Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი შენდება

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი შენდება

2713
ეკლესია

მაშინ, როდესაც ქართველი სოროსელები მიზანმიმართულად ძირს უთხრიან საქართველოს დედა ეკლესიას, ჩრდილს აყენებენ პატრიარქის ავტორიტეტს, მათ მიერ მტრად შერაცხულ რუსეთში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ქართული ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.

ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტ გიორგის კურთხევით წმიდა ნინოს ქართული ტაძრის მშენებლობას ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში საძირკვლი 2017 წლის მაისში ჩაეყარა.

ტაძრის ექსკიზი ქართულმა მხარემ წარმოადგინა. რუსი სპეციალისტები შვიდი თვე მუშაობდნენ ტაძრის პროექტზე. პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციები. ტაძარი გათვლილია ოთხას მომლოცველზე. მისი ფართობი 432 კვ.მ იქნება, ხოლო სიმაღლე _ 28 მეტრი.

კომპანია “რეგიონული საინჟინრო ცენტრის” დირექტორ იური კოვალის აზრით, “პროექტი არაჩვეულებრივია. ამას შეამჩნევთ, თუ დააკვირდებით მის ფუნდამენტს, რომელიც არ არის დამახასიათებელი რუსეთის ცენტრალური რეგიონების მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის. ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ტაძრის ფასადის ექსკიზი. ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს საქართველოს ტაძრების არქიტექტურული თავისებურებები და შექმნეს ოთხი ვარიანტი. დასრულებული პროექტი, რომელზეც ოთხი თვის მანძილზე ვმუშაობდით, შეგიძლიათ იხილოთ ბანერზე”.

“დღეს აღვასრულებთ ლოცვას ქართველთა განმანათლებლის _ წმ. ნინოს სახელობის ტაძრის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებით. ივერია ღვთისმშობლის წილხვედრი უძველესი მიწაა, რომელზეც IV საუკუნეში წმ. ნინოს დახმარებით დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება. ჩვენ ვილოცებთ, რათა წარმატებით დასრულდეს ტაძრის მშენებლობა, რომელიც აღიმართება უძველესი ქართული არქიტექტურის ძეგლების შესაბამისად”, _ განაცხადა მიტროპოლიტმა გიორგიმ, რომელსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს წმ. ნინოს ხატი.

ნიჟეგოროდის მიწაზე მრავლად შეხვდებით რუსი და ქართველი ხალხების ძირძველი ისტორიული კავშირის დამადასტურებელ ძეგლებს. ქალაქის ისტორიულ ნაწილში არის ქუჩა გრუზინსკაია, რომელიც დაკავშირებულია ქართველი თავადის _ გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკის სახელთან. იგი იყო ვახტანგ VI-ის შვილის – ბაქარის შთამომავალი და გახლდათ 1812 წლის ნიჟეგოროდის აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორი (მთელი ბატალიონი უზრუნველყო იარაღითა და ტანსაცმლით). იგი ასევე გულუხვად სწირავდა მართლმადიდებლურ ეკლესიებს.

დავით სუხიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here