Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატო _ უსახელურო ჩემოდანი აშშ-ისთვის

ნატო _ უსახელურო ჩემოდანი აშშ-ისთვის

1121
ნატო _ უსახელურო ჩემოდანი აშშ-ისთვის

აშშ უარს ამბობს ნატოს წევრი ქვეყნების დაცვაზე _ დონალდ ტრამპმა კოლექტიური თავდაცვის პრინციპი აშშისთვის სახიფათოდ მიიჩნია

შეიძლება კომიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აშშის პრეზიდენტმა უფრო მეტი გააკეთა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასაშლელად, ვიდრე საბჭოთა კავშირმა თავისი არსებობის განმავლობაში და ამისთვის თავისი სერიოზული მიზეზები აქვს.

FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოში ერთი წლის წინათ მიღებული ჩერნოგორიის კონფლიქტში ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი, რომელშიც აშშ-ც იქნება ჩართული კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გამო. ეს პრინციპი ჩრდილოატლანტიკური ბლოკის პოლიტიკური და სამხედრო კონსტრუქციის საბაზისო იმპერატივია. ტრამპის აზრით, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება არა ჩერნოგორიაზე თავდასხმის ან თვით ჩერნოგორიის მოქმედების გამო, არამედ იმიტომ, რომ კოლექტიური თავდაცვის არასწორი პრინციპი (!) აიძულებს დანარჩენ სახელმწიფოებს, ჩაერთონ ომში. აღსანიშნავია, რომ თვით ჩერნოგორია, როგორც სახელმწიფო, დამოუკიდებელ და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ოფიციალურად აღიარებულ იუგოსლავიაში ნატოს ინტერვენციის შედეგად შეიქმნა; შემდეგ კი თითქმის ძალდატანებით გააერთიანეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაპირველად შეიქმნა დასავლეთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის პრობლემის მოსაგვარებლად ძლიერ მოწინააღმდეგესთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში (ყველასთვის ნათელია, რომელ მოწინააღმდეგესთან). ყველაფერი დამოკიდებული იყო დროის ფაქტორზე: ევროპის ქვეყნების განსხვავებული ინტერესების, თვალსაზრისისა და მიდგომების გამო შეთანხმების მიღწევას სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ სჭირდებოდა უამრავი კონსულტაცია და რთული მოლაპარაკება, რომლებიც, ჩვეულებრივ, საკმაო ხანს გრძელდებოდა. საბჭოთა ტანკებს კი პორტუგალიის ლისაბონამდე და საფრანგეთის ბრესტამდე მისასვლელად სამი კვირა სჭირდებოდა, დიდიდიდი _ 4 კვირა. აქედან გამომდინარე, კოლექტიური თავდაცვის შესახებ მოლაპარაკებების პოტენციური მონაწილეები პროცესს ჩამოსცილდებოდნენ იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე ისინი რაღაც შეთანხმებას მიაღწევდნენ და ერთმანეთისთვის რეალური დახმარების გაწევას დაიწყებდნენ.

ნატოს პოლიტიკური კონსტრუქცია ითვალისწინებდა საფრთხეზე მყისიერ რეაქციას და ტექნოლოგიური მიღწევების ავტომატიზაციას პოლიტიკური თანხმობის მისაღწევად ალიანსში შემავალი თითოეული ქვეყნის ჩასართავად საერთო ომში. ამისთვის ხელი უნდა შეეწყო ორ ფაქტორს:

პირველი _ ჯერ კიდევ მშვიდობიანობის პერიოდში ნაციონალური სამხედრო კონტინგენტების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ნატოს შტაბის სტრუქტურების პირდაპირ დაქვემდებარებაში. ეს კონტინგენტები საერთო განგაშის შემთხვევაში უნდა განლაგებულიყვნენ მოწინავე პოზიციებზე ცეცხლის გახსნის უფლებით თავიანთი ნაციონალური მთავრობებისგან ფორმალური თანხმობის მიუღებლად;

მეორე _ ეს არის ნატოს წესდების მე-5 მუხლში კოლექტიური თავდაცვის პრინციპის საყოველთაო ვალდებულების კიდევ უფრო განმტკიცების ფაქტორი, რომლის მიხედვით ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ავტომატურად განიხილება, როგორც აგრესია ყველა წევრი ქვეყნის მიმართ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწორედ იმიტომ შეიქმნა მე-5 მუხლის საფუძველზე, რომ ჩანასახშივე ჩაეკლათ კითხვა: გვჭირდება კი ჩვენ ეს ომი? “იმხანად” ეს ყველაფერი საჭირო იყო, უწინარესად, თვით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელმაც შედეგად პირდაპირი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სარგებელი მიიღო. “ამჟამად” კი ამერიკისთვის ნატო გადაიქცა უსახელურო ჩემოდნად, რომლის გადაგდებასაც გარკვეული მიზეზების გამო ჯერ ვერ ახერხებს, მაგრამ მისი თრევა ერთობ გაძნელებულია.

XXI საუკუნის დაწყებამდე ევროპის ქვეყნების არმიები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ მრავალრიცხოვნობით, არამედ ამერიკული წარმოების ტექნიკითა და აღჭურვილობითაც. ეს მაჩვენებელი იმხანად 68%-ს აღწევდა. დღეს კი მაგალითად, ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1970 წლის რაოდენობის 18%-ც არ არის. “ამერიკული იარაღის” წილი კი 11%-ია. მარტივად რომ ვთქვათ, აშშ ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და მასში შემავალი კონტინგენტის შესანახავად ხარჯების 70%-ზე მეტს ფარავს, მაგრამ არანაირი სარგებელი არ აქვს. ბოლო და ერთადერთი მიღწევა ბოლო ათწლეულში არის მოკავშირეებისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების _ F-35-ის მიყიდვა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ევროპელთა გეგმას საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავის შექმნაზე (ასეთი პროექტი ევროპას ორი აქვს), ამერიკისგან თვითმფრინავების შესყიდვის შეთანხმებული პროგრამის სრულად შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ევროპელი მოკავშირეების ფულის გარეშე რისთვის სჭირდება ნატო ამერიკას? მოკავშირეები პატრონს საზარბაზნე ხორცითაც კი არ ამარაგებენ (ამისთვის საქართველოსა და მისნაირ ქვეყნებს იყენებენ _ გ.გ.). დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 8475-ს აღწევს, ჩერნოგორიამ კი იქ დასახმარებლად მხოლოდ 20 ჯარისკაცი გაგზავნა.

სხვათა შორის, ნატოს წევრმა ქვეყნებმა, საერთო ჯამში, ძლივს მოუყარეს თავი 600-მდე სამხედრო მოსამსახურეს. და რისთვის უნდა სჭირდებოდეს ეს ყველაფერი ვაშინგტონს?

განსაკუთრებით საინტერესოა მსგავსი გამოსვლები აშშ-ის ლიდერებისგან ნატოს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად შეიკრიბნენ მოკავშირეები, მაგრამ, როგორც ჩანს, წარუმატებლად. თუმცა, თუკი ადრე ალიანსში განხეთქილების ძირითად მიზეზად აშშისგან ევროპის მეტი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ასახელებდნენ, ამჟამად ყველასთვის ნათელია, რომ ნატოს არსებობის შეწყვეტით თვით ამერიკის შეერთებული შტატებია დაინტერესებული.

რუსეთის აგრესიასთან მებრძოლებსაღარ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ მათ მოკავშირეთაკავალერიადაეხმარება. ამის შესახებ აშშის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ღიად განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here