули Гирс.Ту сакартвелос мтавроба цота цаукруебс да дахучавс егет рамеебзе твалебс.Шеидзлеба ам танхебиданац шеикмнас фоди,ромлиданац шеидзлеба гачирвебулебис дахмаребац.Маинц мтели бизнеси туркебс аквт сакартвелоши.Чвен кидев давехмарот пулис датвлаши.Мерцмунет.Халхс шеудзлиа беври раме.Чвени крисеби парламентши,ром схедан магатган арасодес араперс ар елодот.ДЗАЛИАН ГУЛИ МТКИВА ТУРКЕБИ,РОМ САКАРТВЕЛОШИ ЧВЕНЗЕ МЕТС КВИРИАН.чвен Ки…патрулис гешиниа.Дапикрдит.

  18. chveni bralia xoda es yvalaperi aranairi mtavrobis. mtavroba da xelisuplebac xalxia tu rame ar mogvwons ertad unda davdvet da ara ase davqucmacdet. sawyenia ase rom gbiyenebs ultimatums

  19. თურქეთი ბინძური ღორებითაა სავსე, მაგრამ ჩვენი მთავრობაა ჩასაქოლი რომ ამ ღორებს აბოგინებს ქართულ მიწა-წყალზე. ივანიშვილიდან დაიწყეთ გაწმენდა, მოაშორეთ სახელმწიფო სადაავეებს სანამ ბოლომდე გაუყიდია ბათუმი და მთელი საქართველო ზედ დაუყოლებია…

  20. ხალხი უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით ჩვენს მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი გადაუკეტოთ გზები თურქეთის ტრაილერების და ავტობუსებს და მოვითხოვოთ კანონების გამკაცრება ჩვენს უტვინო უმაქნის ხელისუებას და აეკრძალათ მიწების შეძენა ჩვენს ქვეყანაში მათ მიმართ აი რა გვიშველის.

  21. რატომ საქართველოს ხელისუფლება იქნება თუ ბათუმის, იგივე პასუხით არ პასუხობს ,დასათმობი არაფერი გვაქვს ,თურქეთის მოთხოვნას თუ ითვალისწინებენ, ქართველების მოთხოვნას რატომ არ ცემენ პატივს? თუ ქართველებს არა აქვს მოთხოვნა?
    ხალხმა მიიღოს ზომები.. და მეგობრობა მერე შეფასდება,ყველა მისი მიწის ბატონ პატრონია , იქნებ გონია ქართველები მონები არია რადგან მათ ოჯახებს ემსახურებათ?… თვითონაც იგივეს აკეთებენ ამერიკაში და სად გინდა წასულები არ არიან და იგივეს აკეთებენ რასაც ჩვენ ქართველები თურქეთში, ეს არ ნიშნავს ბატონები არიან. არავის ზედმედი უფლება არ უნდა მიეცეს არაფერში საქართველო ქართველებისაა და დავიცვათ ჩვენი მოთხოვნები უფებებითურთ.

  22. Jer sad xart uaresis girsia qartveli eri roca is policieli qartvels dasjis turqis nacvlat masac uaresi unda damarto ertxel orjer bevrjel arc mtavrobis wevri unda daindo da es unda aketis yvelam ertad da ara tito kacma iqneb mashin gamopxizldes vinme mainc

  23. რამდენ სხვადასხვა თემაზე უნდა გააკეთო კომენტარი არცერთ და მითუფრო ამ ხელისუფლებას ეს ქვეყანა და ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდია როგორ გგონიათ ბესელიას თალაკვაძეს მდინარაძეს ძიძიგურს რომელიც 3 თეთრად გვპირდებოდა ელექტროენერგიას ამ ქვეყნის ბედი აწუხებთ?ისინი თავიანთი და იმ ერთი მათი მომყვანი დიდი ბატონის ქონების დარაჯობენ.

  24. მართალი ხარ რასაც წერ თურქეთზე, არა ნაკლები მტერია ისინიც რუსებზე!
    არც ერთს არა აქვს ჩვენს მიმართ კეთილი განწყობა!
    სამი დაუძინებელი მტერი ყავს ქართველებს
    1)რუსი
    2)თურქი
    3)სომეხი

  25. ავდგეთ ყველამ ერთ ხმად და ერთად გავყაროთ ეს თურქები აქედან ხალხნო,მთავრობაზე ცდაში მართლაც კატასტროფის წინაშე ვდგავართ..
    ამხელა მასას ვერ დაუდგებიან წინ და გავწაროთ როგორც ეს სულ ცოტა ხნის წინ სვანებმა გააკეთეს..

  26. ხო და რა გვინდა თურქებთან?!
    ჩვენ ვართ და ჩვენი მთავრობა ვინც მათ მაგის საშუალებას ვაძლევთ.
    და იმუს დედაც… ვინც ის თქვა რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია.
    კი მეგობარია, ისეთი მეგობარი რომ საუკუნე არ გასულა ეომ არ აეწიოკებინა საქართველო და ალბათ ეს ეს ყველაფერიც “მეგობრულად”

  27. Рогорц сванебма гаадзевес ес урджуло туркеби чвенц игиве ундагавакнтот торем мере гвиан икнеба чвени мтавробис имеди ар гвкондес есени гамкидвелеби ариан

  28. ანალოგიური და იმათზე მკაცრი ზომები მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამაც და როგორ მალე მოეგებიან გონს და მათრო იქეთ არნახონ ამით ზარალი მერე ნახეთ როგორ ეგრევე ისევ შეცვლიან კანონს ამ გეგმაპროექტს მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მოქალაქეების ინტერესს უფრო ითვალისწინებენ და იცავენ ესაა საშინელება და უსამართლობა ჩვენი ხალხისადმი ასეთი მიდგომა და მოპყრობა ჩვენი მთავრობის საკუთარი ხალხის ქართველი ხალხის წინაშე.იმიტომაცაა რო დღითიდღე კარგად მიდის ჩვენი ქვეყნის ბედი..სასწაული თუ გადაარჩენს აწე ჩვენს ქვეყანას აზრი აღარააქვს წასულია საქართველო ხელიდან ..გაყიდულია გაყიდულიიი…!!! საუბედუროდ ასეა ძალიან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ცოტადროდარჩა ნათლად ჩანს თუმცა ყველაფერი ყოველი დღე წარუმატებლობის მაგრამ ჯერსადა ვართ ეს ჟურნალია დღემდე.., კინო აწე იკნება და იწყება ვარესი სანამ ასე ვიკნებით დოყლაპიებივით და ცხვრისფარასავით ჩაჩუმებული…!!!!

  29. თურქებს მაინც ჯობიან რუსები..რასაც ეგენი გვუბედავენ რუსი მოგონილი იქნება

  30. ხალხის ბრალია გადაუკეტონ გზები არ გამოუშვან და ნახავენ კუდ ამოძუებული გაიქცევიან ქართველი ხალხი არვარგა

  31. Clebis cin rom gakiodnen, turqeti chveni cmebi arian, axla xom daanaxa namdvili saxe, muslimebma, cotaxanshi irani vnaxod ras moitxovs batono qartvelebot, da iqet erakis qurtebi, daqucmaceben saqartvelos da nacilebad gaikoben iqet turqeti aqet irani da kidev erakis qurtebi, kacebs dauxocaven qalebs kidev monad mirekaven, es aris mteli muslimebis gegmebii, muslimnebs sastikad scult qristiani martmadidebeli odidganve, nutu amas mainc ver xvdebodnen, rogorc shegvamchnevdnen chvars egreve demonis tvalebi entebodat mat saxeshi vai rogor mculnan xmerto tu vcodav sheminde

  32. მთავარია ჩვენ არ შევიწუხოთ თავი და ყველაფერი მისით დალაგდება. ჩვენ მარტო აქ ვწეროთ და ვიკითხოთ

  33. მერე რას ელოდებით ჩაკეტეთ სარფი. ყველა ქართველს გამოყრიან იქედან. აქ სხვანაირი მიდგომა უნდა როგორც თურქებმა შექმნა კანონი და ჯარიმები ჩვენთან უნდა გასამაგდეს ჯარიმები და ერთი თვე უნდა დაუყენო მანქანაც და დაყენების ჯარიმები დააკისრო მაშინ მოკეტავენ. ეს ამდენხანს მისახედი იყო გავსებულია ქვეყანა. იმდენი რჯულის ხალხი დადის უკვე 14 ენაზე დავიწყე ლაპარაკი. არ უნდა გაიყიდოს ჩვენი მიწა და არ უნდა მიეცეთ პასპორტები სამ თვეს თუ გადააცილებენ უნდა დადეპორტდეს. აქაც რაღაც დიპლომატიური რეგულაციებია საჭირო. თორე ავდგეთ დავერიოთ და რითი რა გვაქ კომბლები ვთალოთ? საშველი როვართ ეს უკვე გასაგებია 2050 წელს გავქრებით და დარჩება საქართველო სახელად სხვადასხვა რჯულების ხელში. დანარჩენი თქვენ მიამატეთ და გააგრძელეთ. იქნებ გვეშველოს

  34. ვის აწყობდა ეს პროვოკაციული სტატია? ჭორიკანა დეზინფორმატორო ჟურნალისტებო!!! (სტატიის ავტორებს ეხებათ!) 1 აგვისტოს,2018 წ. ჯგუფთან ერთად უპრობლემოდ გადმოვკვეთე ქართული მიკროავტობუსით და ავტობუსით თურქეთის საზღვარი (ზუსტად ნახ საათში!). კაბადოკიაში ვარ ეხლა ჯგუფთან. ამ სტატიის გამო საელჩოებში და საკონსულოებში ვირბინე და გაოგნებულები მიყურებდნენ თურქები, აზრზე არ იყვნენ რა კანონზე იყო საუბარი! გრცხვენოდეთ! ისე, გვაკლია ქართველებს შუღლი და გარე მტრები რა, თქვენ რომ არ გააღვივოთ კონფლიქტი, ვითომ ,,პატრიოტებო”ფუ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here